Nuk
გევისკონი / GAVISCON


შემადგენლობა

10 მლ სუსპენზია შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ნატრიუმის ალგინატი - 500 მგ,
ნატრიუმის ჰიდროკარბონატი- 267 მგ
კალციუმის კარბონატი - 160 მგ

დამხმარე ნივთიერებები:
კარბომერი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის საქარინატი, მწარე პიტნის ზეთი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა
წებოვანი სუსპენზია, თითქმის თეთრიდან ჩალისფერამდე, პიტნის სუნით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
შიგნით მიღებისას გევისკონი სწრაფად რეაგირებს კუჭის მჟავე შემადგენლობაზე. ამ დროს წარმოიქმნება ალგინატის გელი, რომელიც ხელს უშლის გასტროეზოფაგული რეფლექსის წარმოქმნას. რეგურგიტაციის შემთხვევაში, გელი უფრო მეტი ალბათობით, ვიდრე კუჭის შიგთავსი, ხვდება საყლაპავში, სადაც იგი ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას ამცირებს.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის გევისკონის მოქმედების მექანიზმი სისხლის სისტემურ დინებაში შეწოვაზე დამოკიდებული არ არის.

ჩვენებები
დისპეფსიის სიმპტომური მკურნალობა, რომელიც დაკავშირებულია კუჭის წვენის მომატებულ მჟავიანობასთან და გასტროეზოფაგურ რეფლუქსთან (გულძმარვა, ბოყინი), საკვების მიღების შემდეგ კუჭში სიმძიმის შეგრძნება, მ.შ ორსულობის პერიოდში.

მიღების წესები და დოზები
მიიღება შიგნით.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 10-20 მლ საკვების მიღების შემდეგ და ძილის წინ.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა- 80 მლ.
6-12 წლის ბავშვები: 5-10მლ საკვების მიღებათა შემდეგ და ძილის წინ.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა- 40 მლ.
უფროსი ასაკის პაციენტებისათვის დოზის შეცვლა საჭირო არ არის.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, 6 წლამდე ბავშვთა ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის დროს გევისკონის გამოყენება შესაძლებელია.

განსაკუთრებული მითითებები
10 მლ სუსპენზია შეიცავს 141 მგ (6.2 მმოლი) ნატრიუმს. ეს გასათვალისწინებელია მარილის ძალიან შეზღუდული შემცველობით დიეტის დაცვის აუცილებლობისას, მაგალითად, გულის შეგუბებითი უკმარისობის და თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს.
7 დღის განმავლობაში მდგომარეობის გაუმჯობესების არარსებობისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. 
ზეგავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ გააჩნია.

ჭარბი დოზირება
შესაძლოა აღინიშნოს მუცლის შებერილობა. მკურნალობა სიმპტომურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ცნობილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 15-30oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი. პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის გასვლის შემდეგ არ შეიძლება.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?