ეუკარბონი / Eucarbon


შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები: 
1 ტაბლეტი შეიცავს: სენის ფოთოლი – 105.0 მგ, რევანდის ფესვის ექსტრაქტი – 25.0 მგ
დამხმარე ნივთიერებები: 
პიტნის ეთერზეთი, კამის ეთერზეთი, კაოლინი, აკაცია.


ფარმაკოლოგიური თავისებურებები
ენტეროსორბენტი. 
ეუკარბონი შეიცავს მხოლოდ ნატურალურ და მინერალურ ინგრედიენტებს. მისი მსუბუქი საფაღარათო და გაზგამყვანი ეფექტი განპირობებულია სენის ფოთლებისა და რევანდის ექსტრაქტის საფაღარათო მოქმედებითა და მცენარეული ნახშირის უნარით – შებოჭოს სხვადასხვა წარმოსობის ტოქსინები.
ეუკარბონს გააჩნია მსუბუქი სადეზინფექციო მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. საფაღარათო ეფექტის მისარებად ანტრაქინონის გლიკოზიდებიდან, რომლებსაც შეიცავენ სენის ფოთლები და რევანდის ექსტრაქტი, საჭიროა მათი ისეთი რაოდენობით მიღება, რომ A და B სენოზიდების რაოდენობამ 15-30 მგ შეადგინოს.
ვინაიდან სენოზიდების შემცველობა ეუკარბონის ტაბლეტში საკმაოდ დაბალია, ყაბზობის სხვადასხვა ფორმის სამკურნალოდ საჭიროა დოზის ინდივიდუალური შერჩევა.
საფაღარათო ეფექტი ვითარდება პრეპარატის მიღებიდან 8 – 10 საათის შემდეგ.

ჩვენება
სხვადასხვა გენეზის ყაბზობა, მეტეორიზმი.

უკუჩვენება
პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ნაწლავის გაუვალობა, ნაწლავის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება ან ქრონიკული ანთების გამწვავება, უცნობი ეტიოლოგიის ტკივილი მუცლის არეში. წყალ-მარილოვანი წონასწორობის ძლიერი დარღვევა.
ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის ანთება.
უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

დოზის გადაჭარბება
დიარეა მიუთითებს დოზის გადაჭარბებაზე; ასეთ შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება ან მისი მიღების შეწყვეტა.

მიღების თავისებურებანი
სხვადასხვა პაციენტს პრეპარატზე სხვადასხვაგვარი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს. დოზა ინდივიდუალურად უნდა იქნას შერჩეული. ორსულებში პრეპარატი სიფრტხილით ინიშნება. 
ავტომობილისა და სხვადასხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა: პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე, არ მოქმედებს ორგანიზმის ფსიქოფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე და არ იწვევს ძილიანობას.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ეუკარბონმა შესაძლოა გააძლიეროს საგულე გლიკოზიდების ეფექტი. სხვა პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში აუცილებლად აცნობეთ ექიმს. თუ მკურნალობთ დამოუკიდებლად, მიმართეთ ექიმს მკურნალობის მიზანშეწონილობის თაობაზე.

დოზირება და მიღების თავისებურებანი
ტაბლეტები მიიღება დიდი რაოდენობის სითხესთან ერთად კვების დროს ან მის შემდეგ:
12 წლის ზემოთ: 1-2 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში, მაქსიმალური საფაღარათო ეფექტის მისაღებად. უფრო ძლიერი ეფექტისათვის დასაშვებია საღამოს დოზის გაზრდა 3-4 ტაბლეტამდე. 
2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები (ინიშნება პედიატრის მიერ): 1/2 – ერთი ტაბლეტი საკვებთან ერთად ან მის შემდეგ 1-3-ჯერ დღეში.
ნაწლავების ინტენსიური დაცლისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სწრაფი გასუფთავების მიზნით (მაგ.: რენდგენოლოგიური გამოკვლევის, განსაკუთრებით პიელოგრაფიის წინ) 6-8 ტაბლეტი მიიღება საღამოს დიდი რაოდენობის წყალთან ერთად.
მკურნალობის ხანგრძლოვობა არ აღემატება 2 კვირას.

გვერდითი მოვლენები
ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, დიარეა – იშვიათია. ხანდახან ტუტე რექციის გამო შესაძლებელია შარდის წითლად შეფერვა, რასაც კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.

ვარგისიანობის ვადა
5 წელი.
პრეპარატის მიღებამდე შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადა, რომელიც მითითებულია ეტიკეტსა და კოლოფზე. დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

შენახვის პირობები:
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუდგომელ ადგილას.


აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი:
ფ. ტრენკა
მისამართი:
გოლდეგასსე, A – 1040 ვენა, ავსტრია.