Nuk
მრავალძარღვას ფოთოლი / Folia Plantaginis Majoris

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები
  • მწარმოებელი კომპანია: ნატურფარმი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

მრავალძარღვას ფოთოლი შეიცავს ვიტამინ C, პოლისაქარიდებს, რინანტინის გლიკოზიდს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ხელს უწყობს ნახველის გათხევადებას, ამსუბუქებს მის ევაკუაციას. ავლენს სისხლის შემაჩერებელ, ჭრილობის რეგენერაციისა და ბაქტერიოციდულ მოქმედებას.

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ამოსახველებელი საშუალება.
გამოიყენება ბრონქიტის, ყივანახველას, ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზის, ქრონიკული გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს. ეფექტურია ნაღრძობის, ჭრილობის, ფურუნკულების სამკურნალოდ. მრავალძარღვას საფენები კარგად მოქმედებს სპილოს დაავადების დროს, ხელს უშლის მის განვითრებას და ამცირებს შეშუპებას. ყურში ჩაწვეთებისას აყუჩებს ტკივილს.

სად შევიძინოთ?