Nuk
გემციტაბინი / GEMCITABIN


შემადგენლობა

1 ფლ.
გემციტაბინი . . . . . 200 მგ 
დამხმარე ნივთიერებები: 3.5 მგ (<1 მმოლ) ნატრიუმი. ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, შეფუთვაში 1, 5 და 10 ც.
1 ფლ.
გემციტაბინი . . . . . 1000 მგ 
დამხმარე ნივთიერება: 17.5 მგ (<1 მმოლ) ნატრიუმი.
ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, შეფუთვაში 1, 5 და 10 ც.
1 ფლ.
გემციტაბინი . . . . . 2000 მგ 
დამხმარე ნივთიერებები: 35 მგ (1.5 მმოლ) ნატრიუმი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ციტოტოქსიკური აქტივობა უჯრედულ კულტურებში ვირთხებისა და ადამიანების სხვადასხვა სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ გემციტაბინი მნიშვნელოვან ციტოტოქსიკურ ეფექტს ავლენს. მისი მოქმედება ფაზა-სპეციფიკურია, ისე რომ გემციტაბინი ძირითადად კლავს უჯრედებს, რომლებიც დნმ-ის სინთეზს განიცდიან (შ-ფაზა) და გარკვეულ პირობებში, აბლოკირებს უჯრედების პროგრესს G1/S ფაზის საზღვრის შეერთებაზე. In vitro, გემციტაბინის ციტოტოქსიკური ეფექტი დამოკიდებულია კონცენტრაციასა და დროზე. 
ანტისიმსივნური აქტივობა პრეკლინიკურ მოდელებში
ცხოველების სიმსივნეების მოდელებში, გემციტაბინის ანტისიმსივნური აქტივობა დამოკიდებულია სქემაზე. გემციტაბინის გამოყენებისას ყოველდღიურად, ცხოველებში აღინიშნებოდა მაღალი სიკვდილიანობა, თუმცა მინიმალური ანტისიმსივნური აქტივობა. თუმცა, თუ გემციტაბინი გამოიყენებოდა ყოველ მესამე ან მეოთხე დღეს, მისი გამოყენება შესაძლებელია არა-ლეტალური დოზებით მნიშვნელოვანი ანტისიმსუვნური აქტივობის გარეშე ვირთხების სიმსივნეების ფართო სპექტრის წინააღმდეგ. 
მოქმედების მექანიზმი
უჯრედული მეტაბოლიზმი და მოქმედების მექანიზმი.L გემციტაბინი (dFdC), რომელიც პირიმიდინის მეტაბოლიტია, მეტაბოლიზდება ინტრაცელულარულად ნუკლეოზიდ კინაზას მიერ აქტიურ დიფოსფატ (dFdCDP) და ტრიფოსფატ (dFdCTP) ნუკლეოზიდებად. გემციტაბინის ციტოტოქსიკური ეფექტი განპირობებულია დნმ-ის სინთეზის ინჰიბირებით მომქედების ორი მექანიზმით dFdCDP და dFdCTP- ს მიერ. პირველი dFdCDP აინჰიბირებს რიბონუკლეოტიდ რედუქტაზას, რომელიც პასუხისმგებელია რეაქციების კატალიზზე, რომლებიც წარმოქმნიან დეოქსინუკლეოზიდ ტრიფოსფატს (dCTP) დნმ სინთეზისათვის. dFdCDP მიერ ამ ფერმენტის ინჰიბირება აქვეითებს ზოგადად დეოქსინუკლეოზიდების, კერძოდ კი dCTP-ს კონცენტრაციას. მეორე, dFdCTP ებრძვის dCTP- ს დნმ-ში ჩართვისათვის (თვით-პოტენცირება).
ანალოგიურად, გემციტაბინის მცირე რაოდენობა შეიძლება ასევე ჩაირთოს რნმ-ში. ამრიგად, dCTP- ს შემცირებული უჯრედშიდა კონცენტრაცია აძლიერებს dFdCTP-ს ჩართვას დმ-ში. დნმ პოლიმერაზას ეფსილონს არ გააჩნია უნარი მოაშოროს გემციტაბინი და არადგინოს დნმ ჭიმების ზრდა. გემციტაბინი დნმ-ში ჩართვის შემდეგ, ერთი დამატებითი ნუკლეოტიდი ემატება დნმ-ის მზარდ ჭიმს. ამ დამატების შემდეგ, დნმ-ის შემდგომი სინთეზი სრულად ინჰიბირდება (ჯაჭვის შენიღბული დასრულება). დნმ-ში ჩართვის შემდეგ, გემციტაბინი იწვევს დაპროგრამებული უჯრედის სიკვდილს, პროცესს, რომელსაც აპოპტოზი ეწოდება. 
კლინიკური მონაცემები
შარდის ბუშტის კიბო: ფაზა III რანდომიზებულმა კვლევამ 405 პაციენტში შორსწასული ან მეტასტაზური უროთელიალური ტრანზიტორული უჯრედების კარცინომათი მკურნალობის ორ ჯგუფს (გემციტაბინი/ცისპლატინი მეთორეაქსატ/ვინბლასტინი/ადრიამიცინი/ცისპლატინი (MVAC) წინააღმდეგ) შორის განსხვავება ვერ გამოავლინა, საშუალო სიცოცხლისუნარიანობის მიხედვით (12.8 და 14.8 თვე შესაბამისად, p=0.547), დაავადების პროგრესირების დროის მიხედვით (7.4 და 7.6 თვე შესაბამისად, p=0.842) და საპასუხო რაქციით (49.4% და 45.7 შესაბამისად, P=0.512). თუმცა, გემციტაბინისა და ცისპლატინის კომბინაციას ტოქსიკურობის უკეთესი პროფილი აქვს, ვიდრე MVAC-ს. 
პანკრეასის კიბო: ფაზა III რანდომიზებულ კვლევაში 126 პაციენტში შორსწასული ან მეტასტაზური პანკრეასის კიბოთი, გემციტაბინმა უჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უფრო მაღალი კლინიკური ეფექტი, ვიდრე 5-ფტორურაცილმა (23.8% და 4.8% შესაბამისად, p=0.0022). ასევე სტატისტიკურად მნიშვნელოვანი პროგრესირებამდე დროის გახანგრძლივება 0.9-დან 2.3 თვემდე (log rank p<0.0002) და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი საშუალო სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივება 4.4-დან 5.7 თვემდე (log rank p<0.0024) აღინიშნებოდა პაციენტებში გემციტაბინით მკურნალობისას შედარებით პაციენტებთან, რომლებიც 5-ფტორურაცილით მკურნალობდნენ. 
ფილტვის მსხვიუჯრედული კიბო: რანდომიზებულ III ფაზის კვლევაში 522 პაციენტში არაოპერირებადი, ლოკალურად შორსწასული ან მეტასტაზური NSCLC- თი, გემციტაბინმა კომბინაციაში ცისპლატინთან უჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უფრო მაღალი საპასუხო რეაქცია, ვიდრე მხოლოდ ცისპლატინმა (31.0% და 12.0% შესაბამისად, პ<0.0001). პროგრესირებამდე დროის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გახანგრძლივება, 7.7-დან 5.6-თვემდე (log rank p<0.0012) სტატისტიკურად მნიშვნელოვანი საშუალო სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივება 7.6-დან 9.1 თვემდე (log rank p<0.004) აღინიშნებოდა პაციენტებში გემციტაბინი/ცისპლატინით მკურნალობისას, ვიდრე პაციენტებში ცისპლატინით მკურნალობისას. 
მეორე რანდომიზებულ ფაზა III კვლევაში 135 პაციენტის მონაწილეობით IIIB ან IV სტადიის NSCCLC-თი, გემციტაბინისა და ცისპლატინის კომბინაციამ გამოავლინა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი საპასუხო რეაქცია, ვიდრე ცისპლატინისა და ეტოპოსიდის კომბინაციამ (40.6% და 21.2% შესაბამისად, p=0.025). პროგრესირებამდე დროის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გახანგრძლივება, 4.3-დან 6.9 თვემდე (p=0.014) აღინიშნებოდა პაციენტებში გემციტაბინი/ცისპლატინით მკურნალობისას შედარებით პაციენტებთან, რომლებიც ეტოპოსიდ/ცისპლატინით მკურნალობდნენ. ორივე კვლევაში, გამოვლინდა, რომ მკურნალობის ორივე ჯგუფში ტოლერანტობა ერთნაირი იყო. 
საკვერცხეების კიბო: რანდომიზებულ ფაზა III კვლევაში, 356 პაციენტის მონაწილეობით საკვერცხეების შორსწასული ეპითელური კიბოთი, რომლებსაც პლატინაზე დამზადებული თერაპიის დასრულების შემდეგ სულ მცირე 6 თვიანი რეციდივი ჰქონდათ, შეირჩნენ მკურნალობისათვის გემციტაბინი და კარბოპლატინით (GCb) ან მხოლოდ კარბოპლატინით (Cb). პროგრესირებამდე დროის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გახანგრძლივება, 5.8-დან 8.6 თვემდე (log rank p<0.0038) აღინიშნებოდა პაციენტებში GCb- იტ მკურნალობისას, შედარებით პაციენტებთან, რომლებიც Cb- თი მკურნალობდნენ. ასევე აღინიშნებოდა საპასუხო ეფექტი 47.2% GCb ჯგუფში წინააღმდეგ 30.9%-ისა Cb ჯგუფში, საშუალო სიცოცხლისუნარიანობა 18 თვე (GCb) წინააღმდეგ 17.3 თვისა (Cb) (p=0.73). 
ძუძუს კიბო: რანდომიზებულ ფაზა III კვლევაში 529 პაციენტის მონაწილეობით არაოპერირებადი ლოკალურად მორეციდივე ან მეტასტაზური ძუძუს კიბოთ ადიუვანტური/ნეოადიუვანუტი ქიმიოთერაპიის შემდეგ რეციდივით, გემციტაბინმა კომბინაციაში პაკლიტაქსელთან უჩვენა პროგრესირებამდე დროის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გახანგრძლივება, 3.98-დან 6.14 თვემდე (log rank p<0.0002). 377 სიკვდილის შემდეგ, საერთო სიცოცხლისუნარიანობა იყო 18.6 თვე წინააღმდეგ 15.8 თვისა (log rank p<0.0489, HR 0.82) პაციენებში, რომლებიც გემციტაბინი/პაკლიტაქსელით მკურნალობდნენ, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც მხოლოდ პაკლიტაქსელით მკურნალობდნენა და საერთო სიცოცხლისუნარიანობა იყო 414 და 26.2% შესაბამისად (p=0.0002).

ფარმაკოკინეტიკა
გემციტაბინის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილ იქნა 353 პაციეტში შვიდ კვლევაში. მონაწილეობდნენ 29 წლიდან 79 წლამდე ასაკის 121 ქალბატონი და 232 მამაკაცი. ამ პაციენტებიდან, დაახლოებით 45%-ს ჰქონდა მსხვილუჯრედული ფილტვის კიბო, ხოლო 35%-ს კი პანკრეასის კინო. 500-დან 2.592 მგ/მ2 დოზის ინფუზიისას 0.4-დან 1.2 საათამდე მიღებულ იქნა შემდეგი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები. 
მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები (მიღებული ინფუზიის დასრულებიდან 5 წუთის განმავლობაში) იყო 3.2-დან 45.5 მკგ/მლ-მდე. ძირითადი ნივთიერების პლაზმური კონცენტრაცია 1000 მგ/მ2/30 წუთიანი დოზის შემდეგ უფრო მაღალია, ვიდრე 5 მკგ/მლ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ინფუზიის დასრულებიდამ და 0.4 მკგ/მლ-ზე მაღალი დამატებითი ერთი საათის განმავლობაში. 
განაწილება: ცენტრალური ნაწილის განაწილების მოცულობა იყო 12.4 ლ/მ2 ქალებისათვის და 17.51 ლ/მ2 მამაკაცებისათვის (პიროვნებათაშორის განსხვავება იყო 91.9%). პერიფერული ნაწილი განაწილების მოცულობა იყო 47.4 ლ/მ2. პერიფერული ნაწილის განაწილების მოცულობა არ იყო სქესზე დამოკიდებული. 
პლაზმურ ცილებთან შეკავშირება უმნიშვნელო იყო. 
ნახევრად დაშლის პერიოდი: 42-დან 94 წუთამდე ასაკისა და სქესის მიხედვით. დოზირბის რეკომენდებული სქემისათვის, გემციტაბინის გამოყოფა უნდა დასრულდებს ინფუზიის დაწყებიდან 5-11 საათის განმავლობაში. კვირაში ერთხელ გამოყენებისას გემციტაბინი არ აკუმულირდება. 
მეტაბოლიზმი: გემციტაბინი სწრაფად მეტაბოლიზდება ციტიდინ დეამინაზას მიერ ღვიძლში, თირკმლებში, სისხლსა და სხვა ქსოვილებში. გემციტაბინი უჯრედშიდა მეტაბოლიზმი წარმოქმნის გემციტაბინის მონო, დიდ ა ტრიფოსფატებს (dFdCMP, dFdCDP და dFdCTP), რომელთაგან dFdCDP და dFdCTP ითვლება აქტიურად. ეს უჯრედშიდა მეტაბოლიტები ვლინდება პლაზმასა და შარდში. ძირითადი მეტაბოლიტე, 2’-დეოქსი-2’, 2’დიფტორურიდინი (dFdU) არ არის აქტიური და არ ვლინდება პლაზმასა და შარდში. 
გამოყოფა: სისტემური კლირენსი მერყეობდა 29.2 ლ/სთ/მ2-დან 92.2ლ/სთ/მ2-მდე სქესისა და ასაკის მიხედვით (პიროვნებათა შორის განსხვავება იყო 52.2%). კლირენსი ქალებისათვის იყო დაახლოებით 25%-ით დაბალი, ვიდრე მამაკაცების მაჩვენებლები. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფია მამაკაცებისა და ქალებისათვის კლირენსი ქვეითდება ასაკთან ერთად. გემციტაბინის რეკომენდებული დოზებისათვის 1000 მგ/მ2 30 წუთიანი ინფუზიის გზით, კლირენსის უფრო დაბალი მაჩვენებლები მამაკაცებისა და ქალებისათვის არ საჭიროებენ გემციტაბინის დოზის შემცირებას, 
შარდში ექსკრეცია: 10%-ზე ნაკლები გამოიყოფა შეუცვლელი წამლის სახით. 
თირკმლოვანი კლირენსი იყო 2-7 ლ/სთ/მ2. 
შეყვანის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში, გემციტაბინის დოზის 92-98% აღდგება 99%-ით შარდში, ძირითადად dFdU ს სახით და დოზის 1% გამოიყოფა განავალში. 
dFdCTP კინეტიკა
ეს მეტაბოლიტი ვლინდება პერიფერული სისხლის მონონუკლეარულ უჯრედებში და ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ამ უჯრედებზე მიუთითებს. უჯრედშიდა კონცენტრაციები გემციტაბინის დოზის 35-350 მგ/მ2/30-წუთი პროპორციულად მატულობს, რომელიც წონასწორობის კონცენტრაციებს გვაძლევს 0.5-5 მკგ/მლ. 5 მკგ/მლ გემციტაბინის პლაზმური კონცენტრაციების დროს, dFdCTP დონე არ იცვლება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ წარმოქმნილი ხსნადია ამ უჯრედებში. 
ნახევრად დაშლის დრო: 0.7-12 საათი. 
dFdU კინეტიკა
მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (3-15 წუთი 30-წუთიანი ინფუზიის შემდეგ, 1000 მგ/მ2): 28-52 მკგ/მლ.
კონცენტრაცია ერთკვირიანი დოზირების შემდეგ: 0.07-1.12 მკგ/მლ, გამოხატული აკუმულირების გარეშე. სამფაზიანი პლაზმური კონცენტრაცია დროის მრუდის წინააღმდეგ, ნახევრად დაშლის პერიოდის ტერმინალური ფაზა – 65 საათი (33-84 სთ ფარგლებში). 
dFdU წარმოქმნა საწყისი ნაერთისაგან: 91%-98%.
ცენტრალური ნაწილის განაწილების საშუალო მოცულობა: 18 ლ/მ2 (11-22 ლ/მ2). 
განაწილების საშუალო წონასწორობის მდგომარეობა (Vსს): 150 ლ/მ2 (96-228 ლ/მ2). 
ქსოვილებში განაწილება: ინტენსიური. 
საშუალო გამოხატული კლირენსი: 2.5 ლ/სთ/მ2 (1-4 ლ/სთ/მ2). 
შარდში ექსკრეცია: ყველა
გემციტაბინისა და პაკლიტაქსელის კომბინაციური მკურნალობა: კომბინაციური თერაპია არ ცვლის არცერთი პრეპარატის ფარმაკოკინეტიკას. 
გემციტაბინისა და კარბოპლატინის კომბინაციური მკურნალობა: კარბოპლატინთან კომბინირებუსას გემციტაბინის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება. 
თირკმლის უკმარისობა: თირკმლის მსუბუქ და ზომიერ უკმარისობას (GFR 30 მლ/წთ-80 მლ/წთ) მნიშვნელოვანი ზეგავლენა გემციტაბინის ფარმაკოკინეტიკაზე არ გააჩნია.

ჩვენებები
გემციტაბინი ნაჩვენებია შარდის ბუშტის ადგილობრივად შორსწასული ან მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ კომბინაციაში ცისპლატინთან. 
გემციტაბინი ნაჩვენებია პანკრეასის ადგილობრივად შორსწასული ან მეტასტაზური ადენოკრაცინომის მქონე პაციენტების მკურნალობისათვის. 
გემციტაბინი, კომბინაციაში ცისპლატინთან, ნაჩვენებია პირველი რიგის მკურნალობის სახით პაციენტებში ფილტვის ადგილობრივად შორსწასული ან მეტასტაზური მსხვილუჯრედული კიბოთი (NSCLC). გემციტაბინის მონოთერაპია შეიძლება განხილულ იქნეს ხანდაზმულებში ან პაციენტებში შესრულების სტატუსით 2. 
გემციტაბინი ნაჩვენებია საკვერცხეების, ადგილობრივად შორსწასული ან მეტასტაზური ეპითელური კარცინომის დროს, კომბინაციაში კარბოპლატინთან, პაციენტებში მორეციდივე დაავადებით სულ მცირე 6 თვიანი ურეციდივო ინტერვალის შემდეგ პლატინაზე დაფუძნებული პირველი-რიგის თერაპიის შემდეგ. 
გემციტაბინი კომბინაციაში პაკლიტაქსელთან ნაჩვენებია პაციენტებში არაოპერირებადი, ადგილობრივად მორეციდივე ან მეტასტაზური ძუძუს კიბოთი, რომლებსაც ადიუვანტური/არაადიუვანტური ქიმიოთერაპიის შემდეგ რეციდივი გამოუვლინდათ. წინა ქიმიოთერაპიაში უნდა შესულიყო ანთრაციკლინი, გარდა შემთხვევისა თუ ის კლინიკურად უკუნაჩვენები იყო.

მიღების წესები და დოზები
პოსოლოგია და გამოყენების წესები
გემციტაბინი ინიშნება მხოლოდ კიბოს საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიაში კვალიფიცირებული ექიმის მიერ. 
რეკომენდებული პოსოლოგია
ძუძუს კიბო
კომბინაციური გამოყენება: გემციტაბინის რეკომენდებული დოზა არის 1000 მგ/მ2, 30-წუთიანი ინფუზიის სახით. დოზა მიიღება ყოველი 28-დღიანი ციკლის პირველ, მე-8 და მე-15 დღეებში კომბინაციაში ცისპლატინთან. ცისპლატინი მიიღება რეკომენდებული დოზით 70 მგ/მ2 ყოველი 28-დღიანი ციკლის პირველ დღეს გემციტაბინის შემდეგ ან მეორე დღეს. ეს 4-კვირიანი ციკლი შემდეგ უნდა განმეორდეს. დოზის შემცირება ყოველი ციკლის დროს ან საკუთრივ ციკლის დროს შესაძლებელია გამოხატული ტოქსიკურობის ხარისხზე დაფუძნებით. 
პანკრეასის კიბო
გემციტაბინის რეკომენდებული დოზა არის 1000 მგ/მ2, 30-წუთიანი ინტრავენური ინფუზიის სახით. ეს უნდა განმეორდეს კვირაში ერთხელ 7 კვირის განმავლობაში, ხოლო შემდეგ საჭიროა 1 კვირის დასვენება. მომდევნო ციკლები მოიცავს ინიექციებს კვირაში ერთხელ მომდევნო 3 კვირის განმავლობაში შემდეგი 1 კვირის დასვენებით. დოზის შემცირება ყოველი ციკლის დროს ან საკუთრივ ციკლის დროს შესაძლებელია გამოხატული ტოქსიკურობის ხარისხზე დაფუძნებით. 
მსხვილუჯრედული ფილტვის კიბო
მონოთერაპია: გემციტაბინის რეკომენდებული დოზა არის 1000 მგ/მ2, 30-წუთიანი ინტრავენური ინფუზიის სახით. ეს უნდა განმეორდეს კვირაში ერთხელ 3 კვირის განმავლობაში, ხოლო შემდეგ საჭიროა 1 კვირის დასვენება. ეს 4-კვირიანი ციკლი შემდეგ განმეორდება. დოზის შემცირება ყოველი ციკლის დროს ან საკუთრივ ციკლის დროს შესაძლებელია გამოხატული ტოქსიკურობის ხარისხზე დაფუძნებით. 
კომბინაციაში გამოყენება: გემციტაბინის რეკომენდებული დოზა არის სხეულის ზედაპირის ფართის1250 მგ/მ2, 30 წუთიანი ინტრავენური ინფუზიის სახით მკურნალობის ციკლის (21 დღე) პირველ და მე-8 დღეებში. დოზის შემცირება ყოველი ციკლის დროს ან საკუთრივ ციკლის დროს შესაძლებელია გამოხატული ტოქსიკურობის ხარისხზე დაფუძნებით. ცისპლატინი გამოიყენება დოზებით 75-100 მგ/მ2, სამ კვირაში ერთხელ. 
ძუძუს კიბო
კომბინაციური მკურნალობა: გემციტაბინი კომბინაციაში პაკლიტაქსელთან ერთად რეკომენდებულია პაკლიტაქსელის (175 მგ/მ2) გამოყენებით პირველ დღეს დაახლოებით 3 საათიანი ინტრავენური ინფუზიით, შემდეგ გემციტაბინი (1250 მგ/მ2) 30 წუთიანი ინტრავენური ინფუზიით ყოველი 21-დღიანი ციკლის პირველ და მე-8 დღეებში. დოზის შემცირება ყოველი ციკლის შემდეგ ან საკუთრივ ციკლის დროს შესაძლებელია გამოხატული ტოქსიკურობის ხარისხზე დაფუძნებით. გემციტაბინი+პაკლიტაქსელის კომბინაციის დაწყებამდე პაციენტების გრანულოციტების აბსოლუტური რაოდენობა უნდა იყოს სულ მცირე 1500 (ხ 106/ლ).
საკვერცხეების კიბო
კომბინაციური მკურნალობა: გემციტაბინი კომბინაციაში კარბოპლატინთან რეკომენდებულია გემციტაბინის გამოყენებით 1000 მგ/მ2 ყოველი 21 დღიანი ციკლის პირველ და მე-8 დღეს 30-წუთიანი ინტრავენური ინფუზიის სახით. გემციტაბინის შედეგ, კარბოპლატინი გამოიყენება პირველ დღეს შეთავსებული სამიზნე AUC- თან 4.0 მგ/მლ-წთ. დოზის შემცირება ყოველი ციკლის შემდეგ ან საკუთრივ ციკლის დროს შესაძლებელია გამოხატული ტოქსიკურობის ხარისხზე დაფუძნებით.
ტოქსიკურობის მონიტორინგი და ტოქსიკურობის დროს დოზის მოდიფიცირება 
დოზის მოდიფიცირება არა-ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის დროს
პერიოდული ფიზიკური გამოკვლევა და თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის კონტროლი აუცილებელია არა-ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის გამოსავლენად. დოზის შემცირება ყოველი ციკლის შემდეგ ან ციკლის დროს შესაძლებელია შესაძლებელია გამოხატული ტოქსიკურობის ხარისხზე დაფუძნებით. ზოგადად, მძიმე (3 ან 4 ხარისხი) არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობისათვის, გულისრევისა და ღებინების გარდა, გემციტაბინით თერაპია უნდა შეჩერდეს ან შემცირდეს მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით. დოზირებაზე უარი უნდა ითქვას, სანამ ექიმის აზრით ტოქსიკურობა არ ალაგდება. 
კომბინაციური მკურნალობის დროს ცისპლატინის, კარბოპლატინისა და პაკლიტაქსელის დოზირების რეგულირებისათვის გთხოვთ იხილოთ პრეპარატის მახასიათებლების შეჯამება. დოზის მოდიფიცირება ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის დროს
ციკლის დაწყება: ყველა ჩვენებისათვის, ყოველი დოზირების წინ აუცილებელია თრომბოციტებისა და გარნულოციტების რაოდენობის რაოდენობის მონიტორინგი. ციკლის დაწყებამდე პაციენტებს უნდა ჰქონდეთ გრანულოციტების აბსოლუტური რაოდენობა სულ მცირე 1500 (ხ 106/ლ), ხოლო თრომბოციტების რაოდენობა 100000 (ხ 106/ლ). 
გემციტაბინის დოზის მოდიფიცირება ციკლის დროს უნდა შესრულდეს ქვემოთ მოცემული სქემებით. 
შარდის ბუშტის კიბოს, ფილტვის მსხვილ-უჯრედული კიბოს და პანკრეასის კიბოს სამკურნალო ციკლის დროს გემციტაბინის დოზის მოდიფიცირება, მონოთერაპიისას ან ცისპლატინთან კომბინაციაში
გრანულოციტების აბსოლუტური რაოდენობა >1000 (ხ 106/ლ): თრომბოციტების რაოდენობა >100000 (ხ 106/ლ); გემციტაბინის სტანდარტული დოზის პროცენტულობა 100 (%).
გრანულოციტების აბსოლუტური რაოდენობა 500-1000 (ხ 106/ლ): თრომბოციტების რაოდენობა 50000–100000 (ხ 106/ლ); გემციტაბინის სტანდარტული დოზის პროცენტულობა 75 (%).
გრანულოციტების აბსოლუტური რაოდენობა <500 (ხ 106/ლ): თრომბოციტების რაოდენობა <50000 (ხ 106/ლ); გემციტაბინის სტანდარტული დოზის პროცენტულობა - გამოტოვეთ დოზა*.
* შეწყვეტილი მკურნალობა არ უნდა განახლდეს ციკლის დროს, სანამ გრანულოციტების აბსოლუტური რაოდენობა არ მიაღწევს სულ მცირე 500 (ხ 106/ლ), ხოლო თრომბოციტების რაოდენობა არ იქნება 50000 (ხ 106/ლ).
ძუძუს კიბოს სამკურნალო ციკლის დროს გემციტაბინის დოზის მოდიფიცირება, პაკლიტაქსელთან კომბინაციაში
გრანულოციტების აბსოლუტური რაოდენობა ≥1200 (ხ 106/ლ): თრომბოციტების რაოდენობა >75000 (ხ 106/ლ); გემციტაბინის სტანდარტული დოზის პროცენტულობა 100 (%).
გრანულოციტების აბსოლუტური რაოდენობა 1000 - <1200 (ხ 106/ლ): თრომბოციტების რაოდენობა 50000 – 75000 (ხ 106/ლ); გემციტაბინის სტანდარტული დოზის პროცენტულობა 75 (%).
გრანულოციტების აბსოლუტური რაოდენობა 700 - <1200 (ხ 106/ლ): თრომბოციტების რაოდენობა ≥ 50000 (ხ 106/ლ); გემციტაბინის სტანდარტული დოზის პროცენტულობა 50 (%).
გრანულოციტების აბსოლუტური რაოდენობა <700 (ხ 106/ლ): თრომბოციტების რაოდენობა <50000 (ხ 106/ლ); გემციტაბინის სტანდარტული დოზის პროცენტულობა - გამოტოვეთ დოზა*.
* შეწყვეტილი მკურნალობა არ უნდა განახლდეს ციკლის დროს, მკურნალობა უნდა განახლდეს მომდევნო ციკლის 1 დღეს, როგორც კი გრანულოციტების აბსოლუტური რაოდენობა მიაღწევს სულ მცირე 1500 (ხ 106/ლ), ხოლო თრომბოციტების რაოდენობა მიაღწევს 100000 (ხ 106/ლ). 
საკვერცხეების კიბო სამკურნალო ციკლის დროს გემციტაბინის დოზის მოდიფიცირება, კარბოპლატინთან კომბინაციაში
გრანულოციტების აბსოლუტური რაოდენობა >1500 (ხ 106/ლ): თრომბოციტების რაოდენობა >100000 (ხ 106/ლ); გემციტაბინის სტანდარტული დოზის პროცენტულობა 100 (%).
გრანულოციტების აბსოლუტური რაოდენობა 1000-1500 (ხ 106/ლ): თრომბოციტების რაოდენობა 75000–100000 (ხ 106/ლ); გემციტაბინის სტანდარტული დოზის პროცენტულობა 50 (%).
გრანულოციტების აბსოლუტური რაოდენობა <1000 (ხ 106/ლ): თრომბოციტების რაოდენობა <75000 (ხ 106/ლ); გემციტაბინის სტანდარტული დოზის პროცენტულობა - გამოტოვეთ დოზა*.
* შეწყვეტილი მკურნალობა არ უნდა განახლდეს ციკლის დროს, მკურნალობა უნდა განახლდეს მომდევნო ციკლის 1 დღეს, როგორც კი გრანულოციტების აბსოლუტური რაოდენობა მიაღწევს სულ მცირე 1500 (ხ 106/ლ), ხოლო თრომბოციტების რაოდენობა მიაღწევს 100000 (ხ 106/ლ).
ჰემატოლოგიური ტოქსიკურობით გამოწვეული დოზის მოდიფიცირება მომდევნო ციკლების დროს, ყველა ჩვენებისათვის
გემციტაბინის დოზა უნდა შემცირდეს პირველი ციკლის საწყისი დოზის 75%-მდე, შემდეგი ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის შემთხვევაში:
- გრანულოციტების აბსოლუტური რაოდენობა <500 ხ 106/ლ 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში;
- გრანულოციტების აბსოლუტური რაოდენობა <100 ხ 106/ლ 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში;
- ფებრილური ნეიტროპენია;
- თრომბოციტები <25000 ხ 106/ლ; 
- ტოქსიკურობის გამო ციკლის გადადება < 1 კვირით. 
გამოყენების მეთოდი
ინფუზიის დროს გემციტაბინი კარგად აიტანება, ამიტომ შესაძლებელია მისი ამბულატორიულად გამოყენება. ექსტრავაზაციის შემთხვევაში, ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს ხელახლა მეორე სისხლძარღვში. პრეპარატის შეყვანის შემდეგ საჭიროა პაციენტის სათანადო მონიტორინგი.

გვერდითი მოვლენები
გემციტაბინით მკურნალობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: გულისრევა ღებინებით ან მის გარეშე, მომატებული ღვიძლის ტრანსამინაზები (ასტ/ალტ) და ტუტე ფოსფატაზე, რომელიც აღინიშნება პაციენტების დაახლოებით 60%-ში; პრეტეინურია და ჰემატურია, აღინიშნება პაციენტების 50%-ში; დისპნოე აღინიშნება პაციენტების 10-40%-ში (ყველაზე დიდი სიხშირით ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებში), კანის ალერგიული გამონაყარი ვლინდება პაციენტების 25%-ში და დაკავშირებულია ქავილთან პაციენტების 10%-ში.
გვერდითი მოვლენების სიხშირე და სიმძიმე დამოკიდებულია დოზაზე, ინფუზიისა და დოზებს შორის ინტერვალზე. დოზით შემოფარგლული გვერდითი მოვლენები არის თრომბოციტების, ლეიკოციტებისა და გრანულოციტების რაოდენობის შემცირება. კლინიკური კვლევების მონაცემები
სიხშირე განისაზღვრება: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥1/100 ან <1/10), არახშირი (≥1/1000 ან <1/100), იშვიათი (≥1/10000 ან <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000). 
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები: ძალიან ხშირი - ლეიკოპენია (ნეიტროპენია ხარისხი 3 = 19.3%; ხარისხი 4 = 6%). ძვლის ტვინის დათრგუნვა ხშირად მუსბუქი ან ზომიერია და მეტად ზეგავლენას ახდენს გრანულოციტების რაოდენობაზე. თრომბოციტოპენია. ანემია; ხშირი - ფებრილური ნეიტროპენია; ძალიან იშვიათი – თრომბოციტოზი.
იმუნური სისტემის დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები: ძალიან იშვიათი - ანაფილაქტოიდური რეაქცია.
ნერვული სისტემის დარღვევები: ხშირი – ანორექსია.
გულის დარღვევები: ხშირი - თავის ტკივილი, უძილობა, ძილიანობა.
სისხლძარღვოვანი დარღვევები: იშვიათი – ჰიპოტენზია.
რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები: ძალიან ხშირი - დისპნოე-ხშირად მსუბუქი და სწრაფად გადადის მკურნალობის გარეშე; ხშირი – ხველა, რინიტი; არახშირი - ინტერსტიციული პნევმონიტი, ბრონქოსპაზმი – ხშირად მსუბუქი და ტრანზიტორული, თუმცა შეიძლება საჭირო გახდეს პარენტერალური მკურნალობა.
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები: ძალიან ხშირი – ღებინება, გულისრევა. ხშირი – ფაღარათი, სტომატიტი და პირის ღრუს დაწყლულება, შეკრულობა.
ჰეპატობილიარული დარღვევები: ძალიან ხშირი - ღვიძლის ტრანსამინაზების (ასტ და ალტ) და ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება; ხშირი - ბილირუბინის მომატებული დონე; იშვიათი - გამა-გლუტამილ ტრანსფერაზის მომატებული დონე.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები: ძალიან ხშირი - კანზე ალერგიული გამონაყარი, ხშირად ქავილით,
ალოპეცია; ხშირი – ქავილი, ოფლიანობა; იშვიათი – დაწყლულება, ბუშტუკების წარმოქმნა, აქერცვლა; ძალიან იშვიათი - კანის მძიმე რეაქციები, დესქვამაციისა და კანის ბულოზური გამონაყარის ჩათვლით.
ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები: ხშირი - წელის ტკივილი. თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები: ძალიან ხშირი – ჰემატურია, მსუბუქი პროტეინურია.
ზოგადი დარღვევები და მოვლენები შეყვანის ადგილას: ძალიან ხშირი - ინფლუენზას მსგავსი სიმპტომები – ყველაზე ხშირი სიმპტომები არის ცხელება, თავის ტკივილი, შემცივნება, მიალგია, ასთენია და ანორექსია. ასევე აღინიშნება ხველა, რინიტი, სისუსტე, ოფლიანობა და ძილის დარღვევები. შეშუპება/პერიფერული შეშუპება სახის შეშუპების ჩათვლით. ხშირი - ცხელება, ასთენია, შემცივნება; იშვიათი - ინიექციის ადგილას რეაქციები, ძირითადად მსუბუქი ხასიათის. 
დაზიანება, მოწამვლა და პროცედურული გართულებები: რადიაციული ტოქსიკურობა.
პოსტმარკეტინგული გამოცდილება (სპონტანური შემთხვევები) სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებიდან შეუძლებელია შეფასება).
ნერვული სისტემის დარღვევები: ცერებროვასკულარული მოვლენები.
გულის მხრივ დარღვევები: არითმიები, უპირატესად პარკუჭზედა ხასიათის, გულის უკმარისობა.
სისხლძარღვოვანი დარღვევები: პერიფერული ვასკულიტისა და განგრენის კლინიკური ნიშნები.
რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები: ფილტვის შეშუპება, მოზრდილთან რესპირატორული დისტრესს სინდრომი.
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები: იშემიური კოლიტი.
ჰეპატობილიარული დარღვევები: მძიმე ჰეპატოტოქსიკურობა, ღვიძლის უკმარისობისა და სიკვდილის ჩათვლით.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: კანის მძიმე რეაქციები, დესქვამაციისა და კანის ბულოზური გამონაყარის ჩათვლით, ლაიელის სინდრომი, სტივენ-ჯონსონის სინდრომი.
თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები: თირკმლის უკმარისობა, ჰემოლიზური ურემიული სინდრომი.
დაზიანება, მოწამვლა და პროცედურული გართულებები: რადიაციის განმეორება.
კომბინაციური გამოყენება ძუძუს კიბოს დროს: 3 და 4 ხარისხის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის სიხშირე, განსაკუთრებით ნეიტროპენიისა იზრდება გემციტაბინის გამოყენებისას კომბინაციაში პაკლიტაქსელთან. თუმცა, ამ მოვლენათა მომატება არ არის დაკავშირბული ინფექციებისა თუ ჰემორაგიული მოვლენების მომატებულ სიხშირესთან. სისუსტე და ფებრილური ნეიტროპენია უფრო ხშირად ვითარდება, როდესაც გემციტაბინი გამოიყენება კომბინაციაში პაკლიტაქსელთან ერთად. სისუსტე, რომელიც არ არის დაკავშირებული ანემიასთან, ხშირად მოიხსნება პირველი ციკლის შემდეგ. 
სენსორული ნეიროპათია ასევე უფრო ხშირი იყო კომბინაციურ კგუფში, ვიდრე კარბოპლატინის მონოთერაპიის სახით გამოყენებისას.

უკუჩვენება
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
- ძუძუთი კვება.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა: ორსულებში გემციტავინის გამოყენების ადექვატური კვლევები არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენეს რეპროდუქციული ტოქსიკურობა. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგებისა და გემციტაბინის მოქმედების მექანიზზმე დაყრდნობით, ორსულობის დროს ამ ნივთიერების გამოყენება არ შეიძლება, გარდა უკიდურესი საჭიროებისა. ქალებს ეძლევათ რჩევა, გემციტაბინით მკურნალობის დროს არ დაორსულდნენ, დაორსულების შემთხვევაში ს

სად შევიძინოთ?