Nuk
გინესტრილი / GINESTRIL


შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერებას მიფეპრისტონს - 50მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
გინესტრილი - სინთზური სტეროიდული ანტიგესტაგენური საშუალება (აბლოკირებს პროგესტერონს რეცეპტორების დონეზე), გენსტაგენური აქტივობა არ ახასიათებს. აღინიშნება ანტაგონიზმი გლუკოკორტიკოიდებთან (რეცეპტორებთან შეკავშირების კონკურენციის ხარჯზე).
ლეიომიომის პათოგენეზში წამყვან როლს თამაშობს სასქესო ჰორმონები, განსაკუთრებით პროგესტერონი. 
პროგენსტერონის როგორც პროგესტერინული რეცეპტორების ბლოკატორის გამოყენებამ შეიძლება განაპირობოს როგორც სიმსივნის ზრდის შეჩერება, ისე საშვილოსნოსა და მიომატოზური კვანძების ზომაში შემცირება.
ფარმაკოკინეტიკა: Per os მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცეტრაცია მიიღწევა 1,3 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 69%-ს.
პლაზმაში გინესტრილი 98%-ით უკავშირედება ცილებს: ალბუმინს და მჟავა ალფა1- გლიკოპროტეინს.
გადანაწილების ფაზის შემდეგ გამოყოფა ხდება ჯერ ნელა, კონცენტრაცია ჯერ მცირდება 2-ჯერ 12-72 საათის განმავლობაში, შემდეგ უფრო სწრაფად. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 18 სთ.

ჩვენებები
საშვილოსნოს ლეიომიომის მკურნალობა (ორსულობის 12 კვირამდე ვადის შესაბამისი ზომის)

მიღების წესები და დოზები
Per os 50მგ გინესტრილი (1 ტაბლეტი) ერთჯერ დღეში, მკურნალობის კურსი - 3 თვე.

გვერდითი მოვლენები
მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ამენორეა, ტკივილი და დისკომფორტი მუცლის ქვედა არეში, თავის თკივილები, გულისრევა, ღებინება, დიარეა, თავბრუსხვევა, ჰიპერთერმია, სისუსტე, გამონაყარი.

უკუჩვენება
ორსულობა, ლაქტაცია. ანამნეზში მიფეტრისტონისადმი მომატებული მგრძნობელობა, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა და ხანგრძლივი კორტიკოსტეროიდული თერაპია, თირკმლის და ღვიძლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა, პორფირია, ანემია, ჰემისტაზის დარღვევა (მათ შორის ანტიკოაგულანტებით მკურნალობა), ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები, მძიმე ექსტრაგენიტალური პათოლოგიის არსებობა. მიომატოზური კვანძების სუბმიკოზური განლაგება. საშვილოსნოს ლეიომიომის ზომები, რომელიც ორსულობის 12 კვირის ვადის შესაბამის ზომებს აღემატება.
საკვერცხეების სიმსივნეები და/ან ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში : ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი პრეპარატის გამოყენების უკუჩვენებაა

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი პრეპარატის გამოყენების უკუჩვენებაა

განსაკუთრებული მითითებები
გულის ხელოვნური სარქველის ან ინფექციური ენდოკარდიტის მქონე პაციენტებს გინესტრილის მიღების დროს უნდა ჩაუტარდეთ პროფილაქტიკური მკურნალობა.

ჭარბი დოზირება
2 გრ გინესტრილის დოზის მიღება არ იწვევს რაიმე გვერდით მოვლენებს, პერედოზირების შემთხვევაში აღინიშნება თირკმლის უკმარისობა. მკურნალობა სიმპტომური.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის სასურველი პარალელურად არასტეროიდული ანთებისაწინააღმდეგო პრეპარატების მიღება. გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ერტდროული მიღების დროს უნდა გაიზარდოს ამ უკანასკნელის დოზა.

სად შევიძინოთ?