Nuk
ენტეროლი / Enterol


შემადგენლობა

თითოეული პაკეტი შეიცავს 282,5 მგ ლიოფილიზირებულ

Saccharomyces boulardii-ს (250 მგ სამკურნალო საფუარი და 32,5 მგ ლაქტოზა)

დამხმარე ნივთიერება: მაგნიუმის სტეარატი.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტიდიარეული მიკრობული პრეპარატი

 

ჩვენება:

-მწვავე ბაქტერიული და ვირუსული დიარეა.

-მწვავე და ქრონიკული გასტროენტერიტი და გასტროენტეროკოლიტი.

- ანტიბიოტიკების, ონკოსტატიკების, ქიმიოპრეპარატების მიღებითა და სხივური თერაპიით გამოწვეული დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა

-Clostridium difficile-თი გამოწვეული მორეციდივე ფსევდომემბრანოზული კოლიტი.

-შიდსთან ასოცირებული დიარეა.

-გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი.

-დიარეა, რომელიც გამოწვეულია ზონდით ხანგრძლივი კვებით.

 

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე.

უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის ცენტრალური ვენური კათეტერით.

 

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

არ შეიძლება მიღება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.

 

დოზირება და მიღების წესი:

1 წლამდე:  1/2 პაკეტი 2-ჯერ დღეში.

1-10 წლამდე: 1 პაკეტი ან კაფსულა 2-ჯერ დღეში.

10 წლის ზემოთ: 1-2 პაკეტი ან კაფსულა 2-ჯერ დღეში.

კაფსულა უნდა გადაიყლაპოს წყლის მიყოლებით. პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას წყალსა ან რძეში. არ შეიძლება ძალიან ცივი ან ცხელი წყლის გამოყენება.

 

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად, ცენტრალური ვენური კათეტერის მქონე პაციენტებში შესაძლებელია განვითარდეს ფუნგემია.

 

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.

 

შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

გაცემის წესი:
ურეცეპტოდ

სად შევიძინოთ?