Nuk
იბუფენი / IBUFEN


შემადგენლობა 

მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენი 2.0გ/100მლ
დამხმარე ნივთიერებები: კრემოფორი RH-40, ნატრიუმის კარბოქსილირებული მეთილცელულოზას მარილი, მაგნიუმ-ალუმინის სილიკატი, საქაროზა (34,20-გ/100მლ), გლიცერინი (5,70გ/100მლ), პროპილენგლიკოლი (1,71გ/100მლ), მეთილჰიდროქსიბენზოატი (0,15გ/100მლ), პროპილჰიდროქსიბენზოატი (0,05გ/100მლ), ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, ფორთოხლის არომატიზატორი, საღებავი: ფორთოხლისფერი ყვითელი, ნატრიუმის საქარინის მარილი, კროსპოვიდონი, გამოხდილი წყალი.
აღწერა
ფორთოხლისფერი სუსპენზია ფორთოხლისფერი სუნით და ტკბილი გემოთი, ოდნავ მწვარე გემოთი. შეიძლება გაყოფილი იყოს თხევად ფენად და ნალექად, რომელიც მიღების შემდეგ შეადგენს ერთგვაროვან სუსპენზიას.

ჩვენებები
იბუფენი - სუსპენზიას გააჩნია სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. იგი ამცირებს ისეთი სიმპტომების გამოვლენას, როგორიცაა: სხეულის მომატებული ტემპერატურა, ტკივილი და შეშუპება, მათი გამოვლენის ადგილზე ზემოქმედებით. პრეპარატი არ შეიცავს შაქარს, ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პირების მიერ. 
იბუფენი ინიშნება ჩვილებში და ბავშვებში შემდეგ შემთხვევებში:
• სხეულის სხავადასხვა გენეზის ტემპარატურის მომატება შემდეგ შემთხვევებში: 
- გაციება,
- მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია,
- გრიპი,
- ანგინა (ფარინგიტი),
- სხეულის ტემპარატურის მომატებით მიმდინარე ბავშვთა ინფექციები,
- ვაქცინაციის შემდგომი რეაქციები,
• სხავდასხვა წარმოშობის სუსტი და ზომიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომი:
- კბილის ტკივილი კბილების მტკივნეული ამოსვლისას
- თავის ტკივილი, შაკიკი,
- ტკივილი კუნთებში და სახსრებში საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმების შედეგად.
- ყურის ტკივილი შუა ყურის ანთების დროს

მიღების წესები და დოზები
პერორალური გამოყენებისთვის.
5 მლ სუსპენზია შეიცავს 100 მგ იბუპროფენს. 
გამოყენების წინ საჭიროა შენჯღრევა ერთგავაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. 
სამკურნალო საშუალება ინიშნება ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. 
დოზა დგინდება ბავშვის სხეულის მასის და ასაკის მიხედვით. 
პრეპარატ იბუფენის დღიური დოზა შეადგენს 20-30მგ/კგ-ს. პრეპარატი ერთჯერადი დოზებით ინიშნება ქვემოთ მოცემული სქემის მიხედვით:
6-12 თვის ძუძუს ასაკის ბავშვები (7.7-9კგ): 3-4X 2,5მლ (რაც შეესაბამება 150-200მგ იბუპროფენს/დღეში).
1-3 წლის ასაკის ბავშვები (10-15 კგ): 5 მლ 3-ჯერ დღეში (რაც შეესაბამება 300მგ იბუპროფენს დღეში). 
4-6 წლის ასაკის ბავშვები (16-20 კგ): 7.5 მლ 3-ჯერ დღეში (რაც შეესაბამება 450მგ იბუპროფენს დღეში). 
7-9 წლის ასაკის ბავშვები (21-29 კგ): 10 მლ 3-ჯერ დღეში (რაც შეესაბამება 600მგ იბუპროფენს დღეში). 
10-12 წლის ასაკის ბავშვები (30-40 კგ): 15 მლ 3-ჯერ დღეში (რაც შეესაბამება 900 მგ იბუპროფენს დღეში). 
ვაქცინის შემდგომი რეაქციებისას ძუძუთა ასაკის ბავშვებში 3-6 თვის ასაკში:
3-6 თვის ძუძუს ასაკის ბავშვები (5-7,6კგ): 2X 2,5მლ (2,5მლ, განმეორებით მიღებაზე 2,5მლ-6 საათის შემდეგ).
რეცეპტის გარეშე პრეპარატის გამოყენება დასაშვებია 6 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში. 6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის იბუპროფენის მიცემა შეიძლება მხოლოდ ექიმის კონსულტაციის და მისი რეკომენდაციის შემდეგ. არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. 
თუ ცხელება გრძელდება 3 დღეზე ხანგრძლივად საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება, თუმცა მისმა გამოყენებამ ზოგიერთ პირში შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ, როგორიცაა მაგალითად დისკომფორტის შეგრძნება მუცელში. იშვიათ გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება:
• არასპეციფიკური ალერგიული და ანაფილაქსიური რეაქციები
• რეაქციები სუნთქვის ორგანოების მხრივ, რომელიც ვლინდება ბრონქოსპაზმით ან ქოშინით, ბრონქული ასთმის გამწვავებით. 
• კანის რეაქციები გამონაყრის, ქავილის, ჭინჭრის ციების, პურპურის, ვაზომოტორული შეშუპების, ძალიან იშვიათად ბულოზური დერმატოზის სახით. 
• თრომბოციტოპენია
ერთეულ შემთხვევაში გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება:
- ბულოზური დერმატოზი
- კუჭის წყლული ან კუჭიდან სისხლდენა.
საქაროზას შემცველობის გამო, სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომის მქონე პაციენეტბში, ფრუქტოზას აუტანლობის მქონე პირებში ან საქაროზა-იზომალტაზას დეფიციტის შემთხვევაში.
ყველა გვერდითი (უჩვეულო) ეფექტის გამოვლენისას, მათ შორის ისეთის, რომელიც ბროშურაში მითითებული არ არის, აუცილებლად უნდა აცნობონ მკურნალ ექიმს. 
იბუფენის მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
• ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის, ასევე სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიმართ. 
• ალერგიის რაიმე სახის სიმპტომების გამოვლენა, როგორიცაა სურდო, კანის გამონაყარი ან ბრონქოსპასტური რეაქციები აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღების შემდეგ. 
• კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში. 
• ორსულობის ბოლო ტრიმესტრი.

ორსულობა და ლაქტაცია
იბუპროფენის გამოყენება ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. არ შეიძლება იბუპროფენის მიღება ორსულობის ბოლო ტრიმესტრში. 
იბუპროფენი შეიძლება მცირე რაოდენობით გამოიყოს დედის რძეში. არ არსებობს მონაცემები გვერდითი ეფექტების შესახებ ძუძუს ასაკის ბავშვებში. ასე რომ ძუძუთი კვების შეწყვეტა აუცილებელი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იბუფენის მიღებისას თუ ადრე დადასტურდა:
• ბრონქული ასთმა
• ღვიძლის და თირკმელების უკმარისობა ან სისხლისმიმოქცევის სისტემის უკმარისობა
• ფრუქტოზას თანდაყოლილი აუტანლობა
• ანამნეზში კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება

ჭარბი დოზირება
სამკურნალო საშუალებების რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღებისას, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის დაუყოვნებელი კონსულტაცია. 
იბუპროფენის დოზის გადაჭარბების სიმპტომები: მუცლის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. იბუპროფენის მაღალი დოზები ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება იმ შემთხვევაში, თუ არ ხდება მისი მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
ღონისძიებები დოზის გაადჭარბების დროს:
კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი, ტუტე სასმელი, სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ შეიძლება იბუპროფენის (ისევე როგორც ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული ჯგუფის სხვა სამკურნალო საშუალებები) გამოყენება ქვემოთჩამოთვლილ საშუალებებთან ერთად:
• აცეტილსალიცილის მჟავა ან ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებები – იზრდება გვერდითი ეფექტების რისკი კუწ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. 
• ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებები და დიურეზულები - სამკურნალო საშულებებმა ანთების საწინააღმდეგო არასეტროიდული პრეპარტების ჯგუფიდან შეიძლება გამოიწვიოს ამ საშუალების ეფექტურობის შემცირება. 
• ანტიკოაგულანტები – არც ისე მრავალრიცხოვანი კლინიკური კვლევების მიხედვით ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს შეუძლიათ გააძლიერონ სისხლის შედედების შემამცირებელი სამკურნალო საშუალებების მოქმედება. 
• ლითიუმი და მეტოტრექსატი - დადასტურებულია, რომ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს შეუძლიათ გამოიწვიონ როგორც ლითიუმის, ისე მეტოტრექსატის კონცენტრაციის გაზრდა პლაზმაში
• ზიდოვუდინი – არსებობს მონაცემები, რომ იზრდება სისხლდენის დრო იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ იბუპროფენს და ზიდოვუდინს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 15-25°C ტემრეპატურაზე. სინათლისგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგიალას. 
შენახვის ვადა: 3 წელი
ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 6 თვის განმავლობაში. 
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ (III ჯგუფი)