Nuk
ჰიალფარდი / Hyalfard


თვალის დამატენიანებელი წვეთები - კონსერვანტების გარეშე 10 მლ

შემადგენლობა
ნატრიუმის ჰიალურონატი  0.15%,  სორბიტოლი და საინექციო წყალი.
ნატრიუმის ჰიდროქსიდი შესაძლებელია დაემატოს პH (6.0-7.8)   შესაცვლელად. 

ჩვენება
თვალის სიმშრალე ან თვალის გარსის გარე გამაღიზიანებელი ფაქტორები ( ისეთი როგორიც არის ქარი, კვამლი, დაბინძურება, მტვერი, დაბალი ტენიანობა, ჰაერის კონდიციონერი ან კომპიუტერის მონიტორთან ხანგძლივი დროის გატარება)
გამოიყენება კონტაქტური ლინზების გამოყენებისას, რადგან იგი აპოხებს და ატენიანებს თვალის ზედაპირს რაც აქრობს კონტაქტური ლინზებისგან გამოწვეულ სიმშრალეს და ხსნის დისკომფორტის შეგრძნებას.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

დოზირება
რეკომენდირებულია 1 ან 2 წვეთის მიღება კონიუნქტივალურ პარკში. თუ ერთი წვეთის მიღების შემდგომ ეფექტი არ დადგა მიიღეთ მეორე წვეთი პირველი ჩაწვეთებიდან 5 წუთის ინტერვალით.
კონტაქტური ლინზების შემთხვევაში მოათავსეთ ჰიალფარდის წვეთი ლინზის შიდა ზედაპირზე მისი მოხსნის და გაკეთების დროს საჭიროების მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები
-გამოყენება უკუნაჩვენებია საწვეთურის გახსნიდან 3 თვის შემდეგ. 
-არ გამოიყენოთ შენახვის ვადის გასვლის შემდგომ (შენახვის ვადა მითითებულია ფლაკონზე და კოლოფზე).

გამოყენების წესი
• დაიბანეთ ხელები საწვეთურის გახსნამდე.
• ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი კონიუნქტივალურ პარკში საწვეთურზე თითის მსუბუქი ზეწოლით.
• კონტაქტური ლინზების შემთხვევაში მოათავსეთ ჰიალფარდის წვეთი ლინზის შიდა ზედაპირზე. (იმ ზედაპირზე რომელიც უშუალო კონტაქტშია თვალის ზედაპირთან).
• მოერიდეთ საწვეთურის ზედაპირის პირდაპირ კონტაქტს თვალის ზედაპირთან.
• დაახამხამეთ თვალი რამოდენიმეჯერ პრეპარატის თანაბრად გადანაწილებისათვის.
• გაიმეორეთ იგივე პროცედურა მეორე თვალზე გამოყენების დროს  (საჭიროების შემთხვევაში.)
• მოხმარების შემდგომ დაელოდეთ რამოდენიმე წამი სანამ საწვეთური არ დაიბრუნებს პირვანდელ ფორმას.
• დაახურეთ საწვეთურს თავსახური პრეპარატის ყოველი გამოყენების შემდგომ.

უსაფრთხოების წესები
შეინახეთ პრეპარატი არაუმეტეს 25°C -სა.
არ გაყინოთ.
არ გადაყლაპოთ.
არ მიიღოთ ინექციის სახით (ინტრავენურად , კანქვეშ , კუნთში და ა.შ).
შეინახეთ ანოტაცია, ის შესაძლებელია მომავალში დაგჭირდეთ თავიდან წასაკითხად.
თუ პრეპარატის მოხმარების შემდგომ დაფიქსირდა თვალის ტკივილი, მხედველობის დაქვეითება, სიწითლე, თვალის გაღიზიანება და რომელიმე სიმპტომი 72 საათზე მეტ ხანს  გაგრძელდა მიმართეთ ექიმს.
პრეპარატის მოხმარების შემდგომ აღინიშნება მხედველობის დაქვეითება (თვალში წყლის არსებობის შეგრძნება) რაც რამოდენიმე წამში გაივლის, არ მართოთ საჭე პრეპარატის მიღების დროს. 
შეინახეთ ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას

სად შევიძინოთ?