Nuk
ელოკომი / Elocom


ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური დასახელებები: mometasone; 9,21-დიქლორო-17[(2-ფურანილკარბონილ)ოქსი]-11β-ჰიდროქსი-16α-მეთილპრეგნა-1,4-დიენ-3,20-დიონ მონოჰიდრატი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის გაუმჭვირვალე მალამო, უცხო ჩანართების გარეშე;
შემადგენლობა: მალამოს 1 გ შეიცავს 1 მგ მომეტაზონის ფუროატს;
დამხმარე ნივთიერებები: ჰექსილენგლიკოლი, გამოხდილი წყალი, ფოსფორმჟავა, პროპილენგლიკოლის სტეარატი, თეთრი ცვილი, თეთრი ვაზელინი.

გამოშვების ფორმა. მალამო.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. დერმატოლოგიური დანიშნულების ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდები. ათქ კოდი D07Aჩ13

ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
მომეტაზონის ფუროატი – სინთეზური კორტიკოსტეროიდია, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და სისხლძარღვების შემავიწროებელი მოქმედება გააჩნია.

ფარმაკოკინეტიკა.
ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდების კანის გზით შეღწევადობის ხარისხი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორისაა პრეპარატის შემადგენლობა და ეპიდერმული ბარიერის მთლიანობა. ანთებამ და კანში მიმდინარე სხვა პროცესებმა შესაძლებელია კანის გზით პრეპარატის შეღწევადობის ზრდა გამოიწვიოს.
კანის გავლით მალამოს აბსორბციის კვლევა, რადიოაქტიული 3H-მომეტაზონის ფუარატის გამოყენებით, ტარდებოდა დაუზიანებელი კანის მქონე მოხალისე მამაკაცებზე. იზოტოპის განავალში და შარდში გამოყოფილ რაოდენობაზე დაყრდნობით, მალამოს 8-საათიანი აპლიკაციის შემდეგ (ოკლუზიური სახვევის გარეშე) გამოყენებული დოზის დაახლოებით 0,7%-მა სისტემური აბსორბცია განიცადა.

გამოყენების ჩვენებები.
ანთების და ქავილის სიმპტომების ადგილობრივი მკურნალობა კანის იმ დაავადებებისა, რომლებიც კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას ექვემდებარება, მათ შორის ფსორიაზის და ატოპიური დერმატიტის, დროს.

გამოყენების წესი და დოზები.
ელოკომი თხელ ფენად ესმევა კანის დაზიანებულ უბნებზე, დღეში 1-ხელ. მკურნალობის ხანგრძლიობა დაავადების სიმძიმის და მიმდინარეობის მიხედვით ინდივიდუალურად განისაზღვრება.
სახეზე კორტიკოსტეროიდების ადგილობრივად გამოყენების ხანგრძლივობა ბავშვებსა და მოზრდილებში, არ უნდა აჭარბებდეს 5 დღეს. პრეპარატის უწყვეტად გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 2-3 კვირას. 

გვერდითი მოქმედება.
პრეპარატ ელოკომის გამოყენების შემდეგ იყო შეტყობინებები შემდეგი ადგილობრივი რეაქციების შესახებ: პარესთეზიის, ქავილის, კანის ატროფიის ნიშნების, წვის, ფოლიკულიტის, ფერიმჭამელას მსგავსი რეაქციის, პაპულების, პუსტულების და ტელეანგიექტაზიის სახით (სიხშირე - ძალიან იშვიათი).  
სხვა ძლიერმოქმედი კორტიკოსტეროიდული პრეპარატების გამოყენებისას შემდეგი ადგილობრივი გვერდითი რეაქციები იქნა დარეგისტრირებული, რომლებიც პრეპარატ ელოკომის გამოყენების დროსაც შესაძლებელია: კანის გაღიზიანება, ჰიპერტრიქოზი, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, კანის მაცერაცია, მეორადი ინფექცია, სტრიები და კანის გამოყელვა (სიხშირე - იშვიათი).
შესაძლებელია სისტემური გვერდითი რეაქციები (იხ. განყოფილება `გამოყენების თავისებურებები~) მალამოს დიდ ზედაპირებზე, ხანგრძლივად გამოყენების დროს, განსაკუთრებით, ოკლუზიური სახვევის ქვეშ. 
ყველა არასასურველი მოვლენა, რომლებიც დარეგისტრირებულა სისტემური მოქმედების გლუკოკორტიკოიდების მოქმედებისას, მათ შორის ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური სისტემის დათრგუნვა, შეიძლება განვითარდეს ძლიერმოქმედი გლუკოკორტიკოიდების დანიშვნისას, განსაკუთრებით, ჩვილებსა და ბავშვებში (იხ. განყოფილება `გამოყენება პედიატრიაში~). 

უკუჩვენებები.
ელოკომი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომელთაც პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა აღენიშნებათ. ისევე, როგორც სხვა გლუკოკორტიკოიდები, ელოკომი უკუნაჩვენებია პაციენტებში ვულგარული ფერიმჭამელებით, აკნეთი, როზაცეათი, პერიორალური დერმატიტით, პერიანალური და გენიტალური ქავილით, კანის ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციებით (ჰერპესი, ჩუტყვავილა, სარტყლისებური ლიქენი) ან სოკოვანი ეტიოლოგიით, ტუბერკულოზის, სიფილისის, და პოსტვაქცინალური რეაქციების მქონე პაციენტებში. 

დოზის გადაჭარბება.
სიმპტომები: ადგილობრივი გლუკოკორტიკოსტეროიდების გადაჭარბებულმა ან ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დათრგუნვა გამოიწვიოს, რაც შესაძლებელია თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის მეორადი უკმარისობის განვითარების მიზეზი გახდეს.
მკურნალობა.
ნაჩვენებია შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა. ჰიპერკორტიციზმის მწვავე სიმპტომები, ჩვეულებრივ, შექცევადია. აუცილებლობის შემთხვევაში, ნაჩვენებია ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია. ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდირებულია კორტიკოსტეროიდების თანდათანობით მოხსნა.

გამოყენების თავისებურებები.
ელოკომი მხოლოდ დერმატოლოგიური გამოყენებისთვისაა ნაჩვენები და არ არის განკუთვნილი ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის.
თუ პრეპარატის გამოყენებისას შეინიშნება გაღიზიანება ან მომატებული მგრძნობელობა, მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი თერაპია.
ინფექციის განვითარების შემთხვევაში, უნდა გამოიყენოთ შესაბამისი სოკოს საწინააღმდეგო ან ანტიბაქტერიული საშუალება. თუ ხანმოკლე პერიოდის 15 გ ტუბი #1.


სად შევიძინოთ?