Nuk
დუოვიტი / Duovit


სამკურნალო ფორმა: დრაჟე
შემადგენლობა: 
1 წითელი ფერის დრაჟე შეიცავს: 
ვიტამინი A (Retinolim) 5000 ME
ვიტამინი D3 (Cholecalciferolum) 200ME
ვიტამინი C ( Acidum ascorbicum) 60 მგ
ვიტამინი PP (Nicotinamidum) 13 მგ
ვიტამინი E  (Tocopheroli acetas) 10 მგ
კალციუმის პანტოტენატი (Calcii pantothenas) 5 მგ
ვიტამინი B6 (Pyridoxini chloridum) 2 მგ
ვიტამინი B2 (Riboflavinum) 1,2 მგ
ვიტამინი B1 (Thiamini nitras) 1 მგ
ფოლიუმის მჟავა (Acidum folicum) 0,4 მგ
ვიტამინი B12 (Cyanocobalaminum) 3 მკგ

1 ლურჯი ფერის დრაჟე შეიცავს:
მაგნიუმი (Mg2+)  20 მგ
კალციუმი (Ca2+) 15 მგ
ფოსფორი (P5+)  12 მგ
რკინა (Fe 2+) 10 მგ
ცინკი (Zn2+) 3 მგ
სპილენძი (Cu2+) 1 მგ
მარგანეცი (Mn2+) 1 მგ
მოლიბდენი (Mo6+) 0.1 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მანიტი, კორიგენტი გარგრის ზეთი, პოლისორბატი 80, გლიცერინი, აბუსალათინის ზეთი, სორბიტი, თხევადი გლუკოზა, ქაფის საწინააღმდეგო საშუალება, მაგნიუმის სტეარატი, წითელი საღებავი (E124), ნარინჯისფერი საღებავი (E110), ფარმაცევტული ცვილი, საქაროზა, თხევადი პარაფინი, პოვიდონი, საღებავი ინდიოტინი (E132).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალება.
ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი.
ათქ კოდი: [A11AA03].

ფარმაკოლოგიური თვისებები
დუოვიტი - კომბინირებული პრეპარატი, შეიცავს 11 ვიტამინს და 8 მინერალს.
ვიტამინების და მინერალები წარმოადგენენ მნიშვენელოვან ფაქტორს მეტაბოლურ პროცესებში, ისინი აუცილებელია ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისათვის, ჯანმრთელობის შენარჩუნების და გაძლიერებისათვის.
ვიტამინი A  არის ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დამცავი კომპონენტი, შედის მემბრანის უჯრედის სტრუქტურაში, არეგულირებს უჯრედის ზრდას, აუცილებელია კანისა და ლორწოვანი გარსის დასაცავად, მონაწილეობს მხედველობის ფოტოქიმიურ აქტში, ახდენს უჯრედოვანი იმუნიტეტის რეაქციის სტიმულირებას. 
ვიტამინი D3    თამაშობს მთავარ როლს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ბალანსის შენარჩუნებაში. მისი დეფიციტისას მცირდება ძვლის ქსოვილში კალციუმის შემცველობა (ოსტეოპოროზი).
ვიტამინი PP ააქტიურებს ქსოვილებში მეტაბოლურ პროცესებს, აუმჯობესებს რეგენერაციის პროცესების მიმდინარეობას, მონაწილეობს სტეროიდული ჰორმონების სინთეზში. 
პანტოტენის მჟავა  მონაწილეობს  ცილების მეტაბოლიზმში, ქოლესტერინის სინთეზში, ენერგეტიკულ ცვლაში, ხელს უწყობს ბიფიდობაქტერიების ზრდას - ნაწლავის ბიოსინთეზის მნიშვნელოვანი კომპონენტი. 
ვიტამინი B1 - ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, უზრუნველყოფს ნახშირწყლების ცვლას.
ვიტამინი B2 - ხელს უწყობს ქსოვილის რეგენერაციის პროცესებს, მათ შორის კანის უჯრედებს. 
ვიტამინი B6 - მონაწილეობს ცილების, ნახშირწყლების და ცხიმების ცვლის რეგულირებაში, მონაწილეობს ჰემოგლობინის, ასევე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნაში, ხელს უწყობს ძვლების, კბილების, ღრძილების სტრუქტურის და ფუნქციის შენარჩუნებს. 
ვიტამინი B12 - მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესებში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციონირების ნორმალიზებას.
ფოლიუმის მჟავა თამაშობს განსაკუთრებულად მნიშვნელოვან როლს ნუკელოზური მჟავების და ცილების ბიოსინთეზში, მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში. 
ვიტამინი E - არის ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, აკონტროლებს ნუკლეინის მჟავას და ჰემოგლობინის სინთეზს, ხელს უწყობს ორგანიზმის იმუნოდამცავი ძალების გაძლიერებას.
ვიტამინი C - არის მთავარი ვიტამინი- ანტიოქსიდანტი, მონაწილეობს ნაწლავიდან რკინის შეწოვაში, არეგულირებს შემაერთებელ ქსოვილში ცვლას, ახდენს სისხლძარღვების გამტარობის ნორმალიზებას, აქტიურად მონაწილეობს ტოქსინების გაუვნებელყოფაში. ვიტამინი C ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ, ამცირებს ანთებით რეაქციებს. 
კალციუმი  მონაწილეობს ძვლის ქსოვილის ფორმირებაში, სისხლის შედედებაში, ნერვული იმპულსების გადაცემაში, ჩონჩხებისა და გლუვი კუნთების კუმშვაში, გულის ნორმალურ მუშაობაში. იგი აგრეთვე ხელს უწოვს რკინის შეწოვას.
მაგნიუმი  მონაწილეობს კუნთებისა და ძვლის ქსოვილის ფორმირებაში, აგრეთვე მონაწილეობს ცილების სინთეზში.
რკინა  წარმოადგენს ჰემოგლობინის მოლეკულების ნაწილს, მონაწილეობს ორგანიზმში ჟანგბადის გადაცემაში და ახდენს ანემიის განვითარების პრევენციას.
ფოსფორი  კალციუმთან ერთად, მონაწილეობს ძვლებისა და კბილების ფორმირებაში, ასევე მონაწილეობს ენერგეტიკული ცვლის პროცესებში.
მარგანეცი  თანამონაწილეობს ძვლების მინერალიზაციაში.
სპილენძი  აუცილებელია ერითროციტების ნორმალური ფუნქციისათვის და რკინის ნორმალური ცვლისათვის.
ცინკი აუცილებელია ქსოვილის რეგენრეაციისათვის, შედის ზოგიერთი ჰორმონების შემადგენლობაში, ინსულინის ჩათვლით.
ვიტამინების და მინერალების კომპლექსის ათვისების გაუმჯობესებისა და ძირითადი კომპონენტების აქტივობის შენარჩუნებისათვის ვიტამნები და მინერალები დაყოფილია სხვადასხვა ფერის დრაჟეებად.  ვიტამინებს შეიცავს წითელი ფერი დრაჟეები, მინერალებს - ლურჯი ფერი დრაჟეები. 

გამოყენების ჩვენებები
დუოვიტი გამოიყენება პროფილაქტიკის სახით შემდეგი მდგომარეობისას:
ორგანიზმის ინფექციური დაავადებების და გაციების მიმართ წინააღმდეგობის გასაძლიერებლად;
გამოჯანმრთელების პერიოდში გადატანილი დაავადებების შემდეგ;
არარეგულარული, არასრულფასოვანი კვებისას ან არამრავალფეროვანი კვებითი რაციონისას, (ძირითადად სწრაფი კვება, საკვების არარეგულარულად მიღება, სასადილოს კვება, ახალი ხილისა და ბოსტნეულის სეზონური დეფიციტ), კვების დაბალი რაციონისას (დიეტა წონის დაკლების მიზნით, დიაბეტი და სხვ.);
ვიტამინების და მინერალების მიმართ თანმხლები მომატებული მოთხოვნილების მდგომარეობისას: მომატებული ფიზიკური (აქტიური ფიზკულტურა ან სპორტი) და ნერვულ-ფსიქიური დატვირთვისას, ორსულობის და ლაქტაციის დროს.
კვების პროდუქტების არასაკმარისი ათვისებისას (ხანდაზმულები, მწეველები, ალკოჰოლიზმით დაავადებულები). 
მინერალური ნივთიერებების მომატებული დაკარგვისას (ღებინება, ყაბზობა, ძლიერი მენსტრუაცია, ჭარბი ოფლდენა);
კომპლექსურ თერაპიაში ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენებისას.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გაფრთხილება
შესაძლოა შარდის ყვითლად შეფერვა, რაც საერთოდ არამავნებელია და აიხსნება პრეპარატში რიბოფლავინის არსებობით. არ არის რეკომენდებული დუოვიტის მიღება სხვა ვიტამინების და მინერალების შემცველ პრეპარატებთან ერთად მიღება.

გამოყენების წესი და დოზები
რეკომენდებულია მიღება საუზმის შემდეგ. უფროსებში და 10 წელზე ზემოთ ბავშვებში მიიღება 1 წითელი ფერის და 1 ლურჯი ფერის დრაჟე დღეში. დრაჟე უნდა გადაყლაპოთ მთლიანად მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. პრეპარატის მიღების კურსის ხანგრძლივობა 30 დღე.  პრეპარატის მიღების კურსის განმეორება შესაძლებელია შუალედის გაკეთების შემდეგ (1-3 თვის ინტერვალით) ან ექიმის რეკომენდაციით. 

გვერდითი მოქმედებები
შესაძლოა ალერგიული რეაქციები.  არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას, შემთხვევით მაღალი დოზის მიღებისას მიმართეთ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
პრეპარატი შეიცავს რკინას და კალციუმს  და ამიტომ აბრკოლებს ნაწლავში ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების შეწოვას, აგრეთვე ფტორქინოლინის წარმოებული ანტიმიკრობული საშუალებების შეწოვას.
ვიტამინი C აძლიერებს სულფანალამიდების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებების მოქმედებას და გვერდით ეფექტებს (მათ შორის შარდში კრისტალების გამოვლენა). ანტაციდური პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ალუმინს, მაგნიუმს, კალციუმს, ასევე ქოლესტირამინი ამცირებენ რკინის შეწოვას. თიაზიდების ჯგუფის შარდმდენი საშუალებების ერთდროული დანიშვნისას იზრდება ჰიპერკალციემიის ალბათობა.

გამოშვების ფორმა
40 დრაჟე (20 წითელი ფერის დრაჟე ვიტამინებით და 20 ლურჯი ფერის დრაჟე მინერალებით). 

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ნესტისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ დრაჟე შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?