ფლუცინარი N / FLUCINAR N


შემადგენლობა

1გ
ფლუოცინოლონის აცეტონიდი. . . . . 0.25 მგ
ნეომიცინის სულფატი. . . . . . . . . . . .5 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
პროპილენგლიკოლი, თხევადი პარაფინი, უწყლო ლანოლინი, თეთრი ვაზელინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მალამო შეიცავს ფლუოცინოლონის აცეტონიდს, გლუკოკორტიკოსტეროიდს, რომელსაც გააჩნია ძლიერი ანთების საწიანააღმდეგო, ანტიექსუდაციური, ანტიალერგიული და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება, ასევე ანტიბიოტიკ ნეომიცინს, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენებები
ეგზემის სხვადასხვა ფორმები, ფსორიაზი, კანის სებორეული ანთება, ბრტყელი ლიქენი, ჟილბერის ვარდისფერი ლიქენი.
მწვავე ეგზემატოზური მდგომარეობები, გართულებული მეორადი ბაქტერიული ინფექციით. 
ვინაიდან კრემს გააჩნია ფუძე მააბსორბირებელი თვისებებით, იგი აჩქარებს გამოშრობის პროცესს ექსუდაციური ცვლილებების დროს.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი ინიშნება ადგილობრივად 2-3 ჯერ დღეში. 
ქრონიკული პროცესების და ისეთი მდგომარეობის დროს, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას, მალამო და კრემი გამოიყენება ოკლუზიური საფენის სახით.

უკუჩვენება
კანის ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული, ჩირქოვანი და ტუბერკულოზური ინფექციები.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.