Nuk
ექსემესტანი ჯენეფარმი / Exemestane Genepharm


შემადგენლობა

ყოველი ტაბლეტი შეიცავს 25მგ ექემესტანს რომელიც არის აქტიური ნივთიერება. თქვენი მედიკამენტი აგრეთვე შეიცავს შემდეგ არააქტიურ ინგრედიენტებს: სილიციუმი კოლოიდური უწყლო, კროსპოვიდონი, ჰიპრომელოზა, მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნეზიის სტეარატი და პოლისორბატი 80, ტაბლეტის გარსი შეიცავს ოპადრაი თეთრი OYშ 9622 (ჰიპრომელოზა, პროპილენ გლიკოლი და ტიტანის დიოქსიდი (E171)).

ჩვენებები
ექსემესტან/ჯენეფარმის ტაბლეტები მიეკუთვნება არომატაზას ინჰიბიტორების ჯგუფს. ეს მედიკამენტი მოქმედებს ნივთიერება არომატაზაზე, რომელიც საჭიროა ქალის სასქესო ჰორმონების-ესტროგენების წარმოქმნისთვის, განსაკუთრებით პოსტმენოპაუზურ ქალებში. ორგანიზმში ესტროგენების დონის შემცირება არის ჰორმონდამოკიდებული ძუძუს კიბოს მკურნალობის გზა. 
ექსემესტან/ჯენეფარმის ტაბლეტები გამოიყენება ჰორმონდამოკიდებული ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის სამკურნალოდ პოსტმენოპაუზურ ქალებში მას შემდეგ რაც მათ დაამთავრეს ტამოქსიფენით 2-3 წლიანი მკურნალობა. 
ექსემესტან/ჯენეფარმის ტაბლეტები აგრეთვე გამოიყენება ჰორმონდამოკიდებული ძუძუს კიბოს შორსწასული სტადიის სამკურნალოდ პოსტმენოპაუზურ ქალებში როდესაც სხვა ჰორმონალურმა მკურნალობამ არ გაამართლა.

მიღების წესები და დოზები
ყოველთვის მიიღეთ ექსემესტან/ჯენეფარმის ტაბლეტები როგორც ექიმმა გირჩიათ. თუ დარწმუნებულნი არ ხართ უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. 
მოზრდილები და ხანდაზმულები
ექსემესტან/ჯენეფარმის ტაბლეტები უნდა მიიღონ ორალურად ჭამის შემდეგ დღის დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. თქვენი ექიმი გეტყვით როგორ და რამდენი ხნის განმავლობაში მიიღოთ წამალი. რეკომენდებული დოზაა დღეში 1 ტაბლეტი. 
არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება თუ თავს კარგად გრძნობთ, სანამ ამას ექიმი არ გირჩევთ. თუ ექსემესტან/ჯენეფარმის ტაბლეტების მიღების პერიოდში საავადმყოფოში წასვლა დაგჭირდათ, აცნობეთ სამედიცინო პერსონალს რომელ მედიკამენტებს იღებთ. ეს მედიკამენტი განკუთვნილი არ არის ბავშვებში გამოყენებისთვის. 
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ექსემესტან/ჯენეფარმის ტაბლეტები:
თუ შემთხვევით მიიღეთ ბევრი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. 
თუ დაგავიწყდათ ექსემესტან/ჯენეფარმის ტაბლეტების მიღება:
თუ შემთხვევით გამოტოვეთ დღიური დოზა, შემდეგი მიიღეთ სქემის მიხედვით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციისთვის. 
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პროდუქტის გამოყენების Dშესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა პრეპარატმა, ექსემესტან/ჯენეფარმის ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ზოგადად, თქვენი პრეპარატი კარგად აიტანება და შემდეგი გვერდითი ეფექტები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ექსემესტან/ჯენეფარმით და ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი ბუნებისაა. გვერდითი ეფექტების უმრავლესობა დაკავშირებულია ესტროგენების ნაკლებობასთან (მაგ. “ცხელი” სიწითლე).
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 10-იდან 1-ზე მეტ შემთხვევაში):
-ძილის გაძნელება
-თავის ტკივილი
-“ცხელი” სიწითლე
-საერთო სისუსტე
-მომატებული ოფლიანობა
-კუნთების და სახსრების ტკივილი (ოსტეოართრიტის, ზურგის ტკივილის, ართრიტის და სახსრების დაჭიმულობის ჩათვლით)
-დაღლილობა
ხშირი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 100-იდან 1-10 შემთხვევაში)
-მადის დაკარგვა
-დეპრესია
-თავბრუსხვევა, მაჯის “გვირაბის” სინდრომი (ჩხვლეტის შეგრძნების, დაბუჟების და ტკივილის კომბინაცია მთელ ხელში ნეკა თითის გარდა)
-კუჭის ტკივილი, ღებინება (თვითგრძნობის გაუარესება), შეკრულობა, საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა
-კანის გამონაყარი, თმის ცვენა
-ძვლების გათხელება რომელმაც შეიძლება დააქვეითოს მათი ძალა (ოსტეოპოროზი), რომელიც იწვევს მოტეხილობას (გატეხვა ან დასკდომა) ზოგიერთ შემთხვევაში. 
-ტკივილი, ხელების და ფეხების შეშუპება
არახშირი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 1000-იდან 1-10 შემთხვევაში):
-ძილიანობა
-კუნთების სისუსტე
თუ ჩატარებული გაქვთ სისხლის ანალიზი, შეიძლება აღინიშნოს ღვიძLის ფუნქციების ცვლილება. შეიძლება აღინიშნოს სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის ცვლილება (ლიმფოციტების ან თრომბოციტების), განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ ლიმფოპენია (სისხლში ლიფოციტების შემცირებული რაოდენობა). თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება, ან აღნიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც ბროშურაში მოცემული არ არის, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
არ მიიღოთ ექსემესტან/ჯენეფარმის ტაბლეტები:
-თუ ხართ ან ადრე იყავით ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) ექსემესტანის ან სხვა ინგრედიენტის მიმართ. იხ პარაგრაფი 6 (დამატებითი ინფორმაცია) სხვა ინგრედიენტების სრული სიისთვის:
-თუ ჯერ არ გაქვთ მენოპაუზა
(ანუ კვლავ გაქვთ მენსტრუალური პერიოდები)
-თუ ორსულად ხართ, ორსულობას ეჭვობთ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

ორსულობა და ლაქტაცია
არ მიიღოთ ექსემესტან/ჯენეფარმის თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ. თუ ორსულად ხართ ან ორსულობას ვარაუდობთ, მიმართეთ ექიმს. განიხილეთ კონტრაცეფცია ექიმთან თუ არის დაორსუელების შესაძლებლობა.

განსაკუთრებული მითითებები
- ექსემესტან/ჯენეფარმის ტაბლეტების მიღებამდე თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ სისხლის ანალიზის ჩატარება რათა დარწმუნდეს რომ მენოპაუზა გაქვთ.
- ექსემესტან/ჯენეფარმის ტაბლტების მიღებამდე აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები
-უთხარით ექიმს თუ ანამნეზში გაქვთ ან ამჟამად აღგენიშნებათ ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც მოქმედებს ძვლის სიძლიერეზე. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოითხოვოს ძვლის სიმკვრივის გაზომვა ექსემესტან/ჯენეფარმის ტაბლეტების მიღებამდე და მკურნალობის პერიოდში. იმიტომ, რომ ამ ჯგუფის პრეპარატები აქვეითებს ქალის ჰორმონების დონეს და ამან შეიძლება გამოიწვიოს ძვლის მინარალური შემცველობის დაქვეითება, რამაც შეიძლება დააქვეითოს მათი ძალა. 
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
თუ აღგენიშნებათ ძილიანობა, სისუსტე ან თავბრუსხვევა ექსემესტან/ჯენეფარმის ტაბლეტების მიღებისას, არ უნდა მართოთ მანქანა და არ უნდა გამოიყენოთ მექანიზმები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გთხოვთ აცნობეთ ექიმს თუ იღებთ ან ბოლო დროს მიღებული გაქვთ რაიმე მედიკამენტი, რეცეპტის გარეშე გაცემული საშუალებების ჩათვლით.
ექსემესტანი არ უნდა გამოიყენონ ჰორმონჩამანაცვლებელ თერაპიასთან ერთად. 
შემდეგი მედიკამენტები უნდა გამოიყენონ სიფრთხილით ექსემესტან/ჯენეფარმის ტაბლეტების მიღებისას. აცნობეთ ექიმს თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:
-რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი)
-კარბამაზეპინი ან ფენიტოინი (ანტიკონვულსიური საშუალება, გამოყენებული ეპილეფსიის დროს)
-მცენარეული საშუალება შტ.ჟოჰნს ჭორტ (Hყპერიცუმ პერფორატუმ), ან მისი შემცველი პრეპარატები.
ექსემესტან/ჯენეფარმის ტაბლეტების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად ექსემესტან/ჯენეფარმის ტაბლეტები შეიძლება მიიღონ ჭამის შემდეგ დაახლოებით დღის ერთსა და იმავე დროს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 
არ გამოიყენოთ ექსემესტან/ჯენეფარმის ტაბლეტები შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს. 
მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
მედიკამენტები არ უნდა გადააგდონ საყოფაცხოვრებო ნაგავთან ან ნარჩენ წყალთან ერთად. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს თუ როგორ გადააგდოთ არასაჭირო მედიკამენტები. ამ ზომებმა შეიძლება ხელი შეუწყოს გარემოს დაცვას.

სად შევიძინოთ?