Nuk
ფოტილი / Fotil


წამლის ფორმა: თვალის წვეთები
შემცველობა: პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: პილოკარპინის ჰიდროქლორიდი 20 მგ ; თიმოლოლის მალეატი 6,84 მლ (თიმოლოლის 5 მგ - ის ექვ .)
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავა; ნატრიუმის ციტრატი; ჰიპრომელოზა; საინექციო წყალი.
აღწერილობაგამჭვირვალე, უფერო ხნარი.

გამოშვების ფორმა:
ფოტილი ®, თვალის წვეთები 20 მგ + 5 მგ / მლ
5 მლ პოლიეთილენის საწვეთურიან  ფლაკონში პლასტიკური საცობით   დახრახნილი ხუფით. ფლაკონ-საწვეთური პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს შეკვრაში.

ფარმაკოლოგიური მოქმედება
ფარმაკოდინამიკა
თვალის წვეთები ფოტილი® ორ აქტიურ კომპონენტს შეიცავს. პილოკარპინი წარმოადგენს პარასიმპათომიმეტიკურ საშუალებას, რომელიც ასტიმულირებს м-ქოლინერგულ რეცეპტორებს. თვალში ჩაწვეთებისას პრეპარატი იწვევს მიოზს, აკომოდაციის სპაზმს და ამცირებს თვალშიდა წნევას. თვალშიდა წნევის შემცირება განპირობებულია ცილიარული კუნთის და თვალის ფერადი გარსის შეკუმშვით, რომელიც იწვევს თვალის წინა საკნის კუთხის გაფართოებას და ცვლის ტრაბეკულური  ქსელის ფიზიკურ სტრუქტურას, რითიც აადვილებს წყალწყალა ნამის გადინებას. აღნიშნული ეფექტი ნარჩუნდება 4- დან 14 საათამდე.
თიმოლოლი წარმოადგენს ბეტა-ადრენობლოკატორს, თავიდან აცილებს სიმპათომიმეტური ნეირომედიატორების დაკავშირებას ბეტა1- და ბეტა2- ადრენერგულ რეცეპტორებთან. იგი ამცირებს თვალშიდაწნევას და ამით ამცირებს წყალწყალა ნამის პროდუქციას. თიმოლოლის მოქმედების სამიზნეებია - ბეტა2 - ადრენერგული რეცეპტორები ცილიარულ სხეულში. ჰიპოტენზიური ეფექტი მიიღწევა ინსტილაციიდან 20 წუთის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს 2 საათის შემდეგ და გრძელდება დაახლოებით 24 საათს. 

 ფარმაკოკინეტიკა
პილოკარპინი კარგად აღწევს რქოვანაში. კონცენტრაცია წყალწყალა ნამში თავის მაქსიმუმს აღწევს 30 წუთის შემდეგ. პილოკარპინის დაკავშირება ხდება თვალის ქსოვილების მიერ. თვალიდან მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1,5-2,5 საათს. პილოკარპინი გამოიყოფა უცვლელი სახით თვალშიდა სითხესთან ერთად. მისი თიმოლოლთან კომბინაცია ამცირებს წყალწყალა ნამის წარმოქმნას, ანელებს პილოკარპინის გამოყოფის სიჩქარეს.
პილოკარპინი სწრაფად ჰიდროლიზდება არააქტიურ ფორმებად სისხლის პლაზმაში და ღვიძლში. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 0,5 სთ - ზე ნაკლებს.
თიმოლოლი სწრაფად აღწევს რქოვანიდან თვალის წინა საკნის წყალწყალა ნამში. ადგილობრივად გამოყენებული თიმოლოლის 80%- მდე აღწევს სისტემურ სისხლის ნაკადში. მაქსიმალური კონცენტრაცია (ჩმახ) სისხლის პლაზმაში განისაზრვრება თვალის წვეთების ინსტილაციიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-5 საათს. ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში. უპირატესად გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით.

მიღების ჩვენება:
გლაუკომა ან თვალშიდა მომატებული წნევა, როდესაც საჭიროა თიმოლოლის და პილოკარპინის კომბინაცია.
- ღია და დახურულკუთხიანი გლაუკომა;
- მეორადი გლაუკომა;
- თვალშიდა წნევის მომატება ოფთალმოლოგიური ოპერაციების შემდეგ.
  
უკუჩვენება
- წინა უვეიტი;
- სინუსური ბრადიკარდია;
- II-III ხარისხის ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა;
- დეკომპენსირებული გულის უკმარისობა;
- კარდიოგენური შოკი;
- ბრონქული ასთმა ;
- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
- ბავშვთა ასაკი 18 წლამდე ( ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო );
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
- უშუალოდ ოფთალმოლოგიური ოპერაციების და თვალის სხვა დაავადებების შემდგომი მდგომარეობა , როდესაც გუგის შევიწროება არასასურველია 
სიფრთხილით 
გულის უკმარისობის, ცერებროვასკულური დარღვევების, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერგლიკემიის, ბადურას ჩამოცლის დროს, ახლომხედველ პაციენტებში, თირეოტოქსიკოზის დროს და ოპერაციების წინ ზოგადი ანესთეზიის გამოყენებით .

ორსულობა და ლაქტაცია:
თვალის წვეთები ფოტილი® ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტი ნაყოფისათვის ან ბავშვისთვის პოტენციურ რისკზე უფრო მაღალია.

მიღების წესი და დოზირება
ჩვეულებრივი დოზირება - 1 წვეთი დაზიანებულ თვალში დღეღამეში 2- ჯერ. ზოგიერთ პაციენტებში პრეპარატით ფოტილი®  გამოწვეული თვალშიდა წნევის მდგრადი შემცირება მიიღწევა მხოლოდ რამოდენიმე კვირის შემდეგ, ამიტომ თერაპიის ეფექტურობის შეფასება უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ. თუ   თვალის წვეთებით ფოტილი® მკურნალობისას პაციენტის თვალშიდა წნევა მომატებული რჩება, რეკომენდებულია გააგრძელოთ მკურნალობა თვალის წვეთებით ფოტილი® ფორტე - 1 წვეთი დღეში-ღამეში 2- ჯერ.

გვერდითი მოვლენები:
თვალის მხრივ:
- მხედველობის დაბინდვა;
- თვალის გაღიზიანება;
- თვალში წვის და ტკივილის ხანმოკლე შეგრძნება;
- ცრემლდენის გაძლიერება;
- „მშრალი თვალის “ სინდრომი;
- ქუთუთოების დერმატიტი;
- კონიუნქტივის ჰიპერემია;
- ცილიარული კუნთის სპაზმი და ინდუცირებული ახლომხედველობა;
- მხედველობის სიმახვილის შემცირება არასაკმარისი განათების დროს (მიოზის შედეგად);
- რქოვანას მგრძნობელობის შემცირება;
- წერტილოვანი კერატიტი;
- ალერგიული ბლეფაროკონიუნქტივიტი .
ბადურას ჩამოცლის რამოდენიმე შემთხვევა, ფერადი გარსის რიგიდობა ან კისტის ფორმირება თვალის ფერად გარსში, აღინიშნებოდა მიოტური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით. პილოკარპინის ხანგრძლივი გამოყენების დროს აღინიშნებოდა ბროლის შექცევადი შემღვრევა.

 სისტემური:
გულისრევა, დიარეა, ოფლიანობა, ჭარბი სალივაცია და არტერიული წნევის დაწევა, გულისუკმარისობა, ბრონქული ასთმის გამწვავება, ბრადიკარდია, არითმია, საფეთქლის და სუპრაორბიტალური თავის ტკივილები, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება.
თიმოლოლი აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში და ახდენს ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე .
გულის უკმარისობის მქონე ყველა პაციენტში, მან შეიძლება გამოიწვიოს ასთენიური სინდრომი, გულისრევა, თავბრუსხვევა, შფოთვა, ჰალუცინაციები, თავის ტკივილი და დეპრესია.
ძალზე იშვიათად – ცხვირის დაცობა, დიპლოპია და ფტოზი.

დოზის გადაჭარბება
პარასიმპათომიმეტური პრეპარატების და ბეტა - ადრენობლოკატორების დოზის გადაჭაერბებით გამოწვეული ყველაზე ზოგადი სიმპტომები: ბრადიკარდია, არტერიული წნევის დაწევა, ბრონქოსპაზმი და გულის მწვავე უკმარისობა.
მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია. ატროპინი შეიძლება გამოიყენებოდეს, როგორც პილოკარპინის ანტიდოტი. იზოპრენალინის შეყვანა შესაძლებელია ინტრავენურად გამოხატული ბრადიკარდიის ან ბრონქოსპაზმის ასაცილებლად, დობუტამინი არტერიალური ჰიპოტენზიის სამკურნალოდ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთმოქმედების სხვა ფორმები:
პრეპარატები,  რომლებიც არღვევენ კატექოლამინების (რეზერპინი) დეპონირებას, ხელს უწყობენ არტერიული ჰიპოტენზიის (მათ შორის ორთოსტატული), ბრადიკარდიის და თავბრუსხვევის განვითარებას.
ბეტა - ადრენობლოკატორების და „ ნელი “ კალციუმის არხების ბლოკატორების ერთდროული გამოყენება იწვევს მათი ფარმაკოლოგიური ეფექტის გაძლიერებას და ზრდის გულის გამტარობის დარღვევის და არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკს .
CYP2D6 ინჰიბიტორები, როგორიცაა: ჰიბიდინი და ციმეტიდინი , შეუძლიათ გაზარდონ თიმოლოლის კონცენტრაცია პლაზმაში.

განსაკუთრებული მითითებები
თვალის წვეთები ფოტილი® არ უნდა გამოიყენოთ   ერთდროულად ბეტა - ადრენობლოკატორების შემცველ სხვა თვალის წვეთებთან ერთად.
სხვა თვალის წვეთების გამოყენება უნდა შეწყდეს  მანამდე, სანამ დაიწყება თერაპია პრეპარატებით ფოტილი®:  წინა ანტიგლაუკომური საშუალება უნდა გაუქმდეს, ხოლო თერაპია პრეპარატებით ფოტილი ®  უნდა დაიწყოს მეორე დღეს.
მოქმედების ეფექტურობის შეფასება უნდა განხორციელდეს მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ, თვალშიდა წნევის რეგულარული კონტროლით .
 შემდგომი მკურნალობა ასევე უნდა ჩატარდეს თვალშიდა წნევის რეგულარული კონტროლის განხორციელებით .
თვალის წვეთები ფოტილი® კონსერვანტის სახით შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს და მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის კონტაქტური ლინზების ტარებისას. პრეპარატის გამოყენების წინ კონტაქტური ლინზები უნდა ამოიღოთ და უკან ჩაისვათ პრეპარატის მიღებიდან არა ნაკლებ 15 წუთის შემდეგ.

მიოტურმა ეფექტმა შეუძლება გამოწვიოს მხედველობის ხანმოკლე გაუარესება (ახლომხედველობის შეგრძნება), ამიტომ მკურნალობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილე ავტომობილის მართვის ან ნებისმიერი რთული მოწყობილობის ექსპლუატაციის დროს, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
პრეპარატში შემავალ თიმოლოლს შეუძლია შენიღბოს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ჰიპოგლიკემიის სიმპტომები ან ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის სიმტომები.
მომავალი ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში, ზოგადი ანასთეზიის გამოყენებით, ოპერაციამდე 48 საათით ადრე, საჭიროა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება, რადგან იგი აძლიერებს მიორელაქსანტების და ზოგადი საანესთეზიო საშუალებების მოქმედებას.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. ფლაკონის გახსნიდან - 1 თვე.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე  მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები:
სია  ბ. შეინახეთ 2 დან 8 º C-მდე ტემპერატურაზე.
გახსნილი ფლაკონი შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25 º C.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტით.
სად შევიძინოთ?