Nuk
ფლოქსიმედი / FLOXIMED


წამლის ფორმა 

თვალის/ყურის წვეთები

აღწერილობა: გამჭირვალე სითხე უფეროდან ღია ყვითელ ფერამდე

 

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს: 

აქტიური ნივთიერება: ციპროფლოქსაცინი (ჰიდროქლორიდის სახით) 3,0 მგ დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, მანიტი, გაყინული ძმარმჟავა, უწყლო ნატრიუმის აცეტატი, ქლორწყალბადმჟავა ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი (PH-ის კორექციისათვის), საინექციო წყალი. 

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი 

ანტიმიკრობული საშუალება ფტორქინოლონების ჯგუფიდან, ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში და ოტოლოგიაში.

პრეპარატის ათქ კოდი S03AA07

 

ფარმაკოლოგიური თვისებები 

ციპროფლოქსაცინს გააჩნია ანტიბაქტერიული (ბაქტერიციდული) მოქმედება: 

აბლოკირებს ბაქტერიების ფერმენტ დნმ-ჰირაზას და აფერხებს  დნმ-ის რეპლიკაციას. თრგუნავს ბაქტერიების ზრადასა და გამრავლებას. იწვევს გამოხატულ მორფოლოგიურ ცვლილებებს (ბაქტერიის უჯრედის კედელსა და  მემბრანაში) და უჯრედის სწრაფ სიკვდილს. მოქმედებს  მიკროორგანიზმებზე ზრდისა და მოსვენების ფაზაში. ციპროფლოქსაცინს გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი, განსაკუთრებით აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, შედარებით ნაკლებად გამოხატულია მისი ზემოქმედება ანაერობებზე. მოქმედებს შემდეგ ბაქტერიებზე: Enterococcus faecalis, Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Campilobacter jejuni, Citrobacter diversus, Citrobacter freundii, Enterobacter cloaceae, Escherichia coli, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Klebsiella pneumoniae, Morganella morganii, Neisseria gonorrhoeae, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providencia rettgeri, Providencia stuartii, Pseudomonas aeruginosa, Salmonella typhi, Serratia marcescens, Shigella flexneri, Shigella sonnei, Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus, Acinetobacter spp., Aeromonas caviae, Aeromonas hydrophilia, Brucella melitensis, Campylobacter coli, Edwardsiella tarda, Enterobacter aerogenes, Haemophilus ducreyi, Klebsiella oxytoca, Legionella pneumophila, Moraxella (Branhamella) catarrhalis, Neisseria meningitides, Pasteurella multicoda, Salmonella enteritidis, Vibrio cholerae, Vibrio parahaemolyticus, Vibrio vulnificus, Yersinia enterocolitica, Chlamydia trachomatis  (ზომიერი მგრძნობელობა), Mycobacterium tuberculosis (ზომიერი მგრძნობელობა). ციპროფლოქსაცინის მიმართ არამგრძნობიარეა Pseudomonas cepacia-იას შტამების უმრავლესობა და Pseudomonas matolphilia-ს ზოგიერთი შტამი, ასევე ანაერობული ბაქტერიები,Bacteroides fragilis-ის და Clostridium difficile-ს ჩათვლით.

ადგილობრივი გამოყენებისას ციპროფლოქსაცინი პრაქტიკულად არ აბსორბირდება სისხლის სისტემურ მიმოქცევაში.

 

გამოყენების ჩვენებები

ოფთალმოლოგია

_ თვალისა და მისი დანამატების სხვადასხვა ინფექციური დაავადებების ადგილობრივი მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით: მწვავე და ქვემწვავე კონიუნქტივიტები, ბლეფაროკონიუნქტივიტები,  ბლეფარიტები, რქოვანას ბაქტერიული წყლულები ჰიპოპიონით და/ან მის გარეშე, ბაქტერიული კერატიტები და კერატოკონიუნქტივიტები, ქრონიკული დაკრიოცისტიტები და მეიბომიტები.

_ წინასაოპერაციო პროფილაქტიკა ოფთალმოქირურგიაში. პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების მკურნალობა.

_ თვალის კაკლისა და მისი დანამატების ტრავმისშემდგომი (უცხო სხეულით ან მის გარეშე) ინფექციური გართულებების მკურნალობა და პროფილაქტიკა.

ოტოლოგია

- მწვავე გარეთა ოტიტი

- მწვავე შუა ოტიტი

- შუა ყურის მწვავე ანთება დრენაჟით ტიმპანოსტომიური მილის საშუალებით, რომელიც გამოწვეულია ციპროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე ბაქტერიების შტამებით.

 

გამოყენების წესი და დოზები

მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.

თვალისა და მიდი დანამატების ბაქტერიული ინფექციები: სტანდარტული დოზა შეადგენს 1-2 წვეთს დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 4-ჯერ დღე-ღამეში. მძიმე ინფექციებისას აწვეთებენ 1-2 წვეთს დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში ყოველ 2 საათში 2 დღის განმავლობაში, შემდეგ 1-2 წვეთი 4 საათში ერთხელ 5 დღის მანძილზე. მდგომარეობის გაუმჯობესებისას დოზა და ჩაწვეთების სიხშირე მცირდება.

რქოვანას ბაქტერიული წყლულის დროს: პირველ 6 სთ-ის განმავლობაში 2 წვეთი ყოველ 15 წთ-ში დაავადებულ თვალში, შემდეგ 2 წვეთი ყოველ 30 წთ-ში, მეორე დღიდან 2 წვეთი ყოველ საათში, მე-3 დღიდან მე-14 დღის ჩათვლით 2 წვეთი ყოველ 4 სთ-ში. თუ 14 დღიანი თერაპიული კურსის შემდეგ არ მოხდა ეპითელიზაცია, შეიძლება მკურნალობის გაგრძელება.

გამოყენება ბავშვებში: დოზირება ბავშვებში 1 წლის ასაკიდან ისეთივეა, როგორც მოზრდილებში.

ოტოლოგია

გამოყენება მოზრდილებში და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. პრეპარატ ფლოქსიმედის დოზა შეადგენს 4 წვეთს სასმენ მილში ჩასაწვეთებლად 2-ჯერ დრე-ღამეში. პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ ყურის ტამპონს დოზა შეიძლება გაორმაგდეს მხოლოდ პირველი გამოყენებისას (6 წვეთი ბავშვებში და 8 წვეთი მოზრდილებში).

ზოგადად მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5-10 დღეს. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება, მაგრამ ასსეტ შემთხვევაში რეკომენდირებულია ადგილობრივი ფლორის მგრძნობელობის შემოწმება. სხვა ადგილობრივი სამკურნალო საშუალებებით კომბინაციაში მკურნალობისას, საჭიროა ჩაწვეთებებს შორის 10-15 წუთიანი ინტერვალების დაცვა.

გამოყენება ბავშვებში. დოზა შეადგენს პრეპარატ ფლოქსიმედის 3 წვეთი 2-ჯერ დრე-ღამეში გარეთა სასმენ მილში ჩასაწვეთებლად. წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

 

უკუჩვენებები 

მომატებული მგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის ან ფტორქინოლონების ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი.

 

გვერდითი მოქმედება 

ადგილობრივი რეაქციები: შესაძლებელია _ ალერგიული რეაქციები, ქავილი, წვა, კონიუნქტივის ჰიპერემია და მსუბუქი ტკივილი, გუ¬ლის¬რევა; იშვიათად _ ქუთუთოების შეშუპება, სინათლის შიში, თვალებში უცხო სხეულის შეგრძნება, ჩაწვეთების შემდეგ პირში არასასიამოვნო გემო, მხედველობის დაქვეითება,  კრისტალისებრი პრეციპიტატის გაჩენა რქოვანას წყლულის მქონე პაციენტებში, კერატიტი, კერატოპათია, რქოვანაზე ლაქების გაჩენა ან ინფილტრაცია.

სმენისა და ვესტიბულური აპარატის მხრივ: ყურების ქავილი, ტკივილი, ყურებში შუილი.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან 

რადგან ადგილობრივი გამოყენებისას ციპროფლოქსაცინს გააჩნია დაბალი სისტემური კონცენტრაცია, ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ნაკლებსავარაუდოა. ადგილობრივად თუ ერთდროულად გამოყენება რამდენიმე სამკურნალო საშუალება აუცილებელია ჩაწვეთებებს შორის არანაკლებ 10-15 წუთიანი ინტერვალის დაცვა. თვალის მალამო უნდა გამოიყენოთ ბოლოს.

 

ჭარბი დოზირება 

პრეპარატ ფლოქსიმედის ჭარბი დოზირების შესახებ მონა¬ცემები არ არსებობს.

 

გამოყენების თავისებურება

მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის. საჭიროა პაციენტის ინფორმირება იმის შესახებ რომ, თუ თვალის წვეთების გამოყენების შემდეგ, კონიუნქტივალური ჰიპერემია გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ან მატულობს, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან მიმართვა. 

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული რბილი კონტაქტური ლინზების ტარება. ხისტი კონტაქტური ლინზების გამოყენებისას ჩაწვეთებამდე აუცილებელია მათი მოხსნა, რის შემდეგაც ლინზების გაკეთება შეიძლება პრეპარატის ინსტილაციიდან მხოლოდ  15-20 წუთის შემდეგ.

 

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში 

პრეპარატ ფლოქსიმედის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია.

 

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვაზე 

იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც ფლოქსიმედის გამოყენების შემდეგ აღენიშნებათ მხედველობის სიმკვეთრის დროებითი დაქვეითება, არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვა ან რთულ ტექნიკასთან, დაზგებთან ან სხვა მანქანა-დანადგარებთან მუშაობა, რაც მოითხოვს მხედველობის სიმახვილეს.

პრეპარატ ფლოქსიმედის ყურში გამოყენების შემდეგ, არ იყო ცნობები რაიმე ეფექტების შესახებ, რომლებიც გავლენას მოახდენდა ავტოტრანსპორტის მართვის, ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გავლენა ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ნაკლებსავარაუდოა.

 

გამოშვების ფორმა 

თვალის წვეთები 5 მლ-იანი პლასტმასის ფლაკონი საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი რგოლით. 

ფლაკონი საწვეთურით ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 4 კვირის განმავლობაში!

 

ვარგისიანობის ვადა 

3 წელი წარმოების თარიღიდან. 

პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი 

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

 

სად შევიძინოთ?