ფრანგულაქსი / FRANGULAX


ათქ კლასიფიკაციის კოდი 
A06AB
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტი: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
ალოე კაპენსის (Aloe capensis) წვენის გამომშრალი ფხვნილი 
(ანტრანოიდული ნაერთების შემცველობით 18 %-იან ალოინზე გადაანგარიშებით) . . . . . . . . . . . . . . . . . .  35 მგ
ხეჭრელას ქერქის მშრალი ექსტრაქტი  (Fრანგულაე ცორტიცის ეხტრაცტუმ სიცცუმ), 
(ანტრანოიდული ნაერთების შემცველობით 15 %-იან ალოინზე გადაანგარიშებით) . . . . . . . . . . . . . . . . . .  42 მგ 
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა სილიკაგელით 2%, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კროსკარმელოზას ნატრიუმი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, საქაროზა, ტალკი, გაფრქვევით გამშრალი არაბული გუმფისი, ფუტკრის თეთრი ცვილის და კარნაუბის ცვილის ნარევი (Capol® 1295 ), კოშენილის წითელი E 124.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
საფაღარათე საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ანტრანოიდულ ნაერთებს გააჩნიათ საფაღარათო მოქმედება. საფაღარათო ეფექტის მოქმედების მექანიზმი აიხსნება მხსვილი ნაწლავის პერისტალტიკის სტიმულაციით (ნერვული დაბოლოებების გაღიზიანება) და ნაწლავში წყლის აბსორბციის დათრგუნვით. ამის შედეგად ხდება ნაწლავური მოქმედების დაჩქარება და განავლის რბილი კონსისტენციის წარმოქმნა. საფაღარათო ეფექტი შესაძლოა განვითარდეს 8-12 საათის შემდეგ პრეპარატის მიღებიდან. 

ჩვენებები 
პრეპარატი ფრანგულაქსი განკუთვნილია ხანმოკლე გამოყენებისათვის სპორადულად განვითარებადი ყაბზობების დროს.  

დოზირების რეჟიმი
12 წელზე ზევით ასაკის ბავშვები, უფროსები და ხანდაზმულები: საღამოს 1-2 შემოგარსული ტაბლეტი წყალთან ერთად. ნორმალურ პირობებში საკმარისია პრეპარატის მიღება არაუმეტეს 2-3 ჯერ კვირაში. შესაბამისი ერთჯერადი დოზა - ეს არის უმცირესი დოზა, რომელიც ხელს უწყობს რბილი კონსისტენციის განავლის წარმოქმნას და ზედმეტი ჭინთვის გარეშე კუჭის მოქმედებას. არ გადააჭარბოთ  ანტრანოიდული ნაერთების დღიურ დოზას, რომელიც შეადგენს 30 მგ-ს, რაც შეესაბამება დაახლოებით 2 ტაბლეტს დღეში.
პრეპარატის გამოყენება 1-2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში საჭიროებს ექიმის კონსულტაციას. თუ პრეპარატის გამოყენებისას სიმპტომები (ყაბზობა) არ გაივლის, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ არსებობს საფაღარათო საშუალებების ყოველდღიურად მიღების აუცილებლობა, აუცილებელია ყაბზობის მიზეზის დადგენა. 

გვერდითი მოვლენები
შესაძლოა აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.
ხეჭრელის ქერქმა და კაპენსის ალოემ შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის სპასტიური ტკივილი, თხევადი განავალი, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ნაწლავის გაღიზიანების სინდრომი. თუმცა, ეს სიმპტომები შესაძლოა განვითარდეს ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაშიც. ასეთ დროს აუცილებელია მისაღები დოზის შემცირება. პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, აგრეთვე შარდში ცილის და სისხლის გამოვლენა.
პრეპარატის მიღების დროს, შესაძლოა გამოვლინდეს შარდის შეფერილობის ცვლილება - ყვითელი ან მოყავისფრო-მოწითალო შეფერილობის შარდი (შარდის პH-ის შესაბამისად), მაგრამ ამ სიმპტომს არ გააჩნია არსებითი კლინიკური მნიშვნელობა. გარდა ზემოაღნიშნული გვერდითი მოქმედებებისა, სხვა ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

უკუჩვენებები
პრეპარტი არ გამოიყენოთ მასში შემავალი აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში. პრეპარატის გამოყენების უკუჩვენებას წარმოადგენს ნაწლავური გაუვალობის და ნაწლავის სანათურის შევიწროვების შემთხვევა, ნაწლავის ატონია, აპენდიციტი, მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებები (მაგალითად, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი), უცნობი ეტიოლოგიის მუცლის ტკივილი, წყლისა და ელქტროლიტების დეფიციტით გამოწვეული რთული გაუწყლოება.
ისევე, როგორც სხვა საფაღარათო საშუალებები, ხეჭრელის ფესვების და ალოეს პრეპარატი არ გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ნაწლავში განავლის გროვები, დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული ხანგრძლივი და მწვავე კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, ღებინება და გულისრევა - ასეთ შემთხვევებში პრეპარატის მიღება დასაშვებია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. 
არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა: პრეპარატი არ გამოიყენება ორსულ ქალებში.
ლაქტაცია: უსაფრთხო გამოყენების დამადასტურებელი მონაცემების არ არსებობის გამო პრეპარატი არ გამოიყენება ლაქტაციის დროს. ზოგიერთი მეტაბოლიტი შესაძლოა გადავიდეს დედის რძეში.

განსაკუთრებული მითითებები
საფაღარათო საშუალებების ხანგრძლივი დროით გამოყენებამ, რომლებიც ახდენენ ნაწლავის ნერვულ დაბოლოებაზე მასტიმულირებელ მოქმედებას, შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის ფუნქციის დარღვევა (ნაწლავის ატონია) და ამ საშუალებებზე დამოკიდებულების განვითარება, რაც იწვევს ყაბზობის გამოხატულების გაძლიერებას და დოზის გაზრდის აუცილებლობას. პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ხეჭრელის ქერქს და ალოეს უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თერაპიული ეფექტი არ მიიღწევა დიეტით ან იმ საშუალებების გამოყენებით, რომლებიც ზრდიან განავლის მასის მოცულობას.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვა ცალკეული ჯგუფის პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ აღნიშნულ პრეპარატს: ხეჭრელის ქერქისა და ალოეს პრეპარატების დანიშვნის შემთხვევაში პაციენტებში, რომლებთაც ახასიათებთ  განავლის შეუკავებლობა, აუცილებელია საფენების ხშირი ცვლა უკანა ტანის ღრუს არეში.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ხეჭრელის ქერქის და ალოეს პრეპარატების დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა.
ფრანგულაქსის გამოყენება ბავშვებში: პრეპარატი ფრანგულაქსი ნაჩვენებია 12 წელზე ზევით ასაკის ბავშვებში გამოყენებისათვის. არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
პრაპარატ ფრანგულაქსის გამოყენება თირკმლის და (ან) ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში: პრეპარატი სიფრთხილით გამოყენება თირკმლის თანმდევი დაავადებებისას. გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.
პრეპარატ ფრანგულაქსის გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში: აუცილებელია სიფრთხილის დაცვა პრეპარატ ფრანგულაქსის გამოყენებისას ხანდაზმულ პაციენტებში.
ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიკური მოწყობილობების მოხმარება: პრეპარატის მიღება არ ახდენს ზეგავლენას ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიკურ მოწყობილობებზე მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთი კომპონენტების შესახებ: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობისას პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. 
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალმა საღებავმა (წითელი კოშენილი) შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების ან პრეპარატის არასათანადოდ გამოყენების ძირითად სიმპტომებს წარმოადგენს მუცლის ძლიერი ტკივილი ან ფაღარათი წყლის და ელექტროლიტების დაკარგვით, რომლებიც უნდა იქნეს აღდგენილი (ფაღარათმა შეიძლება გამოიწვიოს უპირატესად კალიუმის დაკარგვა).
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს. საჭიროა სიმპტომური მკურნალობა ორგანიზმში სითხის რაოდენობის ინტენსიური აღდგენით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
საფაღარათო საშუალებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გააძლიეროს და შეცვალოს საგულე პრეპარატების მოქმედება. შარდმდენი პრეპარატების, კორტიკოსტეროიდების ან ძირტკბილას ფესვების პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გააძლიეროს ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა.
პრეპარატმა შესაძლოა შეამციროს სხვა პერორალურად მისაღები პრეპარატების შეწოვა.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.