Nuk
ცინაქს ფორტე -არტიშოკი / Extractum Cynara


ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
Extractum Cynara

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
მოწითალო-მოყავისფრო, რბილი ჟელატინის კაფსულები.

შემადგენლობა:
არტიშოკის ყვავილის კვირტის მშრალი ექსტრაქტი 11.5:1, 39.2%, ჟელატინი, სოიოს მარცვლის ზეთი, ნაწილობრივ ჰიდროგენირებული სოიოს მარცვლის ცხიმი, დამატენიანებელი საშუალებები: გლიცერინი, სორბიტოლი, ემულგატორი: სოიოს ლეციტინი, კაროტინი.
აქტიური სუბსტანცია
არტიშოკის მშრალი ექსტრაქტი  440მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნაღვლმდენი საშუალება

მოქმედების მექანიზმი:
ცინაქს ფორტეს მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების მოქმედებით.
ჰეპატოპროტექტორული მოქმედება განპირობებულია შემდეგი თვისებებით:
*ანტიოქსიდანტური
*მემბრანომასტაბილიზებელი
*ანტიტოქსიკური (ხელს უქყობს ტოქსინების გაუვნებლებასა და ორგანიზმიდან გამოყოფას, მათ შორის პესტიციდების, ალკალოიდებისა და მძიმე მეტალების მარილების);
*ნაღველმდენი (ნაღველწარმოქმნისა და მისი გამოყოფის პროცესების ნორმალიზება);
*ღვიძლის დეტოქსიკაციური ფუნქციის გაუმჯობესება (ხელს უწყობს ტოქსინების ელიმინაციას)
ჩვენება:
ცინაქს ფორტე გამოიყენება ნაღვლის ბუშტის ატონიის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევის (სანაღვლე გზების დისკინეზია, მუცლის შებერვა, ყაბზობა) დროს. იგი გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება სანაღვლე გზების და ნაღვლის ბუშტის ანთებითი მდგომარეობების დროს.

მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 კაფსულა დღეში ერთხელ დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად, არ დაღეჭოთ.

გვერდითი მოვლენები:
გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.
რაიმე სახის გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

უკუჩვენება:
ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ, ღვიძლის მწვავე დისფუნქცია, ბილიარული ტრაქტის ოკლუზია. 
სიფრთხილის ზომები:
პრეპარატი ხელს არ უშლის ავტოტრანსპორტის მართვას და სხვა მექანიზმებთან მუშაობას.
პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევები არ გამოვლენილა.

ორსულობა და ლაქტაცია: 
ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატი არ მოქმედებს დედის და ბავშვის ჯანმრთელობაზე.                      
პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ექიმს უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს.

შეფუთვა:
10 კაფსულა ბლისტერზე. 3 ბლისტერი კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი უნდა ინახებოდეს გრილ, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას 15-25 oC
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა:
2 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი, კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ურეცეპტოდ
სად შევიძინოთ?