ექსტრასედი / Extrased

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Vefa Ilaҫ
  • მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა #30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობაერთი კაფსულა შეიცავს:

√ ვალერიანას ფესვების  მშრალი ექსტრაქტი 75მგ 

√ პასიფლორას მშრალი ექსტრაქტი   100მგ 

√ სვიის გირჩების მშრალი ექსტრაქტი  50მგ 

√ მელისას (ბარამბოს) მშრალი ექსტრაქტი  50მგ 

√ მაგნიუმის ციტრატი 50მგ 

√ ვიტამინი B6  (პირიდოქსინი)  2მგ

 

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმივალერიანას ფესვების მშრალი ექსტრაქტი ხასიათდება სედაციური თვისებებით, ახანგრძლივებს საძილე საშუალებების ეფექტს კომბინაციაში გამოყენებისას, გააჩნია გლუვკუნთოვანი სპაზმოლიზური ეფექტი და აუმჯობესებს გულის მუშაობასპასიფლორას მშრალი ექსტრაქტი შეიცავს ინდოლურ ალკალოიდებს, ფლავონოიდებს, კუმარინებს და ქინონებს, რომლებიც განაპირობებენ მის სედაციურ და ძილისმომგვრელ თვისებებს, გაღვიძების შემდგომი მოდუნების გარეშესვიის გირჩების მშრალი ექსტრაქტი  შეიცავს ლუპულინს, ორგანულ მჟავებს, ქოლინს და ვიტამინებს, გააჩნია დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანთებისსაწინააღმდეგო, კუჭის ლორწოვანის შემომგარსველი და შარდმდენი მოქმედებამელისას (ბარამბოს) მშრალ ექსტრაქტს აქვს სედაციური, სპაზმოლიზური, შარდმდენი და ჰიპოტენზიური მოქმედებაარეგულირებს გულის რითმსმაგნიუმის ციტრატი  მაგნიუმი ორგანული მარილია რომელიც საკმაოდ კარგად შეიწოვებამონაწილეობს ორგანიზმში ენერგიის წარმოქმნის პროცესში. რეკომენდებულია კუნთოვანი სისუსტის, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის და ნევრასთენიის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ. მაგნიუმის ციტრატი არეგულირებს წნევას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, ამსუბუქებს პრემენსტრუალური (პმს) და კლიმაქტერული სინდრომის მიმდინარეობას, ხსნის ფეხის კუნთების კრუნჩხვებს და ამცირებს თავის ტკივილს შაკიკის დროსვიტამინი B6 მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, აუმჯობესებს გულის კუნთის კუმშვადობას,   აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვისექსტრასედი ხასიათდება ძლიერი სედაციური მოქმედებით, აღადგენს ფიზიოლოგიურ ძილს, ამცირებს შფოთვას და ნევროზულობას. აუმჯობესებს გულის მუშაობას, არეგულირებს გულის რითმს და არტერიულ წნევასხასიათდება სპაზმოლიზური მოქმედებით, ამცირებს თავის ტკივილს და ხსნის დაძაბულობასექსტრასედი ამსუბუქებს პრემენსტრუალური სინდრომის და კლიმაქტერული პერიოდის  გამოვლინებებს.

ჩვენება:

* რთულად ჩაძინება, ღამე  გაღვიძების ეპიზოდები, უძილობა

* სტრესი, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა

* შფოთვა, ნევროზი, მომატებული აგზნებადობა, ადვილად გაღიზიანებადობა

* ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია

* დეპრესია

* პრემენსტრუალური სინდრომი (პმს)

* მენოპაუზის თანმხლები ნერვული და ემოციური დაძაბულობა

* ორსულთა და მშობიარობის შემდგომი ნევროზები

უკუჩვენებასამ წლამდე ასაკი

დოზირება და მიღების  წესი:

ბავშვები 3-დან 12 წლამდე, ერთი კაფსულა ერთხელ დღეში.

მოზარდები 12 წლიდან ერთი - ორი კაფსულა ძილის წინ.

გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა მედიკამენტის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ვარგისიანობა და შენახვის წესიინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25 ºC –ზე დაბალ ტემპერატურაზევარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ !

გამოშვების ფორმა: კაფსულა №30, პლასტმასის ბოთლშიპრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის წესიგაიცემა ურეცეპტოდ.