Nuk
ქაცვის ზეთი / Hippophaes Oleum


შემადგენლობა

0,5 გ სანთელი ქაცვის ზეთით შეიცავს ქაცვის ზეთს და სანთლის ფუძეს. ქაცვის ზეთი- კაროტინებისა და კაროტინოიდების ნარევს, ტოკოფეროლებს, ქლოროფილს, ოლეინის, ლინოლეუმის, პალმითინის და სტეარინის მჟავეების გლიცერიდებს

ჩვენებები
0,5 გ სანთელი ქაცვის ზეთით პროქტოლოგიურ პრაქტიკაში გამოიყენება მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეპარაციული პროცესების სტიმულაციისათვის. პრეპარატი გამოიყენება აგრეთვე ბუასილის დროს, სწორი ნაწლავის წყლულისა და ნახეთქების სამკურნალოდ, პროქტიტების დროს, მსხვილ ნაწლავზე ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, აგრეთვე სხივური თერაპიის დროს დაზიანებული მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ქვედა ნაწილის სამკურნალოდ.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მიიღება სწორი ნაწლავის გასუფთავების შემდეგ 1-2 –ჯერ დღეში, დილით და საღამოთი 10-15 დღის განმავლობაში

გვერდითი მოვლენები
სწორ ნაწლავში წვის შეგრძნება

უკუჩვენება
პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი და 6 თვე 
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას +5° ტემპერატურაზე ”ბ” სიით

რეგისტრაციის # და თარიღი
წს #რ 002030 07.12.2006

სად შევიძინოთ?