Nuk
ეკორალი კაფსულა / EQUORAL Caps

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ciclosporin
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნოლოგიაიმუნოდეპრესიული საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: ტევა
  • მწარმოებელი ქვეყანა: უკრაინა
  • გამოშვების ფორმა: 100მგ კაფსულა #50, 25მგ კაფსულა #50, 50მგ კაფსულა #50
  • გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

შემადგენლობა

ერთი კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება – ციკლოსპორინი 25 მგ, 50 მგ, 100 მგ,
დამხმარე ნივთიერებები: ეთილის სპირტი, ჰიდროქსისტეარატის მაკროგოლგლიცერილი, პოლიგლიცერილ-3-ოლეატი, პოლიგლიცერილ-10-ოლეატი, D, L-a-ტოკოფეროლი,
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცეროლი 85%, სორბიტოლის ხსნარი, რკინის ყვითელი ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი, გლიცინი. 
აღწერილობა:
ეკორალი 25 მგ, გაუმჭვირვალე ყვითელი ფერის, ოვალური, ჟელატინის კაფსულები, 12,5 x 8 მმ, ამოტვიფრული ორი სამკუთხედით და მარკირებით “25 მგ”; კაფსულების შემადგენლობა – გამჭვირვალე, ყვითელი ან მოყვითალო-ყავისფერი ფერის ზეთოვანი სითხე.
ეკორალი 50 მგ, გაუმჭვირვალე ყვითელი ფერის, ოვალური, ჟელატინის კაფსულები, 21 ხ x მმ, ამოტვიფრული ორი სამკუთხედით და მარკირებით “50 მგ”; კაფსულების შემადგენლობა – გამჭვირვალე, ყვითელი ან მოყვითალო-ყავისფერი ფერის ზეთოვანი სითხე.
ეკორალი 100 მგ, გაუმჭვირვალე ყვითელი ფერის, ოვალური, ჟელატინის კაფსულები, 26 x 10 მმ, ამოტვიფრული ორი სამკუთხედით და მარკირებით “100 მგ”; კაფსულების შემადგენლობა – გამჭვირვალე, ყვითელი ან მოყვითალო-ყავისფერი ფერის ზეთოვანი სითხე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
აბსორბცია და ბიოლოგიური ათვისებულობა
ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკა ხასიათდება განსაკუთრებული ვარიაბელობით, რაზეც გავლენას ახდენს პრეპარატის სამკურნალო ფორმა. შიგნით მიღების შემდეგ ციკლოსპორინი შეიწოვება თორმეტგოჯა და მლივი ნაწლავიდან, ხოლო უკვე შემდგომ აბსორბირდება თეძოს და მსხვილი ნაწლავიდან. პრეპარატის საშუალო ბიოათვისებულობა შეადგენს დაახლოებით 30%. შიგნით მიღების შემდეგ C max ცვალებადობს 1 - 6 საათამდე. ზოგ პაციენტში აღინიშნება ორ პიკიანი მრუდი, რაც ვლინდება საკვების შემდეგ დაჩქარებული აბსორბციის შემდეგ ან ღვიძლის ქსოვილში პრეპარატის გადანაწილების შედეგად. ნაწლავის კედელში არსებული ციტოქრომ P 450 III A ამცირებს ციკლოსპორინის ბიოათვისებულობას მისი მეტაბოლიზმის დარღვევის გამო. ციკლოსპორინის აბსორბცია ქვეითდება დიარეის შედეგად და იზრდება კუჭიდან თორმეტგოჯაში კუჭის შიგთავსის სწრაფი ევაკუაციის შემდეგ. ციკლოსპორინის აბსორბცია ქვეითდება კუჭ-ნაწლავის ისეთი ფუნქციური დარღვევების შედეგად, როგორიც არის – კრონის დაავადება, მლივი და თეძოს ნაწლავის შუნტირების ჩატარების დროს, ნაღვლის არასაკმარისი სეკრეციისას, ქიმიოთერაპიით გამოწვეული ენტერიტის, დასხივების და ე.წ. “ტრანსპლანტანტი მასპინძლის წინააღმდეგ” მდგომარეობისას. ციკლოსპორინის აბსორბციის უნარი უფრო დაბალია შავკანიანებში (დაახლოებით 30%) შედარებით თეთრკანიან პაციენტებთან (დაახლოებით 39%). შრატში ტრიგლიცერიდების მომატების შემთხვევაში პრეპარატის ბიოათვისებულობა იზრდება და მცირდება ჰემოგლობინის დონის მომატებისას. ძლიერ ცხიმიანმა საკვებმა შესაძლებელია ხელი შეუწყოს ღვიძლის ლიპაზების ინდუქციას, რაც შედეგად გამოიწვევს ციკლოსპორინის კონცენტრაციის მომატებას სისხლში. ბავშვებში თერაპიული ეფექტის შემანარჩუნებელი აუცილებელი დოზა უნდა იყოს შედარებით დაბალი. ბავშვებში პრეპარატის ბიოათვისებულობა მნიშვნელოვნად იზრდება თუ იგი მიიღება შიგნით ვიტამინი E-ს წყალში ხსნად ფორმასთან ერთად.
გადანაწილება
ციკლოსპორინის უდიდესი ნაწილი გადანაწილდება სისხლძარღვების გარეთ. ციკლოსპორინის დაახლოებით 33 – 37% იმყოფება სისხლის პლაზმაში, ამავდროულად მისი 90% მიერთებულია ცილებთან. ციკლოსპორინის 4 – 9% იმყოფება ლიმფოციტებში, 5 – 12% გრანულოციტებში და 41 – 58% ერითროციტებში. ციკლოსპორინი მიეკუთვნება ლიპოფილურ ნივთიერებებს და აქვს უნარი დაგროვდეს ცხიმოვან ქსოვილში. ღვიძლი, კუჭქვეშა ჯირკვალი და თირკმელი შეიცავს შედარებით უფრო დიდ კონცენტრაციას ცხიმისა, ვიდრე პლაზმა. ციკლოსპორინი აგრეთვე აღინიშნება რეტიკულოენდოთელურ და ენდოკრინულ სისტემებში. იგი ნაწილდება სხეულის ძალიან ბევრ ორგანოსა და ქსოვილში და გადადის ასევე დედის რძეში. ციკლოსპორინის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება ცხიმოვან ქსოვილებში და კუჭქვეშა ჯირკვალში, მისი მაღალი კონცენტრაცია ასევე აღინიშნება თირკმელებში, ღვიძლში, ელენთაში, ძვლის ტვინში, გულში, აორტაში, კანში, თვალის კაკალში და სინოვიალურ სითხეში. ციკლოსპორინის განაწილების მოცულობა (Vd) ცვალებადობს 3.5 – 13 ლ/კგ ფარგლებში. ქალებში Vd შედარებით უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცებში, რაც აიხსნება იმით, რომ მათ ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილი შედარებით მეტია. თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ Vd შეადგენს 4,5 ლ/კგ, ღვიძლის დაავადების დროს 3,9 ლ/კგ და გულის უკმარისობის მქონე ბავშვებში 0,9 ლ/კგ. დიაბეტის მქონე ბავშვებში Vd მაღალია, დაახლოებით – 15 ლ/კგ. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ ციკლოსპორინის განაწილების მოცულობა იცვლება მკურნალობის განმავლობაში. მკურნალობის დასაწყისში მისი საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 27,2 ლ/კგ, ხოლო 3 კვირის შემდეგ აღინიშნება მაჩვენებლის შემცირება 21,8 ლ/კგ-მდე. 
ბიოტრანსფორმაცია
ადამიანის ორგანიზმში ციკლოსპორინი მთლიანად განიცდის მეტაბოლიზმს მონოოქსიგენაზას ფერმენტული სისტემით, რომლის კატალიზსაც ახდენს ციტოქრომა P450 III A. შედეგად წარმოიქმნება 25-ზე მეტი პირველადი მეტაბოლიტი. ციკლოსპორინის ბიოტრანსფორმაციაში მონაწილე ფერმენტები ძირითადად იმყოფებიან ღვიძლის უჯრედების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ენდოპლაზმურ მემბრანაში. ყველა მეტაბოლიტი შეიცავს ინტაქტურ საწყის პეპტიდურ ნაერთებს, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ სუსტი იმუნოსუპრესიული აქტივობა. ყველაზე აქტიურ მეტაბოლიტს – AM1 შენარჩუნებული აქვს პირველადი აქტივობის 10 – 20%. ციკლოსპორინის მეტაბოლიტების გადანაწილება ქსოვილებში არაერთგვაროვანია. ციხკლოსპორინის გაცილებით მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება ცხიმოვან ქსოვილში და კუჭქვეშა ჯირკვალში (40-ჯერ მეტი), ხოლო ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება ღვიძლში და თირკმელებში (190-ჯერ მეტი). მიუხედავად იმისა, რომ ციკლოსპორინის მეტაბოლიტების ტოქსიურობა დაბალია, მაგრამ არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ ისინი არ ღებულობენ მონაწილეობას ციკლოსპორინის ჰეპატოტოქსიკურ და ნეფროტოქსიკურ მოვლენებში.
ციკლოსპორინის მეტაბოლიზმი შესაძლოა დაირღვეს მისი კომბინირებლი გამოყენებისას ისეთ პრეპარატებთან, რომლებიც გავლენას ახდენენ ციტოქრომა P450 - ის სისტემაზე.
ციტოქრომ P450-ის ინდუქტორები ამცირებენ ციკლოსპორინის კონცენტრაციას სისხლში, ხოლო ინჰიბიტორები კი იწვევენ მომატებას. გრეიპფრუტის წვენი არღვევს პრეპარატის მეტაბოლიზმს და შესაბამისად პაციენტების უმრავლესობისთვის არ არის რეკომენდირებული მისი მიღება.
გამოყოფა
ციკლოსპორინის კლირენსის დიაპაზონი ცვალებადობს 0,28 – 3 ლ/სთ/კგ-ს ფარგლებში. ციკლოსპორინი ძირითადად გამოიყოფა ნაღველთან ერთად. ციკლოსპორინის ნაწილი ხელახლა განიცდის აბსორბციას. ციკლოსპორინის გამოყოფა ხორციელდება ორ ფაზური გზით: პრეპარატ ეკორალის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) ცვალებადობს 8 – 18 სთ ფარგლებში (საშუალოდ 8,4 სთ). ციკლოსპორინი გადადის დედის რძეში. დედის რძეში პრეპარატის რაოდენობა ცვალებადობს 16-დან 263 ნგ/მლ ფარგლებში. ციკლოსპორინის მცირე რაოდენობა გამოიყოდა თირკმელების მიერ უცვლელი სახით (0,1 – 6%). მძიმე დამწვრობის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-2 სთ-ს. გაცილებით უფრო დაბალი ნახევარგამოყოფის პერიოდი აღინიშნება თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, ბავშვებში, ხანდაზმულ პაციენტებში და შაქრიანი დიაბეტის დროს. ციკლოსპორინის კლირენსზე არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ჰემოდიალიზი. დიალიზატში აღმოჩენილია ციკლოსპორინის დოზის 1%-ზე ნაკლები. პლაზმაფერეზი ძალიან მცირედ მოქმედებს ციკლოსპორინის კლირენსზე.
პრეპარატი ეკორალი წარმოადგენს ციკლოსპორინის ახალ ფორმას, რომელიც წყალში მოხვედრისას წარმოქმნის გელის ნაწილაკების დისპერსიას. ახალი ფორმულა ხელს უწყობს ბიოათვისებულობის გაზრდას და ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკის მცირედ შეცვლას. გარდა ამისა, შემანარჩუნებელი მკურნალობის დროს არ აღინიშნება სისხლში ციკლოსპორინის დონის მნიშვნელოვანი ცვლილება.

ფარმაკოკინეტიკა
ციკლოსპორინის იმუნოდეპრესიული მოქმედება განპირობებულია მისი უნარით დაბლოკოს T-ლიმფოციტების ადრეული აქტივაცია და დათრგუნოს ციტოკინების სინთეზი (განსაკუთრებით ინტერლეიკინ-2) ან გაააქტიუროს მათი გენები ტრანსკრიფციის დონეზე. ციკლოსპორინი მოქმედებს როგორც პრეპარატის არააქტიური წინამორბედი. უჯრედშიდა შემბოჭველ ცილა – ციკლოფილინთან – ერთად იგი წარმოქმნის კომპლექსს, რომელიც უერთდება უჯრედშიდა ფოსფატაზა – კალცინევრინს – და თრგუნავს ფერმენტების აქტივობას, რომლებიც თავის მხრივ აუცილებლები არიან აქტივირებული T - ლიმფოციტების ნუკლეარული ფაქტორის ციტოპლაზმის სუბერთეულის აქტივაციისთვის (NFAT). შემადგენელ არააქტიურ უჯრედულ NFAT -ს არ შეუძლია ბირთვში შეღწევა, რის შედეგადაც ბლოკირებულია NFAT -ის ჩამოყალიბება და მის მიერ მართული ინტერლეიკინი-2-ის გენის ტრანსკრიპცია.
ციკლოსპორინი წარმოადგენს ძლიერმოქმედ იმუნომასტიმულირებელ პრეპარატს. ციკლოსპორინი ამცირებს უჯრედული რეაქციის განვითარებას ალოტრანსპლანტანტის მიმართ, შენელებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციას, ე.წ. “ტრანსპლანტანტი მასპინძლის წინააღმდეგ” დაავადებას და T-ლიმფოციტრებით განპირობებულ ანტისხეულების წარმოშობას. ციკლოსპორინი მოქმედებს ლიმფოციტებზე სპეციფიკურად და უკუშექცევადად.
ციტოსტატიკური პრეპარატებისგან განსხვავებით არ მოქმედებს უარყოფითად ჰემოპოეზზე და არ ზემოქმედებს ფაგოციტებზე. პაციენტები, რომელთაც მკურნალობენ ციკლოსპორინით უფრო არიან მიდრეკილნი ინფექციების მიმართ, ვიდრე ისინი, ვისაც უტარდება მკურნალობა სხვა იმუნოდეპრესიული პრეპარატებით.
ციკლოსპორინი ასევე ხელს უწყობს ისეთი გადანერგილი ქსოვილების შეთვისებაში, როგორიც არის კანი, გული, თირკმელები, კუჭქვეშა ჯირკვალი, ძვლის ტვინი და ფილტვები. დადებითი ეფექტები გამოვლინდა ასევე ისეთი დაავადებების მკურნალობის დროს, რომლებიც თავისი ბუნებით არიან ავტოიმუნური ხასიათის ან სავარაუდოდ ასეთია.

ჩვენებები
- ტრანსპლანტანტის გამოძევების პრევენცია თირკმლის, ღვიძლის, გულის, გულ-ფილტვის კომბინირებული პრეპარატის, ფილტვების ან კუჭქვეშა ჯირკვლის ალოგენური ტრანსპლანტაციის შემდეგ.
- ტრანსპლანტანტის გამოძევების მკურნალობა იმ პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ სხვა იმუნოდეპრესანტებით.
- ტრანსპლანტანტის გამოძევების პრევენცია ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ, ე.წ. `ორგანიზმი მასპინძლის წინააღმდეგ~ მდგომარეობის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
- არაინფექციური ეტიოლოგიის ენდოგენური უვეიტი (აქტიური, თვალის შუა ან უკანა ნაწილის უვეიტი, რაც ემუქრება მხედველობას), როდესაც ჩვეულებრივი მკურნალობა უშედეგოა ან იწვევს მძიმე გვერდითი ეფექტების გამოვლენას; ბეხჩეტის უვეიტი (ანთების მორეციდივე ეპიზოდებით, რის დროსაც ასევე ჩათრეულია ბადურაც).
- ნეფროზული სინდრომი (მათ შორის სტეროიდ-დამოკიდებული და სტეროიდ-რეზისტენტული ფორმები).
- მაღალი აქტივობის მქონე რევმატიული ართრიტი (როდესაც კლასიკური, ნელა მოქმედი ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები არაეფექტურია ან მათი გამოყენება შეუძლებელია),
- ფსორიაზი
- ატოპური დერმატიტი

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მიიღება რეგულარულად 12 საათიანი ინტერვალებით (დილით და საღამოს), რის დროსაც ერთიდაიგივე დამოკიდებულება უნდა იყოს შენარჩუნებული საკვებთან მიმართებაში (მიიღება კვებამდე ან კვების შემდეგ). ქვემოთ მოყვანილი შიგნით მისაღები ეკორალის დოზების დიაპაზონები განხილული უნდა იქნას მხოლოდ როგორც რეკომენდაცია.
როგორც წესი სისხლში უნდა შემოწმდეს ციკლოსპორინის კონცენტრაცია. მიღებული შედეგებიდან გამომდინარე საზღვრავენ დოზის სიდიდეს, რაც საჭიროა სხვადასხვა პაიცენტში ციკლოსპორინის შესაბამისი კონცენტრაციის მისაღწევად.
ეკორალის კაფსულები მიიღება წყალთან ერთად და იყლაპება მთლიანად. იმის გამო, რომ მოსალოდნელია ურთიერთქმედების რეაქცია მოხდეს P450-დამოკიდებულ ფერმენტულ სისტემასთან, შესაბამისად არ შეიძლება გრეიპფრუტის ან მისი წვენის მიღება პრეპარატის დოზის მიღებამდე 1 საათით ადრე და 1 საათით შემდეგ.
პრეპარატის დოზას საზღვრავს მკურნალი ექიმი გამომდინარე დაავადების ტიპიდან და სიმძიმიდან. საჭიროა ექიმის რეკომენდაციის დაცვა და დაუშვებელია დოზის შეცვლა თვითნებურად.
მყარი ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს ეკორალის მკურნალობა იწყება ოპერაციამდე 12 საათით ადრე და ინიშნება 10-15 მგ/კგ, გაყოფილი ორ მიღებაზე. ოპერაციიდან 1-2 კვირის განამვლობაში მკურნალობა ტარდება მეთვალყურეობის ქვეშ, რის დროსაც მოწმდება ციკლოსპორინის დონე პლაზმაში მანამდე, სანამ შემანარჩუნებელი დოზა არ მიაღწევს 2-6 მგ/კგ/დღეში (გაყოფილი 2 მიღებაზე). როდესაც ეკორალი ინიშნება კომბინაციაში გლუკოკორტკოსტეროიდებთან ერთად, და ასევე სამ ან ოთხ კომპონენტიანი მკურნალობისას, ასეთ შემთხვევაში საწყის ეტაპზე შესაძლებელია დოზის შემცირება (3-6 მგ/კგ/დღე, გაყოფილი 2 მიღებაზე) ან მისი კორექცია მკურნალობის პროცესის დროს, რის დროსაც გასათვალისწინებელია სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაცია და უსაფრთხოების მაჩვენებლები (შარდოვანას და კრეატინინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში და არტერიული წნევა).
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დროს საწყისი დოზა ინიშნება ოპერაციამდე 1 დღით ადრე. ეკორალის სადღეღამისო დოზა უნდა შეადგენდეს 12,5 - 15 მგ/კგ-ს, გაყოფილი 2 მიღებაზე. შემანარჩუნებელი მკურნალობა ტარდება სულ მცირე 3 თვის განმავლობაში (უფრო სასურველია – 6 თვე), რის შემდეგაც ციკლოსპორინის დოზა საფეხურეობრივად მცირდება ნულამდე 1 წლის განმავლობაში.
ციკოსპორინის მკურნალობის დასრულებს შემდეგ ზოგიერთ პაციენტს უვითარდება ე.წ. “ორგანიზმი მასპინძლის წინააღმდეგ” დაავადება. მკურნალობის განახლება ჩვეულებრივ იძლევა დადებით შედეგს. ზომიერად გამოხატული “ორგანიზმი მასპინძლის წინააღმდეგ”დაავადების შემთხვევაში შესაძლებელია შედარებით დაბალი დოზების გამოყენება. 
ენდოგენური უვეიტის დროს რემისიის მისაღწევად საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 5 მგ/კგ გაყოფილი 2 მიღებაზე, მანამდე სანამ არ გაქრება აქტიური ანთების ნიშნები და არ გაუმჯობესდება მხედველობის სიმახვილე. იმ შემთხვევებში, როდესაც დაავადება ცუდად ექვემდებარება მკურნალობას, დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 7 მგ/კგ/დღე-მდე ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.
თუ ვერ ხერხდება სიტუაციის გაკონტროლება ეკორალის მონოთერაპიის გზით საწყისი რემისიის მისაღწევად ან ანთებითი პროცესის შესაჩერებლად, ასეთ შემთხვევაში კომპლექსურ მკურნალობაში ემატება გლუკოკორტიკოსტეროიდები საწყისი დოზით 0,2-0,6 მგ/კგ პრედნიზოლონი (ან გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზის ექვივალენტური სხვა პრეპარატი).
შემანარჩუნებელი მკურნალობის დროს დოზა უნდა შემცირდეს თანდათან მანამდე, სანამ არ მიაღწევს უმცირეს ეფექტურ დოზას, რომელიც დაავადების რემისიის პერიოდში არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/კგ/დღეღამეში. თუ მკურნალობის 3 თვის განმავლობაში ეკორალს არ ექნება დადებითი ეფექტი, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სხვა ალტერნატიული პრეპარატით.
ნეფროზული სინდრომის დროს რემისიის მისაღწევად რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა მოზრდილებისთვის შეადგენს 5 მგ/კგ-ს და ბავშვებისთვის 6 მგ/კგ-ს (გაყოფილი 2 მიღებაზე). თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 2,5 მგ/კგ/დღეში.
თუ ეკორალის მონოთერაპიის დროს ვერ ხერხდება დამაკმაყოფილებელი ეფექტის მიღება, ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია მისი კომბინირება პერორალურ გლუკოკორტიკოიდების მცირე დოზებთან ერთად. თუ მკურნალობის 3 თვის განმავლობაში ვერ მიიღწევა სასურველი ეფექტი, ასეთ შემთხვევაში ეკორალის მკურნლობა უნდა შეწყდეს.
რევმატოიდული ართრიტის დროს პირველი 6 თვის განმავლობაში რეკომენდირებული დოზა შეადგენს 2,5 მგ/კგ დღეში გაყოფილი 2 მიღებაზე. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში სადღეღამისო დოზა შესაძლებელია თანდათან გაიზარდოს, თუ პაციენტი კარგად გადაიტანს ამას. თუმცა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 4 მგ/კგ/დღეში. სრული ეფექტის მისაღწევად შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატ ეკორალის 12 თვიანი მკურნალობის ჩატარება. შემანარჩუნებელი მკურნალობის შემთხვევაში დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდულაურად, გამომდინარე იქედან თუ როგორ გადაიტანს ამას პაციენტი. პრეპარატი ეკორალი შესაძლებელია დაინიშნოს კომბინაციაში გლუკოკორტიკოიდების და/ან არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების დაბალ დოზებთან ერთად. ეკორალი შესაძლებელია ასევე დაინიშნოს მეტოტრექსატის დაბალ დოზიან და ერთკვირიანი მკურნალობის სახით იმ პაციენტებში, რომლებშიც მეტოტრექსატის მკურნალობა არაეფექტურია. ეკორალის საწყისი დოზა შეადგენს 2,5 მგ/კგ/დღე (გაყოფილი 2 მიღებაზე). ამავდროულად დოზა შესაძლებელია გაიზარდოს იმ დონემდე, რაც იქნება ყველაზე მცირე უსაფრთხო დოზა.
ფსორიაზის ვარიაბელური ბუნების გამო, მკურნალობა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. რემისიის ინდუქციის მიზნით რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 2,5 მგ/კგ/დღეში გაყოფილი 2 მიღებაზე. 1 თვიანი მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში სადღეღამისო დოზა შესაძლებელია გაიზარდოს თანდათან, თუმცა არ უნდა გადააჭარბოს 5 მგ/კგ/დღეს. მკურნალობა უნდა შეწყდეს თუ 6 კვირის განმავლობაში 5 მგ/კგ/დღე დოზის მიღების შემთხვევაში არ აღინიშნება დამაკმაყოფილებელი შედეგი ან ეფექტური დოზა შეესაბამება უსაფრთხოების დადგენილ პარამეტრებს.
საწყის დოზად 5 მგ/კგ/დღეში დანიშვნა გამართლებულია პაციენტებში, რომელთაც ესაჭიროებათ მდგომარეობის სწრაფად გაუმჯობესება. დადებითი ეფექტის მიღების შემთხვევაში ეკორალის მკურნალობა შესაძლებელია შეწყდეს, ხოლო დაავადების შემდგომი რეციდივების დროს შესაძლებელია განმეორებით დაინიშნოს წინა შეტევისას მიღებული ეფექტური დოზა. ზოგიერთ პაციენტს შესაძლებელია დასჭირდეს ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობა.
შემანარჩუნებელი მკურნალობის დროს დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, მინიმალური ეფექტური დოზის შესაბამისად და არ უნდა გადააჭარბოს 5 მგ/კგ/დღეში.
ატოპური დერმატიტის ვარიაბელური ბუნების გამო მკურნალობა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. რეკომენდირებული საწყისი დოზის დიაპაზონი შეადგენს 2.5 -5 მგ/კგ/დღეში, გაყოფილი 2 მიღებაზე, 8 კვირის განმავლობაში. თუ 2 კვირის განმავლობაში 2.5 მგ/კგ/დღეში საწყისი დოზის მიღებისას არ აღინიშნება სასურველი შედეგი, მაშინ შესაძლებელია სადრეღამისო დოზა სწრაფად გაიზარდოს მაქსიმალურამდე - 5 მგ/კგ/დღე. ძალიან მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია დაავადების სწრაფი და ადექვატური კონტროლი იმ შემთხვევაში თუ საწყისი დოზა იქნება 5 მგ/კგ/დღეში. ადექვატური შედეგის მიღების შემთხვევაში დოზა შესაძლებელია შემცირდეს საფეხურეობრივად, ხოლო თუ შესაძლებელია მკურნალობა უნდა შეწყდეს. რეციდივის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს განმეორებითი მკურნალობის კურსი. 
ბავშვებში გამოყენების თავისებურება:
ეკორალის კაფსულები განკუთვნილია 3 წელზე უფროსი ბავშვებისათვის, რაც განპირობებულია მისი მყარი ფორმით.
ბავშვებში და მოზრდილებში დოზები განსხვავებულია.
ტრანსპლანტაციის შემდეგ მიღებული ციკლოსპორინის რეკომენდირებული დოზების მიღებისას რაიმე სერიოზული გართულება არ გამოვლენილა ბავშვებში.
ხანდაზმული პაციენტები:
3-4 თვიანი მკურნალობის შედეგად ხანდაზმულ პაციენტებში აღინიშნება არტერიული წნევის მომატება და ასევე კრეატინინის დონის მომატება სისხლის შრატში საწყის მაჩვენებელთან შედარებით 50%-ზე მეტად. შესაბამისად პაციენტის ასაკის გათვალისწინებით რეკომენდირებულია სიფრთხილის გამოჩენა პრეპარატის ინდივიდუალური დოზის შერჩევისას და სისხლში კრეატინინისა და ციკლოსპორინის კონცენტრაციის დონის რეგულარული კონტროლი.
დიალიზიანი პაციენტები
პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან დიალიზზე არ ესაჭიროებათ ციკლოსპორინის დოზის კორექცია.
რამდენიმე პათოლოგიური მდგომარეობის არსებობა:
პაციენტებს ფილტვის ფიბროზული კისტოზით და შაქრიანი დიაბეტით ესაჭიროებათ უფრო მაღალი დოზები ვიდრე სხვა პაციენტებს.
ციკლოსპორინი იწვევს ნეიროტოქსიკოზის განვითარებას ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში. შესაბამისად რეკომენდირებულია შედარებით დაბალი დოზების დანიშვნა (დოზის დაქვეითება 50%-ით იმ შემთხვევაში ქოლესტერინი შემცირებულია სისხლის შრატში 50%-ით).
ჭარბწონიან პაციენტებში დოზა უნდა შეირჩეს არა ფაქტიური წონის გათვალისწინებით, არამედ ნორომალური წონის, სიმაღლის და ასაკის თანაფარდობის შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები
- წვის შეგრძნება ხელის მტევნებში და ფეხის ტერფებში.
- ჭარბთმიანობა
- კანკალი
- ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევა
- ღრძილების ჰიპერტროფია
- ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ბილირუბინის დონის დოზა-დამოკიდებული და უკუშექცევადი მომატება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება სისხლის პლაზმაში)
- კრეატინინისა და შარდოვანას დონის მომატება
- არტერიული ჰიპერტენზია (თირკმლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში ეს არც ისე ხშირია)
- ბავშვებში აღინიშნება შეშუპება, გულყრა, არტერიული ჰიპერტენზია.

უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა ციკლოსპორინის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი ნივთიერების მიმართ
- ქუნთრუშა
- სველი სირსველი (გენერალიზაციის პროცესის რისკი)
- ღვიძლის ფუნქციის გამოხატული უკმარისობა.
- ჰიპერკალიემია
- არტერიული ჰიპერტენზია
- მალაბსორბციის სინდრომი
- მწვავე ფორმის ინფექციური დაავადებები
- 3 წლამდე ასაკი
- 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთაც აღენიშნებათ რევმატოიდული ართრიტი.
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები
ეკორალის მკურნალობისას პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მუდმივი და რეგულარული დაკვირვების ქვეშ.
გასინჯვისას უნდა მოხდეს პაციენტის საერთო მდგომარეობის გამოკვლევა, არტერიული წნევის გაზომვა, სისხლში მოცირკულირე ციკლოსპორინის დონის განსაზღვრა და ორგანოთა ფუნქციების, განსაკუთრებით კი ღვიძლისა და თირკმლის შემოწმება. 
ეკორალის მკურნალობის კურსის დროს პაციენტმა თავი უნდა აარიდოს მზის სხივების და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას.
დოზის გადაჭარბებისას ან ბავშვის მიერ პრეპარატი ეკორალის შემთხვევით მიღებისას დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს.
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს ეთანოლის საერთო რაოდენობის 18,87%. თითოეული დოზა შეიცავს 0,84 გრ-მდე ეთანოლს. ამ მიზეზის გამო არ არის რეკომენდირებული პრეპარატის დანიშვნა ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში (გამონაკლისს წარმოადგენენ ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდგომ პერიოდში მყოფი პაციენტები), ალკოჰოლიზმით და ეპილეფსიით დაავადებულები, თავის ტვინის დაავადებისა და ტრავმის მქონე პაციენტები. პრეპარატმა შესაძლებელია დააქვეითოს სხვა პრეპარატების მოქმედება.
ბლისტერის გახსნის შემდეგ შესაძლებელია იგრძნობოდეს დამახასიათებელი სუნი.

ჭარბი დოზირება
მონაცემები ეკორალის დოზის ძლიერი გადაჭარბების შესახებ ამჟამად არ არის ცნობილი, თუმცა არსებობს შეზღუდული მონაცემები სხვა ციკლოსპორინების დოზის გადაჭარბების შესახებ.
სიმპტომები: თირკმლის ფუნქციის უკუშექცევადი დაზიანება.
მკურნალობა: საჭიროა საერთო შემანარჩუნებელი ზომების მიღება. პრეპარატი შეიძლება გამიყოს ორგანიზმიდან მხოლოდ არასპეციფიკური ზომების, მათ შორის კუჭის ამორეცხვის გზით, რადგან ციკლოსპორინი პრაქტიკულად ვერ გამოიყოფა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის, ჰემოპერფუზიის და გააქტიურებული ნახშირის საშუალებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკებს, ამფოტერიცინი ბ-ს, კეტოკონაზოლს, ტრიმეტოპრიმს, მელფალანს, ციპროფლოქსაცინს, კოლხიცინს, ცეფალოსპორინის ანტიბიოტიკებს, არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებს, ციმეტიდინს, რანიტიდინს, ტაკროლიმუსს შეუძლიათ გაზარდონ ციკლოსპორინის ნეფროტოქსიურობა.
ქინიდინს, თეოფილინს, ნატრიუმის ვალპროატს და მათ დერივატებს შეუძლიათ გაზარდონ ციკლოსპორინის მოქმედება.
ორალურ ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებებს, გლუკოკორტიკოიდულ მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებს (ერითრომიცინი, ჯოსამიცინი, კლარითრომიცინი), იმიდაზოლის და ტრიაზოლის სოკოსსაწინააღმდეგო საშუალებებს (მეტრონიდაზოლი, ფლუკონაზოლი, ინტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი), H2 რეცეპტორის ანტაგონისტებს (რანიტიდინი, ციმეტიდინი), კალციუმის არხის ბლოკატორებს (დილტიაზემი, ნიფედიპინი, ნიმოდიპინი, ნიკარდიპინი, ვერაპამილი), ფტორქინოლონებს, პრისტონამიცინს, დოქსიციკლინს, პროპაფენონს, ალოპურინოლს, ბრომოკლიპტინს, დანაზოლს, მეტოკლოპრამიდს – შეუძლიათ გაზარდონ ციკლოსპორინის კონცენტრაცია სისხლში ფერმენტების, კერძოდ ციტოქრომა P450 III A დათრგუნვის ხარჯზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პრეპარატის მეტაბოლიზმსა და სეკრეციაზე.
ზემოხსენებულ პრეპარატების და ციკლოსპორინის კომბინირებული მიღებისას იზრდება გვერდითი მოვლენების, განსაკუთრებით კი ნეფროტოქსიკურობის განვითარების რისკი. 
ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ბარბიტურატებს (ფენიტოინი, კარბამაზეპინი), ბარბიტურატებს, ბენზოდიაზეპინებს, ჰესტაგენებს, და ესტროგენებს, და მათ კომბინაციას, ოქტრეოტიდს, ტოკლოპიდინს, ამინოგლუტეთიმიდს, ფენოთიაზინს, რიფამპიცინს, იზონიაზიდს, ტრიმეტოპრიმს და ინტრავენურად გამოსაყენებელ სულფადიმიდინს, ასევე იმ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ Hypericum perforatum (კრაზანა) – შეუძლიათ გაზარდონ ციკლოსპორინის კონცენტრაცია სისხლში ფერმენტების, კერძოდ კი ციტოქრომა P450 III A - ს ინდუქციის ხარჯზე, რომელიც პასუხისმგებელია ციკლოსპორინის მეტაბოლიზმსა და სეკრეციაზე.
ზემოხსენებული პრეპარატებისა და ეკორალის კომბინირებულის გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული, ხოლო მათი გამოყენებისას რეგულარულად უნდა გადამოწმდეს ციკლოსპორინის დონე სისხლში, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში კრეატინინის დონე სისხლში.
ციკლოსპორინთან კომბინირებული გამოყენებისას ლოვასტატინი და კოლხიცინი ზრდიან მიოპათიის განვითარების რისკს.
თუ აღნიშნული პრეპარატების კომბინირებული გამოყენებისას პაციენტი უჩივის კუნთების ტკივილს და სისუსტეს, ასეთ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს კრეატინკინაზას დონე, რადგან არსებობს რაბდომიოლიზის და თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკი.
იმის გათვალისწინებით, რომ ნიფედიპინს შეუძლია გამოიწვიოს ღრძილების ჰიპერტროფია, იგი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთაც ციკლოსპორინის მკურნალობისას ანამნეზში აღენიშნებათ გვერდითი მოვლენები (ღრძილების შეშუპება).
ვაქცინის ეფექტურობა შესაძლებელია შემცირდეს ციკლოსპორინის

სად შევიძინოთ?