Nuk
გამალატი B6 / Gamalate B6


 

შემადგენლობა

მაგნი გლუტამატ ბრომჰიდრატი 75მგ გამა-ამინო-ბუტირის მჟავა (GABA) 75მგ
გამა-ამინო-ბეტა-ჰიდროქსი-ბუტირიკ მჟავა (GABOB) 37მგ
ვიტამინი B6 37მგ
დანამატები Q.S.

ფარმაკოლოგიური თვისებები
გამალატი B6 ითვისებს რა თავისი აქტიური კომპონენტების: ცერებროტონური ამინომჟავების (GABA და GABOB), მსუბუქი სედატიურის (MGH) და კოენზიმ ვიტამინ B6
თვისებებს ახორციელებს თავის ტვინზე ენერგოტონურ და ნეირორეგულატორულ მოქმედებას.
ამნომჟავები და ვიტამინი მონაწილეობას ღებულობს ცერებრალურ მეტაბოლიზმში და ზრდის ნერვული უჯრედების ენერგეტიკულ პოტენციას. იგი აუმჯობესებს ინტელექტუალურ ხარისხს.

ჩვენებები
მოზრდილებში:
ფუნქციური ასთენიების შემთხევევბში:
-ემოციური არამდგრადობა (ლაბილურობა)
-კონცენტრაციის და მეხსიერების დაქვეითება
-დეპრესია და ნერვული მოშლილობანი 
-ადაპტაციის უნარის დაქვეითება

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში: 2 შემოგარსული ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში;

უკუჩვენება
ალერგია ნებისმიერი კომპონენტებისადმი. მაღალი დოზების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მსუბუქი დარღვევები კუჭის მხრივ, რაც თავისით ქრება დოზის შემცირებისთანავე.

ორსულობა და ლაქტაცია
საჭიროების შემთხვევაში მიიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ჭარბი დოზირება
პრეპარატის არსებული იშვიათი ტოქსიკურობის სიმპტომების გამოვლინება მოსალოდნელი არ არის ზედმეტი დოზირების შემთხვევაშიც კი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას

რეგისტრაციის # და თარიღი
R 003673 03.11.10

სად შევიძინოთ?