Nuk
გემნილი / GEMNIL


ჩვენებები
გემნილი მიეკუთვნება “ციტოტოქსიური” საშუალებების ჯგუფს. ეს პრეპარაატები კლავს გაყოფად უჯრედებს, კიბოს უჯრედების ჩათვლით.
გემნილი შეიძლება გამოიყენონ მარტო ან სხვა კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებთან ერთად, კიბოს ტიპის მიხედვით.
გემლინი გამოიყენება კიბოს შემდეგი ტიპების სამკურნალოდ:
-ფილტვის არამცირეუჯრედოვანი კიბო (NSCLC) მარტო ან ცისპლატინთან ერთად.
-პაკნრეასის კიბო.
-ძუძუს კიბო, პაკლიტაქსელთან ერთად.
-საკვერცხის კიბო, კარბოპლატინთან ერთად.
-შარდის ბუშტის კიბო, ცისპლატინთან ერთად.

მიღების წესები და დოზები
გემნილს ყოველთვის მიიღებთ ინფუზიის სახით ოთხი ვენიდან ერთ-ერთში. ენფუზია გაგრძელდება დაახლოებით 30 წუთი.
ის თუ რა სიხშირით და ხანგრძლივობით მიიღებთ გემნილის ინფუზიას, დამოკიდებულია კიბოს ტიპზე, რომლის გამოც მკურნალობთ.
გემნილის ჩვეული დოზაა 1000-1250მგ სხეულის ზედაპირის ყოველ კვადრატულ მეტრზე. თქვენი სიმაღლე და წონა იზომება სხეულის ზედაპირის გამოსათვლელად. თქვენი ექიმი გამოიყენებს სხეულის ზედაპირის ფართოვს სწორი დოზის გამოსათვლელად. დოზირება შეიძლება შეიცვალოს, ან მკურნალობა გადაიდოს თქვენი სისხლის უჯრედების რაოდენობის ან ზოგადი მდგომარეობის მიხედვით.
საავადმყოფოს ფარმაცევტი ან ექიმი განაზავებს გემნილის ხსნარს სანამ მას გამოიყენებთ.
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პროდუქტის გამოყენებაზე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა პრეპარატმა, გემნილმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. 
აღნიშნული გვერდითი ეფექტების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:
-ძალიან ხშირი: აღინიშნება 1 მომხმარებელზე მეტში 10-იდან
-ხშირი: აღინიშნება 100იდან 1-10 მომხმარებელში
-არახშირი: აღინიშნება 1-10 მომხმარებელში 1000-იდან
-იშვიათი: აღინიშნება 1-10 მომხმარებელში 10000-იდან
-უცნობია: სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსეუბლი მონაცემებით.
სასწრაფოდ უნდა მიმართოთ თქვენ ექიმს თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი მოვლენა შემდეგიდან:
-ცხელება ან ინფექცია (ხშირი): თუ გაქვთ ტემპერატურე 38°ჩ ან მეტი, ოფლიანობა ან ინფექციის სხვა ნიშნები (რადგან შეიძლება გქონდეთ ნორმაზე ნაკლები სისხლის თეთრი უჯრედები, რაც ძალიან ხშირია).
-არარეგულარული გულისცემა (არითმია) (სიხშირე უცნობია).
-ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წვა პირში (ხშირი).
-ალერგიული რეაქციები: თუ აღგენიშნებათ კანის გამონაყარი (ძალიან ხშირი)/ქავილი (ხშირი) ან ცხელება (ძალიან ხშირი).
-დაღლილობა, კოლაფსი, სუნთქვის იოლად შეჩერება ან სიფერმკრთალე (რადგან შეიძლება გქონდეთ ჰემოგლობინის ნორმაზე დაბალი დონე რაც ძალიან ხშირია).
-სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან ან პირიდან ან ნებისმიერი შეუჩერებელი სისხლდენა, წითელი ან ვარდისფერი შარდი, მოულოდნელი სისხლჩაქცევები (რადგან შეიძლება გქონდეთ თრომბოციტების ნორმაზე დაბალი დონე რაც ძალიან ხშირია).
-სუნთქვის სიძნელეები (ძალიან ხშირია სუნთქვის მსუბუქი სიძნელეები გემნილის ინფუზიიდან მალე რომელიც სწრაფად გადის; თუმცა არახშირად ან იშვიათად შეიძლება იყოს ფილტვის უფრო სერიოზული პრობლემებიც).
გემნილის გვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს:
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები
ჰემოგლობინის დაბალი დონე (ანემია)
სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე
თრომბოციტების დაბალი დონე
სუნთქვის გაძნელება
ღებინება
გულისრევა
კანის გამონაყარი-ალერგიული გამონაყარი, ხშირად ქავილით
თმის ცვენა
ღვიძლის პრობლემები: გამოვლინდება სისხლის ტესტის ნორმიდან გადახრით
სისხლიანი შარდი
შარდის არანორმალური ტესტები: ცილა შარდში
გრიპის მსგავსი სიმპტომები ცხელების ჩათვლით
ედემა (ტერფების, თითების, ფეხების, სახის შეშუპება)
ხშირი გვერდითი ეფექტები
ცხელება რომელსაც ახლავს სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რიცხვი (ფებრილური ნეითროპენია)
ანორექსია (მადის დაქვეითება)
თავის ტკივილი
უძილობა
ძილიანობა
ხველა
ცხვირიდან გამონადენი
შეკრულობა
დიარეა
ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წვა პირში
ქავილი
ოფლიანობა
კუნთების ტკივილი
ზურგის ტკივილი
ცხელება
სისუსტე
წვა
არახშირი გვერდითი ეფექტები
ინტერსტიციალური პნეცმონიტი (ფილტვის ჰაეროვანი ბუშტუკების დაზიანება)
სასუნთქი გზების სპაზმი (ქოშინი)
არანორმალური გულმკერდის რენტგენი/სკანირება (ფულტვების დაზიანება)
იშვიათი გვერდითი ეფექტები
გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი)
სისხლის დაბალი წნევა
კანის აქერცვლა, დაწყლულება ან ბუშტუკების წარმოქმნა.
ინექციის ადგილის რეაქციები
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები
თრომბოციტების რაოდენობის მომატება
ანაფილაქსიური რეაქციები (მწვაევ ჰიპერსენსიტიურობა/ალერგიული რეაქციები)
კანის გათხელება და მწვავე ბუშტუკები
გვერდითი ეფექტები უცნობი სიხშირით
გულისცემის არარეგულარული სიხშირე (არითმია)
მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი (ფილტვების მწვავე ანთება, რომელიც იწვევს სუნთქვის უკმარისობას)
რადიაციული რეციდივი (კანის გამონაყარი მსგავსი მზის დამწვრობის) რომელიც შეიძლება განვითარდეს კანზე, რომელიც ადრე ექსპოზირებული იყო რადიოთერაპიისადმი. 
სითხე ფილტვებში
ფილტვების ჰაერის ბუშტუკების რადიაციული ტოქსიური დაზიანება დაკავშირებული რადიოთერაპიასთან.
იშემიური კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება, გამოწვეული სისხლმომარაგების დაქვეითებით) გულის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობა
თითების ან ცერა თითების განგრენე
ღვიძლის სერიოზული დაზიანება, ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით.
ინსულტი
თქვენ შეიძლება აღგენიშნებოდეთ ამ სიმპტომებიდან და/ან მდგომარეობებიდან რომელიმე. უნდა უთხრათ თქვენს ექიმს რაც შეიძლება მალე თუ რომელიმე ამ გვერდით ეფექტს გამოცდით.
თუ რომელიმე გვერდით ეფექტზე ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ ექიმს. 
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავედება ან აღნიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც ამ ბროშურაში მითითებული არ არის, გთხოვთ მიმართეთ თქვენს ექიმს.

უკუჩვენება
გემნილი არ უნდა მიიღოთ:
-თუ ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) ხართ გემციტაბინის ან გემნილის სხვა რომელიმე ინგრედიენტის იმმართ.
-თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
სპეციალური უსაფრთხოების ზომები გემნილის მიღებისას:
პირველ ინფუზიამდე აგიღებენ სისხლის ნიმუშებს რათა შეაფასონ გაქვთ თუ არა თირკმლის და ღვიძლის შესაბამისი ფუნქცია. 
ყოველ ინფუზიამდე აგიღებენ სისხლის ნიმუშებს რათა შეაფასონ გაქვთ თუ არა საკმარისი სისხლის უჯრედი გემნილის მისაღებად.
თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დოზის შეცვლა ან მკურნალობის გადადება თქვენი ზოგადი მდგომარეობის მიხედვით ან თუ სისხლის უჯრედების რაოდენობა ძალიან დაბალია. 
პერიოდულათ თქვენ აგიღებენ სისხლის ნიმუშებს თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად.
გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს თუ:
-გაქვთ ან ადრე გქონდათ ღვიძლის, გულის ან სისხლძარღვთა დაავადება
-ბოლო დროს ჩაიტარეთ ან უნდა ჩაიტაროთ რადიოთერაპია
-ბოლო დროს ჩაიტარეთ ვაქცინაცია
-აღგენიშნებათ სუნთქვის გაძნელება, ან თავს ძალიან სუსტად გრძნობთ და ძალიან ფერმკრთალი ხართ (ეს შეიძლება იყოს თირკმლის უკმარისობის ნიშანი).
მამაკაცებს ურჩევენ რომ შვილი არ იყოლიონ გემნილით მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 6 თვის შემდეგ. თუ თქვენ გსურთ მამა გახდეთ მკურნალობის დროს ან მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში მიმართეთ რჩევისთვის ექიმს ან ფარმაცევტს. შეიძლება ისურვოთ რჩევა სპერმის კონსერვაციაზე მკურნალობის დაწყებამდე.

ორსულობა და ლაქტაცია
თუ ორსულად ხართ, ან ფიქრობთ ორსულობაზე, მიმართეთ ექიმს. გემნილის გამოყენება თავიდან უნდა აიცილონ ორსულობის დროს. თქვენი ექიმი თქვენთან ერთად განიხილავს გემნილის მიღების პოტენციურ რისკს ორსულობის დროს. 
თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, აცნობეთ ექიმს. 
გემნილით მკურნალობის დროს უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
გემნილმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, განსაკუთრებით თუ მიიღეთ ალკოჰოლიც. არ ატაროთ მანქანა და არ გამოიყენოთ მექანიზმები სანამ არ დარწუნდებით, რომ გემნილით მკურნალობა არ იწვევს ძილიანობას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია გემნილის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
გემნილი შეიცავს ნატრიუმს, რაც უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა, რომლებიც იცავენ მარილის დაბალი შემცველობის დიეტას. გემნილი შეიცავს 3.5მგ ( < 1მმოლ) ნატრიუმს ყოველ 200მგ-იან ფლაკონში და 17.5მგ0ს ( < 1მმოლ) ნატრიუმს ყოველ 1000მგ-იან ფლაკონში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გთხოვთ აცნობეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს ფარმაცევტს თუ იღებთ ან უკანასკნელ დროს მიღებული გაქვთ რაიმე პრეპარატი, ვაქცინაციის და რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტების ჩათვლით.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღესაც.
გაუხსნელი ფლაკონი: ეს სამედიცინო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს. 
აღდგენილი ხსნარი: აღდგენილი ხსნარი უნდა გამოიყენონ მაშინვე. მითითების მიხედვით მომზადებისას, ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნარჩუნდება აღდგენიდან 24 საათის განმავლობაში. შეიძლება მოხდეს შემდეგი განზავება ექიმის მიერ. გემციტაბინის აღდგენილი ხსნარი არ უნდა გაიყინოს, რადგან შეიძლება განვითარდეს კრისტალიზაცია. 
ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნილებების შესაბამისად.

სად შევიძინოთ?