ეუთიროქსი 25 / EUTHIROX 125


შემადგენლობა 
ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური კომპონენტი: ნატრიუმის ლევოთიროქსინი – 25 მკგ, 50 მკგ, 75 მკგ, 88 მკგ, 100 მკგ, 112 მკგ, 125 მკგ, 137 მკგ, 150 მკგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი – 25 ,00 მგ, ჟელატინი – 5,00 მგ, ნატრიუმის კროსკარმელოზა – 3,50 მგ, მაგნიუმის სტეარატი – 0,50 მგ, მონოჰიდრატების ლაქტოზები – 65,975/65,95/65,925/65,912/65,90/65,888/65,875/65,863/65,85 მგ. 

აღწერა
თეთრი, მრგვალი ტაბლეტები, ორმხრივ ბრტყელი, ღარით. ტაბლეტის ორივე მხარეს არის გამყოფი ღარი, ტაბლეტის ერთ მხარეს გრავირება – “EM+დოზირება”

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: თიროიდული საშუალება.
ათქ კოდი: H03AA01

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
თიროქსინის მარცხნივ მბრუნავი სინთეზური იზომერი. ტრიიოდთირონინად ნაწილობრივ გარდაქმნის (ღვიძლში და თირკმლებში) და ორგანიზმის უჯრედებში გადასვლის შემდეგ, გავლენას ახდენს ქსოვილების განვითარებასა და ზრდაზე, ნივთიერებათა ცვლაზე. დაბალ დოზებში ანაბოლურ მოქმედებას ახდენს ცილოვან და ცხიმოვან ცვლაზე. საშუალო დოზებში ასტიმულირებს ზრდას და განვითარებას, ზრდის ქსოვილების მოთხოვნილებას ჟანგბადის მიმართ, ასტიმულირებს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმს, ამაღლებს გულ-სისხლძარღვთა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციურ აქტივობას.
მაღალ დოზებში თრგუნავს ჰიპოთალამუსის თირეოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის და ჰიპოფიზის თირეოტროპული ჰორმონის (თტჰ) გამომუშავებას.
თერაპიული ეფექტი აღინიშნება 7 – 12 დღეში, ამავე დროის განმავლობაში ნარჩუნდება მოქმედება პრეპარატის მოხსნის შემდეგ.
ჰიპოთირეოზისას კლინიკური ეფექტი ვლინდება 3-5 დღეში. დიფუზური ჩიყვი მცირდება 3-6 თვის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღების შემდეგ, ნატრიუმის ლევოთიროქსინი შეიწოვება უპირატესად წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში. შეიწოვება ნატრიუმის ლევოთიროქსინის მიღებული დოზის 80%-მდე. საკვების მიღება აქვეითებს ნატრიუმის ლევოთიროქსინის შეწოვას. სისხლის შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 5-6 საათში შიგნით მიღების შემდეგ. შეწოვის შემდეგ, პრეპარატის 99% მეტი უკავშირდება შრატის ცილებს (თიროქსინ-შემაკავშირებელი გლობულინით, თიროქსინ-შემაკავშირებელი ალბუმინით და ალბუმინით). სხვადასხვა ქსოვილებში ხდება ნატრიუმის ლევოთიროქსინის დაახლოებით 80% მონოდეიოდირება ტრიიოდთირონინის (თ3) და არააქტიური ნივთიერებების წარმოქმნით. თირეოიდული ჰორმონები მეტაბოლიზდებიან უმთავრესად ღვიძლში, თირკმლებში, თავის ტვინში და კუნთებში. პრეპარატის მცირე ნაწილი განიცდის დეზამინირებას და დეკარბოქსილირებას, ასევე კონიუგირებას გოგირდის და გლუკურინის მჟავებთან (ღვიძლში). მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმლებით და ნაწლავებით.
პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6-7 დღეს. თირეოტოქსიკოზისას ნახევარგამოყოფის პერიოდი მცირდება 3-4 დღემდე, ხოლო ჰიპოთირეოზისას ხანგრძლივდება 9-10 დღემდე. 

მიღების ჩვენებები
- ჰიპოთირეოზი;
- ეუთირეოიდული ჩიყვი;
- ჩანაცვლებითი თერაპიის სახით და ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკისათვის ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციული ჩარევის შემდეგ
- ფარისებრი ჯირკვლის კიბო (ოპერაციული მკურნალობის შემდეგ);
- დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი: ანტითირეოიდული საშუალებებით ეუთირეოიდული მდგომარეობის მიღწევის შემდეგ (კომბინირებული ან მონოთერაპიის სახით);
- სადიაგნოსტიკო საშუალების სახით თირეოიდული სუპრესიის ტესტის ჩატარებისას. 

წინააღმდეგჩვენებები
- ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
- არანამკურნალები თირეოტოქსიკოზი;
- არანამკურნალები ჰიპოფიზური უკმარისობა;
- თირკმელზედა ჯირკვლის არანამკურნალები უკმარისობა;
- გამოყენება ორსულობის პერიოდში ანტითირეოიდულ საშუალებებთან კომბინაციაში;
პრეპარატით მკურნალობა არ უნდა დაიწყოს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, მწვავე მიოკარდიტის, მწვავე პანკარდიტის არსებობისას.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ მისი მიღება არ არის რეკომენდებული პაციენტებში იშვიათი მემკვიდრული დაავადებებით, რომლებიც დაკავშირებულია გალაქტოზის აუტანლობასთან, ლაქტაზის დეფიციტთან, ან გლუკოზო-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომთან.
სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პრეპარატი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების: გიდ (ათეროსკლეროზი, სტენოკარდია, ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტი), არტერიული ჰიპერტენზიის, არითმიისას; შაქრიანი დიაბეტის, მძიმე ხანგრძლივად არსებული ჰიპოთირეოზის, მალაბსორბციის სიდრომისას (შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია).

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში უნდა გაგრძელდეს ჰიპოთირეოზის გამო დანიშნული მედიკამენტური თერაპია. ორსულობის პერიოდში შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის გაზრდა თიროქსინ-შემაკავშირებელი გლობულინის შემცველობის მომატების გამო. ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი უნდა გამოიყენოთ მკაცრად რეკომენდებული დოზით, ექიმის მეთვალყურეობით. ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული თერაპიულ დოზების მიღებისას, ქალის რძეში სეკრეტირებული თირეოიდული ჰორმონის კონცენტრაცია არასაკმარისია იმისათვის, რომ გამოიწვიოს ჰიპერთირეოზი და თტჰ-ის სეკრეციის დათრგუნვა ბავშვში. პრეპარატის რეკომენდებულ თერაპიულ დოზებში მიღებისას ტერატოგენული და ფეტოტოქსიური ეფექტების განვითარების შესახებ მონაცემები არ არის. ორსულობის პერიოდში პრეპარატის ზედმეტად მაღალი დოზების მიღებამ ნაყოფზე და პოსტნატალურ განვითარებაზე შესაძლოა მოახდინოს უარყოფითი გავლენა. 
ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება კომბინაციაში ანტითირეოიდულ საშუალებებთან წინააღმდეგნაჩვენებია, რადგან ნატრიუმის ლევოთიროქსინის მიღებამ შეიძლება მოითხოვოს ანტითირეოიდული საშუალებების დოზების გაზრდა. რადგან ანტითირეოიდული საშუალებები, ნატრიუმის ლევოთიროქსინისაგან განსხვავებით, შესაძლოა გავიდნენ პლაცენტაში, ნაყოფს შესაძლოა განუვითარდეს ჰიპოთირეოზი.

მიღების წესი და დოზირება
სადღეღამისო დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად ჩვენებებიდან გამომდინარე.
ეუთიროქსის სადღეღამისო დოზა მიიღება შიგნით, დილით უზმოზე, უკიდურეს შემთხვევაში საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე, მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით (ნახევარი ჭიქა წყალი) დაუღეჭავად.
ჰიპოთირეოზის ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარებისას 55 წელზე ნაკლები ასაკის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების არმქონე პაციენტებში, ეუთიროქსი ინიშნება სადღეღამისო დოზით 1,6 – 1,8 მკგ სხეულის მასის 1 კგ-ზე. 55 წელზე მეტი ასაკის, ან გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებში – 0,9 მკგ სხეულის მასის 1 კგ-ზე. 

        ჩანაცვლებითი თერაპიის საწყისი ეტაპი ჰიპოთირეოზის დროს

   

55 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გარეშე

         საწყისი დოზა: ქალები – 75-100 მკგ/დღეღამეში,
მამაკაცები – 100-150 მკგ

პაციენტები გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით, ან 55 წელზე მეტი ასაკის პაციენტები

 

 

           საწყისი დოზა – 25 მკგ დღეში
გაიზარდოს 25 მკგ-ით 2 თვის ინტერვალით, სისხლში თტჰ-ის მაჩვენებლის ნორმალიზებამდე
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ სიმპტომების განვითარებისას, ან გაუარესებისას, ჩატარდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თერაპიის კორექცია



თიროქსინის რეკომენდებული დოზები თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის მკურნალობისას

ასაკი

 

ნატრიუმის ლევოთიროქსინის სადღეღამისო დოზა (მკგ)

ნატრიუმის ლევოთიროქსინის დოზა სხეულის მასაზე გადაანგარიშებით (მკგ/კგ)

 0 – 6 თვე

                  25 - 50

           10 - 15

    6 – 12  თვე

                  50 - 75

             6 - 8

  1 - 5  წელი

                 75 – 100

             5 - 6

      6 - 12  წელი

                 100 – 150

             4 – 5

    >12  წელზე

 

                            100 – 200

                               2 – 3


       ჩვენებები

            რეკომენდებული დოზები (ეუთიროქსი მკგ/დღეღამეში)

ეუთირეოიდული ჩიყვის მკურნალობა

                    75 - 200

ეუთირეოიდული ჩიყვის ქირურგიული მკურნალობის შემდეგ რეციდივის პროფილაქტიკა

              

                    75 - 200

თირეოტოქსიკოზის კომპლექსური თერაპია

                    50 - 100

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სუპრესიული თერაპია

                   150 - 300

თირეოიდული სუპრესიის ტესტი

 

4 კვირით ადრე ტესტამდე

3 კვირით ადრე ტესტამდე

2 კვირით ადრე ტესტამდე

1 კვირით ადრე ტესტამდე

ეუთიროქსი

 75 მკგ/დღე-ღამეში

 75 მკგ/დღე-ღამეში

 150-200 მკგ/დღე-ღამეში

 150-200 მკგ/დღე-ღამეში

ახალშობილებს და 3 წლამდე ასაკის ბავშვებს პრეპარატ ეუთიროქსის სადღეღამისო დოზას აძლევენ ერთ მიღებაზე 30 წუთით ადრე პირველ კვებამდე. ტაბლეტი იხსნება წყალში თხელ ანაწონამდე, რომელიც მზადდება უშუალოდ პრეპარატის მიღების წინ.
პაციენტებში მძიმე ხანგრძლივი ჰიპოთირეოზით, მკურნალობა უნდა დაიწყოს განსაკუთრებული სიფრთხილით, დაბალი დოზით – 12,5 მკგ/დღეღამეში, დოზას ზრდიან შემანარჩუნელ დოზამდე დროის შედარებით ხანგრძლივი ინტერვალებით - 12,5 მკგ/დღეღამეში-ით ყოველ 2 კვირაში და უფრო ხშირად საზღვრავენ სისხლში თტჰ-ის კონცენტრაციას.
ჰიპოთირეოზისას ეუთიროქსი ინიშნება როგორც წესი მთელი ცხოვრების განმავლობაში. თირეოტოქსიკოზისას ეუთიროქსი ინიშნება კომპლექსურ თერაპიაში ანტითირეოიდულ პრეპარატებთან, ეუთირეოიდული მდგომარეობის მიღწევის შემდეგ. ყველა შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
ზუსტი დოზირებისათვის აუცილებელია პრეპარატ ეუთიროქსის უფრო შესაფერისი დოზირების გამოყენება.

გვერდითი მოვლენები
ექიმის მეთვალყურეობით პრეპარატ ეუთიროქსის სწორი გამოყენებისას, გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. რეგისტრირებული იყო ალერგიული რეაქციების შემთხვევები ანგიონევროზული შეშუპების სახით.   

დოზის გადაჭარბება
პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას, აღინიშნება ნივთიერებათა ცვლის სიჩქარის მნიშვნელოვანი მომატება. დოზის გადაჭარბებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერთირეოზის კლინიკური ნიშნები, თუ გადაჭარბებულია ნატრიუმის ლევოთიროქსინის ამტანობის ინდივიდუალური ზღურბლი, ან თერაპიის დაწყების მომენტიდან პრეპარატის დოზა ძალიან სწრაფად იზრდება. ჰიპერთირეოზისათვის დამახასიათებელი სიმპტომები: გულის არითმიები, ტაქიკარდია, გულისცემის გაძლიერება, სტენოკარდია, თავის ტკივილი, კუნთების სისუსტე და კუნთების თრთოლვა, ჰიპერემია (განსაკუთრებით სახის), ცხელება, ღებინება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, კეთილთვისებიანი ქალაშიდა ჰიპერტენზია, ტრემორი, შფოთვა, უძილობა, ჰიპერჰიდროზი, სხეულის მასის დაქვეითება, დიარეა. 
გამოვლენილი სიმპტომების მიხედვით, ექიმის რეკომენდაციით შესაძლებელია პრეპარატის დოზის შემცირება, რამოდენიმე დღით მკურნალობის შეწყვეტა, ბეტა-ადრენობლოკატორების დანიშვნა. უკიდურესად მაღალი დოზების მიღებისას, შესაძლებელია პლაზმაფერეზის დანიშვნა. გვერდითი მოვლენების გავლის შემდეგ, მკურნალობა უნდა დაიწყოს სიფრთხილით, შედარებით დაბალი დოზით. რეგისტრირებული იყო გულის გაჩერების შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე იღებდნენ ნატრიუმის ლევოთიროქსინის უკიდურესად მაღალ დოზებს. წინასწარი განწყობის მქონე პაციენტებში ამტანობის ინდივიდუალური ზღურბლის გადაჭარბებისას აღინიშნა კრუნჩხვების განვითარების ცალკეული შემთხვევები. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ნატრიუმის ლევოთიროქსინთან ტრიციკლური ანტიდეპრესანტების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიდეპრესანტების მოქმედების გაძლიერება.
ნატრიუმის ლევოთიროქსინი აქვეითებს საგულე გლიკოზიდების მოქმედებას.
ერთდროული გამოყენებისას, ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი (იონცვლითი ფისები), ასევე ალუმინის ჰიდროქსიდი ამცირებენ ნატრიუმის ლევოთიროქსინის პლაზმურ კონცენტრაციას ნაწლავში მისი შეწოვის შემცირების ხარჯზე. ამის გამო, ნატრიუმის ლევოთიროქსინი აუცილებელია მიიღოთ მითითებული პრეპარატების მიღებამდე 4-5 საათით ადრე.
ანაბოლურ სტეროიდებთან, ასპარაპინაზასთან, ტამოქსიფენთან ერთად გამოყენებისას, შესაძლებელია ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება პლაზმის ცილებთან შეკავშირების დონეზე.
პროტეაზას ინჰიბიტორებმა (მაგ. რიტონავირი, ინდინავირი, ლოპინავირი) შესაძლოა გავლენა მოხდინონ ნატრიუმის ლევითიროქსინის ეფექტურობაზე. რეკომენდებულია თირეოიდული ჰორმონების გულმოდგინე მონიტორინგი.
აუცილებლობისას საჭიროა ნატრიუმის ლევოთიროქსინის დოზის კორექცია. ფენიტოინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნატრიუმის ლევოთიროქსინის ეფექტურობაზე პლაზმის ცილებთან შეკავშირებული ნატრიუმის ლევოთიროქსინის გამოდევნის შედეგად, რამაც  შეიძლება გამოიწვიოს თავისუფალი თ4 და თ3 კონცენტრაციის მომატება. მეორე მხრივ, ფენიტოინი ზრდის ღვიძლში ნატრიუმის ლევოთიროქსინის მეტაბოლიზმის ინტენსივობას. რეკომენდებულია თირეოიდული ჰორმონების კონცენტრაციის გულმოდგინე მონიტორინგი.
ნატრიუმის ლევოთიროქსინმა შეიძლება ხელი შეუწყოს ჰიპოგლიკემიური პრეპარატების ეფექტურობის დაქვეითებას. ამიტომ აუცილებელია სისხლში გლუკოზის კონცენტაციის ხშირი მონიტორინგი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით ჩანაცვლებითი თერაპიის დაწყების მომენტიდან. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ჰიპოგლიკემიური პრეპარატის დოზის კორექცია.
ნატრიუმის ლევოთიროქსინმა შესაძლოა გააძლიეროს ანტიკოაგულანტების (კუმარინის წარმოებულები) ეფექტები მათი პლაზმის ცილებთან კავშირიდან გამოდევნის გზით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენის განვითარების რისკის გაზრდა, მაგ. სისხლჩაქცევა ცნს-ში, ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. ამიტომ აუცილებელია კოაგულაციის პარამეტრების რეგულარული კონტროლი მითითებული პრეპარატებით ერთდროული თერაპიის როგორც დასაწყისში, ასევე მიმდინარეობის პერიოდში. აუცილებლობისას საჭიროა ანტოკოაგულანტის დოზის კორექცია. სალიცილატებმა, დიკუმაროლმა, ფუროსემიდმა მაღალ დოზებში  (250 მგ), კლოფიბრატმა და სხვა პრეპარატებმა შესაძლოა გამოდევნონ ნატრიუმის ლევოთიროქსინი პლაზმის ცილებთან კავშირიდან, რაც იწვევს თავისუფალი თ4 ფრაქციის კონცენტრაციის მომატებას.
სეველამერმა შესაძლოა შეამციროს ნატრიუმის ლევოთიროქსინის შეწოვა. თიროზინკინაზას ინჰიბიტორებმა (მაგ. იმატიბინი, სუნიტინიბი) შეიძლება დააქვეითონ ნატრიუმის ლევოთიროქსინის ეფექტურობა. ამიტომ აღნიშნული პრეპარატებით ერთდროული მკურნალობის კურსის დასაწყისში ან ბოლოს რეკომენდებულია პაციენტის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ცვლილების მონიტორინგი, აუცილებლობისას ნატრიუმის ლევოთიროქსინის დოზის კორექცია.
ალუმინის შემცველი სამკურნალო პრეპარატები (ანტაციდები, სუკრალფატი), რკინის შემცველი სამკურნალო პრეპარატები, კარბონატები ლიტერატურაში აღწერილია როგორც ნატრიუმის ლევოთიროქსინის ეფექტების პოტენციურად დამაქვეითებელი პრეპარატები. ამიტომ ნატრიუმის ლევოთიროქსინის მიღება საჭიროა ასეთი სამკურნალო პრეპარატების მიღებამდე სულ ცოტა 2 საათით ადრე.
სომატროპინმა ნატრიუმის ლევოთიროქსინთან ერთად გამოყენებისას შესაძლოა დააჩქაროს ზრდის ეპიფიზური ზონების დახურვა. 
პროპილთიოურაცილი, გლუკოკორტიკოსტეროიდები, ბეტა-სიმპათოლიზური საშუალებები და იოდის შემცველი საკონტრასტო პრეპარატები, ამიოდარონი აინჰიბირებენ თ4-ის თ3–ად პერიფერიულ გარდაქმნას. იოდის მაღალი შემცველობის გამო, ამიოდარონის გამოყენებას შესაძლოა თან ახლდეს როგორც ჰიპერთირეოზის, ასევე ჰიპოთირეოზის განვითარება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კვანძოვან ჩიყვს ამოუცნობი ფუნქციური ავტონომიის შესაძლო განვითარებით.
სერტრალინი, ქლოროქინი/პროგუანილი აქვეითებენ ნატრიუმის ლევოთიროქსინის ეფექტურობას და ზრდიან თტჰ-ის კონცენტრაციას შრატში. 
ღვიძლის ფერმენტების ინდუქციის ხელშემწყობმა სამკურნალო პრეპარატებმა (მაგ. ბარბიტურატები, კარბამაზეპინი) შესაძლოა ხელი შეუწყონ ნატრიუმის ლევოთიროქსინის ღვიძლის კლირენსს.
ქალებში, რომლებიც იღებენ ესტროგენშემცველ კონტრაცეპტივებს, ან მენოპაუზის მქონე ქალებში, რომლებსაც უტარდებათ ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია, შეიძლება გაიზარდოს მოთხოვნა ნატრიუმის ლევოთიროქსინზე.
სოიოს შემცველი პრეპარატების გამოყენებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ნაწლავში ნატრიუმის ლევოთიროქსინის შეწოვის დაქვეითებას. ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია, განსაკუთრებით სოიოს შემცველი პროდუქტების მიღების შეწყვეტის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით ჩანაცვლებითი თერაპიის დაწყებამდე, ან თირეოიდული სუპრესიის ტესტის ჩატარებამდე, აუცილებელია შემდეგი დაავადებების ან პათოლოგიის გამორიცხვა ან მკურნალობა: მწვავე კორონარული უკმარისობა, სტენოკარდია, ათეროსკლეროზი, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპოფიზის ან თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა. ასევე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით თერაპიის დაწყებამდე საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ავტონომიის გამორიცხვა ან მკურნალობა.
აუცილებელია გამოირიცხოს წამლით განპირობებული ჰიპოთირეოზის განვითარების უმნიშვნელო შესაძლებლობაც კი პაციენტებში კორონარული უკამრისობით, გულის უკმარისობით, ან ტაქიარითმიებით. ამიტომ ასეთ შემთხვევებში აუცილებელია თირეოიდული ჰორმონების კონცენტრაციის რეგულარული მონიტორინგი.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარებამდე, აუცილებელია გაირკვეს მეორადი ჰიპოთირეოზის ეტიოლოგია. აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა ჩანაცვლებითი თერაპიის დაწყება თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის კომპენსაციის მიზნით.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ავტონომიის განვითარებაზე ეჭვის შემთხვევაში, თერაპიის დაწყებამდე რეკომენდებულია თრჰ-ს ტესტის, ან სუპრესიული სცინტიგრაფიის ჩატარება.
პოსტმენოპაუზის პერიოდის ქალებში, რომლებსაც აქვთ ჰიპოთირეოზი და ოსტეოპოროზის მომატებული რისკი, აუცილებელია შრატში ნატრიუმის ლევოთიროქსინის ფიზიოლოგიურზე მეტი კონცენტრაციების არსებობის გამორიცხვა. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გულმოდგინე მონიტორინგი.
ნატრიუმის ლევოთიროქსინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ჰიპერთირეოზის თანმხლები მეტაბოლური დარღვევების არსებობისას. გამონაკლისს წარმოადგენს ჰიპერთირეოზის ანტითირეოიდული პრეპარატებით თანმხლები მედიკამენტური თერაპია. ნატრიუმის ლევოთიროქსინით თერაპიის დაწყებიდან ერთი პრეპარატიდან მეორეზე გადასვლის შემთხვევაში, რეკომენდებულია დოზის კორექცია თერაპიაზე პაციენტის კლინიკური პასუხიდან და ლაბორატორიული გამოკვლევებიდან გამომდინარე.  

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე
კვლევები პრეპარატის გავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე არ ჩატარებულა. ამის მიუხედავად, რადგან ნატრიუმის ლევოთიროქსინი ბუნებრივი თირეოიდული ჰორმონის იდენტურია, გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე მოსალოდნელი არ არის. 

გამოშვების ფორმა
25, 50, 75, 88, 100, 112, 125, 137 ან 150 მკგ ტაბლეტები. 25 ტაბლეტი პვქ/ალ ან პოლიპროპილენ/ალ ბლისტერზე; 2 ან 4 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის პირობები
შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა რეცეპტით.