ფორტონზინი / Fortonzyn


ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი. 

 

შემადგენლობა:

შემადგენლობა

1შესხურება 0,1მლ

6 შესხურება 0,6მლ

9 შესხურება 0,9მლ

ბეგქონდარას ექსტრაქტი

8,8მგ

52,8მგ

79,2მგ

გვირილას ექსტრაქტი

2,75მგ

16,5მგ

24,75მგ

პროპოლისის ექსტრაქტი

1,1მგ

6,6მგ

9,9მგ


ფარმაკოლოგიური მოქმედება:

გვირილას და ბეგქონდარას ექსტრაქტები გამოიყენება ყელისა და სასუნთქი გზების სამკურნალოდ. გვირილას და ბეგქონდარას ექსტრაქტები შეიცავენ ეთერზეთებს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს, ფლავონოიდებს, გლიკოზიდებს, ტანინებს და სხვა. გვირილას ექსტრაქტი დადებით ეფექტს ახდენს ზედა სასუნთქ გზებზე.

გვირილას და ბეგქონდარას ექსტრაქტები ხელს უწყობენ ყელისა და ბრონქების ნორმალური ეპითელიუმის აღდგენას.

პროპოლისი - უნიკალური პროდუქტი. აქვს მნიშვნელოვანად დადებითი ეფექტი თითქმის ყველა ორგანოთა სისტემასა და ორგანოებზე, მათ შორის ამაღლებს სასუნთქი გზების ორგანოების იმუნიტეტს. პროპოლისის ძირითადი კომპონენტებია ფლავონოიდები, გლიკოზიდები, რთული ეთერზეთები, ვიტამინები, მინერალები და სხვა. ფორტონზინში შემავალი პროპოლისის ექსტრაქტი ასევე შეიცავს დიდი ოდენობით ფლავონოიდ გალანგინს (10%), რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან მოლეკულას პროპოლისში.

ჩვენებები:

„ლორ“ ორგანოების ანთებითი დაავადებები: ლარინგიტი, ფარინგიტი.

ადენოიდები.

პირის ღრუს ანთებითი დაავადებები: სტომატიტი, გინგივიტი, პარადონტოზი.

ოზენა - „ლორ“ ორგანოების სიმშრალე.

დოზირება:

ბავშვებში 0დან-3 წლამდე -1 შესხურება ყელში 2-3ჯერ დღეში

ბავშვებში 3დან-10 წლამდე -1-2 შესხურება ყელში 6ჯერ დღეში

ბავშვებში 10 წლის ზევით 3 შესხურება ყელში 6ჯერ დღეში 

შენახვის პირობები: ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ და ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

მიღებამდე  საჭირო ფლაკონის შენჯღრევა.

ნუ აწევთ აპლიკატორს ზევით

აპლიკატორი მოძრაობს მარჯვნივ და მარცხნივ.

მოათავსეთ აპლიკატორი პირის ღრუში და დააჭირეთ თითი დგუშს.