Nuk
გინოჰიალი პლუსი / Gynohyal Plus


შემადგენლობა:

ჰიალურონის მჟავა 10მგ, რძემჟავა, ვიტამინი E, 18 -ბეტა-გლიცერინის მჟავა, პოლიკარბოფილი, ჩაის ხის ზეთი, ფოსფატიდილქოლინი, ნახევრადსინთეზური ტრიგლიცერიდები.

 

ჰიალურონის მჟავა - ბუნებრივი პოლისაქარიდია, რომელსაც გააჩნია მკვეთრად გამოხატული შეშუპების და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. აჩქარებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქირურგიული ჩარევების შემდგომ პერიოდში. ჰიალურონის მჟავა ხასიათდება ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული მოქმედებით. ჰიალურონის მჟავა მაღალი ჰიგროსკოპული თვისების გამო ძლიერად ატენიანებს და პოხავს ლორწოვან გარსს, გამოირჩევა მაღალი ბიოშეთავსებადობით.

რძემჟავა -ხელს უწყობს საშოს ბუნებრივი pH-ის შენარჩუნებას, რაც აუცილებელი პირობაა ნორმალური მიკროფლორის აღდგენისთვის (ლაქტო და ბიფიდობაქტერიები) რძემჟავა ურთიერთქმედებს საშოს ლორწოვანის TJP1 და TJP2 (Tigth Junction Protein) მჭიდრო შეერთების ცილებზე, რომლებიც განაპირობებენ ლორწოვანის ბარიერული ფუნქციის გაძლიერებას  ისეთი დაავადებების საწინააღმდეგოდ როგორიცაა: ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, გონორეა და სხვა.

ვიტამინი E - აძლიერებს გინოჰიალის ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტურ თვისებას.

ტრიგლიცერიდებს- გააჩნიათ ლუბრიკანტური თვისებები

პოლიკარბოფილი- -აღადგენს ვაგინალურ მიკროფლორას, არეგულირებს საშოს PH-ს

პოლიკარბოფილი წარმოადგენს ბიფიდო- და ლაქტობაქტერიების ფიზიოლოგიური ზრდის სელექტიურ სტიმულატორს ამავე დროს თრგუნავს პათოგენურ ფლორის გამრავლებას

PH-3.5-აღადგენს საშოს ფიზიოლოგიურ PH-ს

გინოჰიალი + არატოქსიურია, არ აღიზიანებს ლორწოვანს, გამოირჩევა მაღალი ტოლერაბელობით, შეთავსებადია კონდომთან, ინტიმურად უსაფრთხოა.

 

ჩვენება:

სპეციფიური და არასპეციფიური ვაგინალური ინფექციები

საშოს მიკრობიოცენოზის ნორმალიზება, დისბაქტერიოზი

ანტიბიოტიკების, პერორალური ან ვაგინალური კონტრაცეპტივების, ანტიბაქტერიული

საშუალებების გამოყენებისას და/ან შემდგომი პერიოდი

ატროფიული ვაგინიტი

საშოს ლორწოვანის სიმშრალე;

ახალგაზრდა ქალები ჰორმონალური პრობლემებით

მენოპაუზის პერიოდი

საშოს მიკროტრამვები, მცირე ლოკალური ამბულატორიული პროცედურების შემდგომ

 

გამოყენების წესი და დოზირება:

მკურნალობის მიზნით - 1 ოვულა უნდა მოთავსდეს

საშოში ღრმად დღეში ერთჯერ (ღამით, ძილის წინ),

მკურნალობის კურსი - 7-10 დღე;

პროფილაქტიკის მიზნით - 1 ოვულა უნდა მოთავსდეს საშოში ღრმად კვირაში ორჯერ (ღამით, ძილის წინ).

 

შეფუთვაში 10 ვაგინალური  ოვულა ბლისტერზე. 

 

სად შევიძინოთ?