Nuk
ES-სომნოგამა / ES-SOMNOGAMA


შემადგენლობა

ესსომნოგამა+ ის 1 ტაბლეტი შეიცავს 3 მგ ესზოპიკლონს
არაქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს:
ლაქტოზა - 0.19 გ
სახამებელი - 0.076 გ
პოლივინილპიროლიდონი - 0.019 გ
მაგნიუმის სტეარატი - 0.003 გ
ტაბლეტის დასაფარი კომბინაცია
Instaqoat aqua III - 0.009 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ეს ზოპიკლონი მიეკუთვნება ციკლოპიროლანის ჯგუფის საძილე საშუალებას, რომელიც თავისი სტრუქტურით განსხვავდება ბენზოდიაზეპინებისა და ბარბიტურატებისაგან. იგი წარმოადგენს ბენზოდიაზეპინური რეცეპტორების ”არაბენზოდიაზეპინურ” აგონისტს. გააჩნია სედატიური, ანქსიოლიზური, ცენტრალური მიორელაქსაციური და ანტიკონვულსიური ეფექტები. ბენზოდიაზპინების მსგავსად, პრეპარატი აძლიერებს გაემ-ერგულ (გამაამინოერბომჟავას) პროცესებს ცნს-ში. იგი ურთიერთქმედებს ბენზოდიაზეპინურ რეცეპტორებთან, რის შედეგადაც იზრდება რეცეპტორების მგრძნობელობა მედიატორის მიმართ. უნდა აღინიშნოს, რომ ესზოპიკლონი სავარაუდოდ მოქმედებს ბენზოდიაზეპინური რეცეპტორების სხვა უბნებზე, განსხვავებით ბენზოდიაზეპინებისაგან. საძილე ეფექტი აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან ნახევარი საათის შემდეგ. იგი არ ამცირებს «სწრაფი» ძილის ფაზას, ახანგრძლივებს “ნელ” ძილს და უზრუნველყოფს ნორმალური ფიზიოლოგიური ძილის ინიცირებას, რომელიც გრძელდება 6-8 საათი. პრეპარატის ხანგრძლივი მიღება არ იწვევს დაღლილობის შეგრძნებას დილისათვის, რაც დამახასიათებელია ბენზოდიაზეპინებისა და ბარბიტურატების ჯგუფის საძილე საშუალებებისათვის. არ ხასიათდება კუმულაციური თვისებებით.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი პერორალურად მიღებისას სწრაფად შეიწოვება. მისი ელიმინაციის ნახევარპერიოდი შეადგენს 6 საათს. პრეპარატის დაახლოებით 45% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ორგანიზმიდან ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად. პირის ღრუში მწარე გემოს არსებობა შეიძლება აიხსნას ესზოპიკლონის გამოყოფით ნერწყვთან ერთად.

ჩვენებები
ძილის დარღვევის მკურნალობა: უძილობა, დაძინების პროცესების გაჭიანურება.

მიღების წესები და დოზები
ინიშნება პერორალურად. მოზრდილების დოზა ინდივიდუალურად შეირჩევა. ძირითადად შეადგენს 1-3მგ (1/3-1 აბი) ძილის წინ. ხანგრძლივი უძილობისას დოზა საწყისი შეადგენს 3 მგ (1 აბი). ხანდაზმულ პაციენტებში ნიშნავენ განახევრებული დოზით (1/2 აბი), შეძლებისდაგვარად შეარჩევენ მცირე დოზას, რომელიც დამოკიდებულია მის ეფექტურობასა და შეწოვაზე. შემდგომში დოზა შესაძლოა გაიზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ თირკმელების ფუნქციის დარღვევისას სისხლში პრეპარატის კონცეტრაციის მომატება არ აღინიშნება, საწყისი დოზა უმჯობესია განახევრდეს. მკურნალობის კურსი არ აღემატება 6 კვირაზე მეტ ხანს. პრეპარატის გახანგრძლივებული მიღება არ არის სასურველი წამლისადმი დამოკიდებულების განვითარების რისკის გამო.

გვერდითი მოვლენები
ხშირად ადგილი აქვს პირში მწარე ან ლითონის გემოს, იშვიათად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევებს (ღებინება, გულისრევა).იშვიათად ვითარდება ალერგია (ჭინჭრის ციება, გამონაყარი), ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ავადმყოფური ძილიანობა, იშვიათად- თავბრუსხვევა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა.

უკუჩვენება
სუნთქვის გამოხატული უკმარისობა, თირკმელების უკმარისობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. პრეპარატი არ ინიშნება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში და პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ ესზოპიკლონის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობისას საჭიროა ალკოჰოლისა და ცნს-ზე დამთრგუნველად მოქმედ საშუალებების მიღებისაგან თავის შეკავება. პაციენტებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ თირკმელების ფუნქცია პრეპარატი რეკომენდებულია 1 მგ დოზით. პრეპარატისადმი დამოკიდებულების რისკი იზრდება პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ წამლისა და ალკოჰოლის მიმართ მიდრეკილება. რისკი შედარებით მცირეა, თუ მკურნალობის ხანგრძლივობა არ აჭარბებს 6 კვირას. 
სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: მიუხედავად იმისა, რომ გვერდითი მოვლენები ზოპიკლონის მიღებისას იშვიათად ვითარდება, პრეპარატის მიღებიდან მომდევნო დღეს პაციენტს დიდი სიფრთხილე მართებს სატრანსპორტო საშუალების მართვისას და დანადგარების მომსახურეობისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება
პრეპარატი არ იწვევს მწვავე რეაქციებს, დარღვევები ძირითადათ გარდამავალი ხასიათისაა. მაღალი დოზების მიღებისას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ანტეროგრადულ ამნეზიას, რაც ნიველირდება ბენზოდიაზეპინების ანტაგონისტის ფლუმაზელინის ინტრავენური შეყვანით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ესზოპიკლონი აქვეითებს იმიპრამინის კონცენტრაციას, რაც მნიშვნელოვანია მისი ერთდროული მიღებისას ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან. ერითრომიცინი აჩქარებს ესზოპიკლონის შეწოვას და ახანგრძლივებს მის გამოყოფას. ცნს-ზე პრეპარატის დამთრგუნველ მოქმედებას აძლიერებენ ცნს-ის სხვა მადეპრიმირებელი - საძილე საშუალებები, ალკოჰოლი, ტრანკვილიზატორები, ნეიროლეფსიური საშუალებები, ანტიდეპრესანტები, სანარკოზე საშუალებები, ანალგეტიკები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები და ანტიჰისტამინური საშუალებები. ზოპიკლონის აქტივობა შეიძლება გააძლიერონ პრეპარატებმა, რომლებიც თრგუნავენ ღვიძლის ენზიმების აქტივობას.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისობის ვადა: 3 წელი
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე

აფთიაქში გაცემის წესი
არ მიიღოთ პრეპარატი გარეგნული დათვალიერების შემდეგ აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის წესი რეცეპტით)

სად შევიძინოთ?