Nuk
ჰიდროვიტი / HYDROVIT®


შემადგენლობა

 ნატრიუმის ქლორიდი-0.470გრ, კალიუმის ქლორიდი- 0.300გრ,ნატრიუმის ჰიდროციტრატი -0.530გრ, დექსტროზის ჰიდრატი3.560გრ.
ღია წითელი ფერის ფხვნილი-მარწყვის არომატით.პოლიელექტროლიტური რეჰიდრატაციული საშუალება პერორალური მიღებისათვის. აღადგენს სითხისა და იმ ელექტროლიტების ბალანსს რომელთა დეფიციტი გვხვდება ბავშვებში ფაღარათის დროს(Na, K, Cl, HCO3), ჰიდროვიტი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ხელს უშლის მეტაბოლური აციდოზის განვითარებას.პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი გლუკოზა წარმოადგენს,ორგანიზმისთვის აუცილებელ ენერგიის წყაროს.

ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების შემდგომ გლუკოზა განიცდის მეტაბოლიზმს H2O და CO2 მდე. დანარჩენი კომპონენტები გამოიყოფა ძირითადად შარდის საშუალებით და მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით განავალთან ერთად.

ჩვენებები
დიარეა , წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევის პროფილაქტა(გაძლიერებული ოფლის გამოყოფა ფიზ.დატვირთვისა და მაღალი სიცხის დროს)

მიღების წესები და დოზები
სითხე მზადდება უშუალოდ მიღების წინ-1 პაკეტი/200მლ წყალში.
3წლამდე- (3 პაკეტი 24 საათის განმავლობაში.) 150მლ/კგ
3დან 12 წლამდე-(თითო პაკეტი კუჭის ყოველი მოქმედების შემდგომ) 20/40 მლ.კგ
12წლიდა ზემოთ-(1-2 პაკეტი კუჭის ყოველი მოქმედების შემდგომ ) 20/40 მლ.კგ
ჰიდროვიტით მკურნალობა გრძელდება დიარეიის განმავლობაში

გვერდითი მოვლენები
ინდივიდუალური აუტანლობა.

უკუჩვენება
ჰიპერკალიემია, თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა, შეუჩერებელი ღებინება, ჰიპოვოლემიური შოკი, მეტაბოლური ალკალოზი, თანდაყოლილი მონოსაქარიდული მალაბსორბცია, შაქრიანი დიაბეტი (ერთი პაკეტი შეიცავს გლუკოზას-3.56გრ).

რეგისტრაციის # და თარიღი
რეგისტრაციის მოქმედების ვადა: 21.09.2015

სად შევიძინოთ?