Nuk
იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი / Ibuprofen (Arginin) Normon


დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი, სტეარინისმჟავა, შაქარი, კალციუმის სულფატი, ნატრიუმის კარბოქსიცელულოზა, აკაცია, თეთრიოპალუქსი, ოპაგლოსი, არაბეთის გუმფისი.

 

ფარმაკოლოგიური თვივსებები:

იბუპროფენს ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ბლოკირების შედეგად პროსტალგანდინების სინთეზის დათრგუნვასთან, რომლებიც წარმოადგენენ ტკივილის, ანთების და ტემპერატურული რეაქციის მედიატორებს.

 

ჩვენებები:

თავის და კბილის ტკივლი;

შაკიკი;

დისმენორეა;

ნევრალგია;

ხერხემლის არეში ტკივილი;

კუნთების და რევმატიული ტკივილი; აგრეთვე

ცხელება გრიპის და გაცივების დროს.

 

მიღებისწესიდადოზირება:

იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. საჭიროა საშეტების შიგთავსის ნახევარ ჭიქა წყალში ჩაყრა და მორევა.

მნიშვნელოვანია მინიმალური დოზის მიღება, რომელიც საჭიროა ტკივილის კონტროლისთვის/მოსახსნელად, იბუპროფენი ნორმონი არ მიიღება იმაზე მეტი ხანგრძლივობით, ვიდრე საჭიროა სიმპტომების საკონტროლოდ.

მოზრდილები:

საშუალო რეკომენდირებული დოზა 1 საშეტი იბუპროფენი ნორმონი ყოველ 8 საათში. პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ გადაყლაპვის შემდგომ დისპეფსიური მოვლენები, ამ მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს რძესთან და კვების დროს. ზოგადად რეკომენდირებული მაქსიმალური დღიური დოზაა იბუპროფენი 1,200 მგ. (3 საშეტი), გაყოფილი 3 მიღებაზე.

რევმატოიდული ართრიტისთვის შესაძლოა საჭირო იყოს მაღალი დოზებით მიღება, მაგრამ არ არის რეკომენდირებული იბუპროფენის 2,400 მგ.-ზე მაღალი დოზის მიღება (6 საშეტი) არც ერთ შემთხვევაში. საჭიროა პაციენტებისთვის მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება.

მენსტრუალური სპაზმებისთვის, იბუპროფენის რეკომენდირებული დღიური დოზაა შეადგენს 400 მგ. სანამ არ მიიღწევა ტკივილის მოხსნა, მაქსიმალური ერთ ჯერზე მისაღები დოზაა 400 მგ. იბუპროფენი და მაქსიმალური დღიური დოზაა  (3 საშეტი).

 

ხანდაზმული პაციენტები

თუ პაციენტი 65 წელზე უფროსი ასაკის არის, მკურნალი ექიმის მიერ დაენიშნება უმცირესი დოზა, ასეთ შემთხვევაში, მას დოზის მომატება შეუძლია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ექიმი შეამოწმებს ამ პრეპარატების კარგ ამტანობას.

 

ბავშვები:

არ არის რეკომენდირებული ბავშვებისათვის 40 კგ-ზე ნაკლები წონით

 

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, ანორექსია, დისკომფორტისშეგრძნებაეპიგასტრიუმისარეში, დიარეა; შესაძლებელიაკუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება იშვიათად სისხლდენით;

ცნს-ისმხრივ:

თავისტკივილი, თავბრსუხვევა, უძილობა, აგზნება;

ალერგიული რეაქციები:

კანის ალერგიული რეაქციები, კვინკეს შეშუპება;

სასუნთქი სისტემის მხრივ:

ბრონქოსპასტიური სინდრომი;

მხედველობისმხრივ:

მხედველობის დარღვევა (ფერადიმხედველობისდარღვევა, სკოტომა, ამბლიოპია).

გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

 

უკუჩვენებები:

• საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება გამწვავების სტადიაში;

• მომატებული მგრძნობელობა იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი  ან მასში შემავალი კომპონენტების მიმართ;

• აცეტილსალიცილისმჟავას (სალიცილატები), ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებით გამოწვეული ბრონქული ასთმა, უტიკარია, რინიტი;

• თვალის ნერვის დაავადებები;

• ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის ძლიერი დარღვევები;

• 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

ორსულობა და ლაქტაცია:

იბუპროფენის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

 

განსაკუთრებული მითითებები:

 იბუპროფენი სიფრთხილით ენიშნებათ კუჭისადა 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებითგ ასტრიტით, ენტერიტით, კოლიტით შეპყრობილ პაციენტებს ანამნეზში. აგრეთვე,

 კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენების,;

 ღვიძლისა და/ან თირკმელების დაავადებების;

 გულის ქრონიკული უკმარისობის;

 უცნობი ეტიოლოგიის სისხლის დაავადებების;

 ბრონქული ასთმის;

 ურტიკარიის;

 რინიტის, ცხვირის ლორწოლვანის პოლიპების დროს.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- იბუპროფენის კომბინაცია აცეტილსალიცილისმჟავასთან და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან, ანტიკოაგულანტებთან, ლითიუმის პრეპარატებთან, ანტიჰიპერტენზულ პრეპარატებთან, დიგოქსინთან, ფენიტოინთან, დიურეზულ საშუალებებთან, ანტიდიაბეტურ და ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ საშუალებებთან რეკომენდებული არ არის.

 

შენახვიპირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25 C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

ვარგისობისვადა:

იხილეთ შეფუთვაზე.

სად შევიძინოთ?