Nuk
გერვეტინი / Gervetin


შემადგენლობა: თითოეული გრამი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი 1,5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, გლიცეროლი, ეთანოლი 96%, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, პოლისორბატი 60, პიტნის ზეთი 27198/14, საღებავი ყვითელი ქინოლონი 70 E 104, ინდიგოტინი 85 E 132, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ყელ-ყურ-ცხვირის პრაქტიკაში და სტომატოლოგიაში ადგილობრივი გამოყენებისათვის. 

ათქ კოდი: A01AD02.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფარმაკოდინამიკა:

ბენზიდამინი მიეკუთვნება ინდაზოლების ჯგუფს და წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური, ადგილობრივი მაანესთეზირებელი და ანტიბაქტერიული მოქმედება მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის წინააღმდეგ. 

ამცირებს კაპილარების გამტარობას; სტაბილიზაციას უკეთებს უჯრედოვან მემბრანებს და აფერხებს ატფ-ის და სხვა მაკროერგიული ნაერთების გამომუშავებას ჟანგვითი ფოსფორილირების პროცესებში. პრეპარატის ანთების საწინააღმდეგო და მემბრანომასტაბილიზებელი მოქმედება განპირობებულია პროსტაგლანდინების, ჰისტამინის, ბრადიკინინის, ციტოკინების, კომპლემენტის ფაქტორებისა და სხვა არასპეციფიური დამაზიანებელი ფაქტორების სინთეზისა და ინაქტივაციის შეფერხებით. მაანელგეზირებელი და ადგილობრივად მაანესთეზირებელი მოქმედება განპირობებულია ალგოგენური თვისებების მქონე ბიოგენური ამინების კონცენტრაციების არაპირდაპირი შემცირებით და რეცეპტორული აპარატის ტკივილის მგრძნობელობის ზღურბლის მომატებით; ბენზიდამინი აგრეთვე ბლოკავს ბრადიკინინის ურთიერთქმედებას ქსოვილურ რეცეპტორებთან, აღადგენს მიკროცირკულაციას და ამცირებს ტკივილის მგრძნობელობას ანთების კერაში. ბენზიდამინი ავლენს ანტიბაქტერიულ და სპეციფიურ ანტიმიკრობულ მოქმედებას მიკროორგანიზმების მემბრანების გავლით სწრაფად შეღწევის უნარით და იწვევს უჯრედების ლიზისს, არღვევს რა მასში მეტაბოლურ პროცესებს და აზიანებს უჯრედოვან სტრუქტურებს. 

პრეპარატს გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება ჩანდიდა Aლბიცანს-ის მიმართ. ხელს უშლის სოკოების რეპროდუქციას, იწვევს რა უჯრედოვანი კედლისა და მიცეტების მეტაბოლური ჯაჭვების სტრუქტურულ დარღვევებს. 

ადგილობრივი გამოყენებისას პრეპარატი კარგად აბსორბირდება ლორწოვანი გარსებიდან და აღწევს ანთებად ქსოვილებში. ბენზიდამინის ჩართვა სხვა ქიმიოთერაპიული პრეპარატებით მკურნალობის სქემებში მნიშვნელოვნად ზრდის ეფექტურობას და ამცირებს მკურნალობის ვადებს.


ფარმაკოკინეტიკა

ადგილობრივი გამოყენებისას კარგად შეიწოვება ლორწოვანი გარსებიდან და სწრაფად აღწევს ანთებად ქსოვილებში. გამოიდევნება თირკმელებით მეტაბოლიტების სახით.

გამოყენების ჩვენებები:

პირის ღრუსა და ყელ-ყურ-ცხვრის ანთებითი დაავადებები:

- გინგივიტი, გლოსიტი, სტომატიტი (მათ შორის სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ);

- ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი;

- კანდიდოზი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);

- სანერწყვე ჯირკვლების კალკულოზური ანთება;

- ქირურგიული ჩარევებისა და ტრავმების შემდეგ (მათ შორის ტონზილექტომია, ყბის მოტეხილობა);

- კბილების მკურნალობის ან ამოღების შემდეგ;

- პაროდონტოზი;

- ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას აუცილებელია გამოყენება კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში.

უკუჩვენებები:

• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი;

• 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:

ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვება) პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეიძლება ჩვენების მიხედვით.

გამოყენების წესი და დოზები:

ხსნარი ადგილობრივად გამოყენებისათვის:

გამოიყენება პრეპარატის 15 მლ პირის ღრუში ან ყელში გამოსავლებად ყოველ 1,5-3 საათში. ხსნარის გამოვლების შემდეგ აუცილებელია გამოფურთხება. გაუზავებელი ხსნარი გამოიყენება ანთებითი პროცესების დროს, გაზავებული ხსნარი (ხდება 15 მლ პრეპარატისა და 15 მლ წყლის შერევა) გამოიყენება ყოველდღიურად პირის ღრუსა და ყელის ჰიგიენური მიზნით გამოსავლებად. არ შეიძლება გადაყლაპვა.

პირის ღრუსა და ყელ-ყურ-ცხვირის ანთებითი დაავადებების დროს (სხვადასხვა ეტიოლოგიის): 4-დან 15 დღემდე;

ოდონტო-სტომატოლოგიური პათოლოგიებისას: 6-დან 25 დღემდე;

ქირურგიული ჩარევებისა და ტრავმების შემდეგ (ტონზილექტომია, ყბის მოტეხილობები): 4-დან 7 დღემდე.

პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

გვერდითი მოქმედება:

ადგილობრივი რეაქციები: პირის სიმშრალე, დაბუჟების შეგრძნება, წვა პირის ღრუში.

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი.

სხვა: ძილიანობა.

ჭარბი დოზირება:

დღეისათვის ცნობილი არ არის პრეპარატ გერვეტინის ჭარბი დოზირების შემთხვევები.  

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

დადგენილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

თუ ხსნარის გამოყენებისას განვითარდა წვის შეგრძნება, მისი გაზავება წინასწარ უნდა მოხდეს წყლით, წყლის დონე უნდა იყოს გრადუირებულ ჭიქაზე არსებულ მონიშვნამდე.

მოერიდეთ თვალებში მოხვედრას. პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილების მართვის ან სხვა ისეთი საქმიანობის შესრულების უნარზე, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა:

ყელსა და პირის ღრუში გამოსავლები ხსნარის 100 გ შუშის ფლაკონში. ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°Cტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა:

მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი

გაიცემა ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?