Nuk
ჰერბიონი ისლანდიური ხავსის სიროფი / HERBION ICELAND MOSS SYRUP


შემადგენლობა: 
1 მლ სიროფი შეიცავს:
აქტიური კომპონენტები:
ისლანდიური ხავსის სქელი ექსტრაქტის 6 მგ (ჩეტრარია ისლანდიცა (L.) Aცჰარიუს ს.1., ტჰალლუს) რაც 96-108 მგ ისლანდიური ხავსის ექვივალენტურია. 
ექსტრაქციული გამხსნელი: გასუფთავებული წყალი. 
დამხმარე ნივთიერებები:
სიროფის 1 მლ შეიცავს: 760 სორბიტოლი (E420) და 0.6 მგ ეთანოლი (არაკრისტალიზებული), სორბიტოლი თხევადი (E420), ქსანტანის ფისი (E415), ნატრიუმის ბენზოატი (E211), ლიმონმჟავას მონოჰიდრატი (E330) და ლიმონის არომატიზატორი (ეთანოლი).
აღწერილობა
მოყვითალო-ყავისფერი ან ყავისფერი ფერის სითხე დამახასიათებელი სუნითა და გემოთი. დასაშვებია ოპალესცენციის არსებობა. შეიძლება აღინიშნებოდეს ბუნებრივი ნივთიერებებისათვის დამახასიათებელი მსუბუქი ნალექი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ხველის საწინააღმდეგო საშუალება, ამოსახველებელ საშუალებებთან კომბინაციების გარდა 

კოდი ათქ: R05D.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ჰერბიონი® ისლანდიური ხავსის სიროფი შეიცავს ისლანდიური ხავსის სქელ ექსტრაქტს,რომელსაც გააჩნია იმუნომასტიმულირებელი, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ისლანდიური ხავსის ექსატრაქტის ძირითადი კომპონენტი არის ლიქენინისა და იზოლიქენინის ლორწო წყალში ხსნადი პოლისაქარიდების სახით, ასევე ლიქენის მწარე მჟავეები. პოლისაქარიდები ფარავენ ზედა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს და ქმნიან დამცავ შრეს, რომელსაც გააჩნია დაამამშვიდებელი მოქმედება ლორწოვანი გარსის ზედაპირზე, რითაც თრგუნავენ გარე ფაქტორებით გამოწეული ხველის რეფლექსს და ამშვიდებენ მშრალ ხველას, რომელიც ხელს უწყობს გაღიზიანებას. ასევე ლორწო აკავებს წყალს ლორწოვანი გარსის ზედაპირზე და ავლენს ადგილობრივად დამატენიანებელ მოქმედებას პირის ღრუსა და ხახის გაღიზიანებულ მშრალ ლორწოვან გარსზე. 
ისლანდიური ხავსის ექსტრაქტის ანტიოქსიდაციური მოქმედება, ცალკეული ინგრედიენტების, α-D-გლუკანისა და გალაქტომანანის იმუნომასტიმულირებელი ეფექტი, ასევე ლიქენის პროტოლიქესტერინის მჟავას ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანტიპროლიფერაციული მოქმედება ასევე ნაჩვენები იყოს ინ ვიტრო კვლევის მსვლელობისას. 

ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ისლანდიური ხავსის ექსტრაქტის ფარმაკოკინეტიკური თვისებების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. 

უსაფრთხოების პრეკლინიკური კვლევების მონაცემები
In vitro კვლევებში პროტოლიქესტერინის მჟავა არ ახდენდა ტოქსიურ მოქმედებას სარძევე ჯირკვლის უჯრედების ქსოვილოვან კულტურაზე. 

ჩვენებები
ისლანდიური ხავსის სიროფი ჰერბიონი® არის მცენარეული წარმოშობის პრეპარატი და რეკომენდებულია შემდეგი მდგომარებების დროს: 
- მშრალი, გამაღიზიანებელი ხველა;
- ზედა რესპირატორული ტრაქტის მსუბუქი ანთება და პირხახის ლორწოვანის გაღიზიანება, მათ შორის ყელში ტკივილი და ხმის ჩახლეჩა.
ისლანდიური ხავსის ექსტრაქტი შეიცავს წყალში ხსნადი ლორწოს დიდ რაოდენობას, რომლებიც გარს ეკვრიან, იცავენ და არბილებენ პირის ღრუს და ხახის ლორწოვან გარსს და ამცირებენ გაღიზიანებას და მშრალ ხველას. 

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

გამოყენების წესები და დოზები
უფროსები და 16 წელს ზემოთ მოზარდები: 15 მლ სიროფი დღეში 4-ჯერ (შეესაბამება ისლანდიური ხავსის ექსატრაქტის 360 მგ-ს დღეში);
10-დან 16 წლამდე ბავშვები: 10 მლ სიროფი დღეში 4-ჯერ. 
4-დან 10 წლამდე ბავშვები: 5 მლ სიროფი დღეში 4-ჯერ (შეესაბამება ისლანდიური ხავსის ექსატრაქტის 120 მგ-ს დღეში);
ბავშვები 1 წლიდან 4 წლამდე: 2.5 მლ სიროფი დღეში 4-ჯერ (შეესაბამება ისლანდიური ხავსის მშრალი ექსტრაქტის 60 მგ-ს დღეში:
არ არის რეკომენდებული საკვების ან სასმელების მიღება პრეპარატ ჰერბიონი®-ს ისლანდიური ხავსის სიროფის მიღებისთანავე, ვინაიდან ამან შეიძლება ხელი შ=ეუწყოს სიროფის ძალიან სწრაფ მოცილებას პირის ღრუს ან ხახის ლორწოვანი გარსიდან. 
პრეპარატ ჰერბიონი®-ს ისლანდიური ხავსის სიროფით მკურნალობისასრეკომენდებული ჭარბი რაოდენობით სითხის მიღება ჩაის ან სხვა თბილი სასმელების სახით, თუმცა არ შეიძლება მათი მიღება პრეპარატის მიღებისთანავე. 
პრეპარატის გამოყენების კურსი დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და სიმძიმეზე და შეიძლება გაგრძელდეს ხანგრძლივი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში. დაავადების სიმტპომების გაქრობის შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის მიღების გაგრძელება რამდენიმე დღის განმავლობაში. 
გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შეინჯღრეს!

გვერდითი მოვლენები
პრეპარატ ჰერბიონი®-ს ისლანდიური ხავსის სიროფით მკურნალობის მსვლელობისას განვითარებული გვერდითი მოვლენები შეიძლება დაიყოს შემდეგ ჯგუფებად განვითარების სიხშირის მიხედვით:
- ძალიან ხშირი (≥1/10),
- ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე),
- არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე),
- იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1000-მდე),
- ძალიან იშვიათი (<1/10000),
- უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე დაჯგუფებულია ორგანოთა სისტემების მიხედვით:

 

უცნობია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია

მძიმე გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს. 

ჭარბი დოზირება
არ შეიძლება რეკომენდებული დოზების გადაჭარბება. ჭარბი დოზირების შემთხვევები ცნობილი არ არის.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
პრეპარატ ჰერბიონი®-ს ისლანდიური ხავსის სიროფის ზეგავლენის შესახებ სხვა სამკურნალო საშუალებების ეფექტურობაზე ცნობილი არ არის. სხვა საშუალებებთან ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა

განსაკუთრებული მითითებანი
ქოშინის, ქრონიკული ხველის, ხმის ჩახლეჩვის და სისხლიანი ნახველის გამოვლენის, ასევე ტემპერატურის მომატების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან სასწრაფო დაკავშირება. 7-14 დღის მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესების არ არსებობისა აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
პრეპარატ ჰერბიონი®-ს ისლანდიური ხავსის სიროფი შეიცავს სორბიტოლს. პაციენტებისათვის ფრუქტოზას იშვიათი მემკივდრეობითი აუტანლობით აღნიშნული პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის. 
აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ეთანოლის მცირე რაოდენობას, <100 მგ ერთ დოზაზე. 

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება
ისლანდიური ხავსის ექსტრაქტის ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოყენების არასაკმარისი კლინიკური მონაცემების არარსებობასთან დაკავშირებით, სიროფის გამოყენება ორსულებისა და მეძუძური დედებისათვის რეკომენდებული არ არის.  

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და რთულ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა
პრეპარატ ჰერბიონი®-ს ისლანდიური ხავსის სიროფის ზეგავლენის შესახებ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და ტექნიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე, რაც ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს საჭიროებს, მონაცემები არ არსებობს.

გამოშვების ფორმა
150 მლ სიროფი მუქი ფერის შუსის ფლაკონში, პლასტმასის საცობით და პლასტმასის თავსახურავით პირველი გახსნის კონტროლით. 
1 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. 

შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურის პირობებში. 
არ ინახება მაცივარში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

ვარგისიანობა
2 წელი. 
სიროფის გამოყენება შეიძლება ფლაკონის გახსნიდან 3 თვის განმავლობაში. 
არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ. 

აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტის გარეშე. 

სად შევიძინოთ?