Nuk
ფორასინი / Forasin

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Helba Pharmaceuticals
  • მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #60
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:

ერთი აბი შეიცავს შემდეგ სამკურნალო მცენარეებს:

გენციანეს ფესვი Gentianae radix  6მგ

ფურისულას ყვავილი Primulae flos 18მგ

ღოლო Rumicis herba 18მგ

დიდგულა Sambuci flos  18მგ

ვერბენა Verbenae herba 18მგ

 

დამატებითი ინგრედიენტები: კალციუმის კარბონატი 28მგ, Avicel PH 102 (მიკროკრისტალური ცელულოზა) 60 მგ, ლაქტოზა 40მგ, პრეჟელატიზინირებული სიმინდის სახამებელი 15მგ, მაგნიუმის სტეარატი 4მგ, აპკისებური გარსის შემადგენლობა (ჰიდროქსიპროპილცელულოზა ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი, ქინოლის ყვითელი, ბრილიანტის ლურჯი)9მგ.

 

აღწერა:

მწვანე ფერის შემოგარსული ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სეკრეტოლიზური საშუალება.

 

ფარმაკოლოგიური  თვისებები:

მცენარეული წარმოშობის კომბინირებული ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. პრეპარატს ახასიათებს სეკრეტოლიზური, სეკრეტომოტორული, ანტიანთებითი მოქმედება, ხელს უწყობს ექსუდატის გამოდევნას ცხვირის დანამატი წიაღებიდან და ზემო სასუნთქი გზებიდან.

 

ჩვენებები:

მწვავე და ქრონიკული სინუსიტები, რომლებსაც თან ახლავს სეკრეტის წარმოშობა. რინიტი, რინორეა, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი.

 

უკუჩვენებები:

პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

 

გვერდითი მოვლენები:

ძალიან იშვიათ შემთხვევებსი შესაძლებელია დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ (მაგ: მუცლის ტკივილი, ღებუნება, გულისრევა). გვერდითი მოვლენების გამოვლენისას უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ ექიმს. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად: გამონაყარი, ერითემა, ქავილი), ალერგიული რეაქციები, როგორიცაა  კვინკეს შეშუპება, ქოშინი, შეშუპება.

 

დოზირების რეჟიმი:

მოზრდილები: 2 აბი 3-ჯერ დღეში.

ბავშვები 6დან-11წლამდე: 1 აბი 3-ჯერ დღეში.

ფორასინის აბები მიიღება მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, დაღეჭვის გარეშე.

თუ სიმპტომები 7-14 დღეზე ხანგრძლივად გრძელდება, ან მეორდება პერიოდულად აუცილებელია ექიმთან კუნსულტაცია.

 

ჭარბი დოზირება:

პრეპარატით ჰიპერდოზირება არ გამოვლენილა, არსებულის შემთხვევაში სიმპტომური მკურნალობა იქნება საჭირო.

 

ურთიქერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:

ანტიბაქტერიულ მედიკამენტებთან კომბინაცია სასურველია და მიზანშეწონილია. ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან ცნობილი არ არის.

 

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არსებობს არავითარი მტკიცებულება ორსულობასა და ლაქტაციაზე მავნე ზემოქმედების შესახებ. ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღება შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ.

 

განსაკუთრებული მითითებები:

ფორასინის აბების მიღება 6 წლამდე ასაკის ბაშვებში რეკომენდებული არ არის. პრეპარატი არ მოქმედებს ავტომობილის მართვასა და დანადგარებთან მუშაობის დროს ყურადღების კონცენტრირებაზე.

ფორასინის აბები შეიცავს ლაქტოზას, ლაქტოზას აუტანლობის დროს პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის.

 

გამოშვების ფორმა

60 შემოგარსული აბი. 20 შემოგარსული აბი ბლისტერზე. მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია 3 ბლისტერი.

 

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25  გარადუს ცელსიუს ტემპერატურისა.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

 

ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქებიდან გაცემის წესი

ურეცეპტოდ