დოპელჰერც აქტივი A-დან Z-მდე / Doppelherz Activ from A To Zinc


შემადგენლობა
ვიტამინები: ვიტ.C- 150 მგ. ვიტ.E – 24 მგ. ნიკოტინამიდი – 18 მგ. კალციუმის პანტოთენატი – 12 მგ. ვიტ.B6 – 5,0 მგ. ვიტ.B2 – 4,0 მგ. ვიტ.B1 – 3,5 მგ. ვიტ.A – 800მკგ. ფოლიუმის მჟავა – 450მკგ. ბიოტინი – 100მკგ. ვიტ.K – 20 მკგ. ვიტ.D – 5მკგ. ვიტ.B12 – 2.5 მკგ. 
მაკრო- და მიკროელემენტები: კალციუმი-120მგ. ფოსფორი-92მგ. მაგნიუმი-45მგ. კალიუმი-10მგ. თუთია-5მგ. რკინა – 2,1 მგ. სპილენძი – 0.9მგ. მანგანუმი – 0.9მგ. ქლორიდები- 0.9მგ. იოდი – 100მკგ. ქრომი – 25 მკგ. მოლიბდენი – 20მკგ. სელენი – 10მკგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინი A – მონაწილეობს ცილების, ცხიმების, მუკოპოლისაქარიდების სინთეზში, უზრუნველყოფს კანის, ლორწოვანი გარსების, ასევე მხედველობის ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას.
B ჯგუფის ვიტამინები – მონაწილეობენ სხვადასხვა ფერმენტის წარმოქმნაში, რომლებიც ორგანიზმში არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.
ვიტამინი B1 – მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში, ნერვული სისტემის ფორმირებაში.
ვიტამინი B2 – წარმოადგენს უჯრედული სუნთქვისა და მხედველობითი აღქმის კატალიზატორს. დიდ როლს ასრულებს დნმ-ის ფორმირებაში, ხელს უწყობს ქსოვილოვანი რეგენერაციის პროცესს.
ვიტამინი B6 – მონაწილეობს ამინომჟავებისა და ცილების მეტაბოლიზმში.
ვიტამინი B12 – ფოლიუმის მჟავასთან ერთად მონაწილეობს ნუკლეოტიდების სინთეზში, ასევე, ერითროციტების და მიელინური უჯრედების ფორმირებაში, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ზრდის პროცესისათვის. 
ფოლიუმის მჟავა – მონაწილეობს სისხლის უჯრედების ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელ ამინომჟავების სინთეზში, რომლებიც ახდენენ ერითროპოეზის სტიმულაციას. 
ვიტამინი E – ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედების ზრდას, დადებითად მოქმედებს პერიფერიულ სისხლის მიმოქცევაზე. მონაწილეობს ცილების და ჰემოგლობინის სინთეზში, უჯრედების ზრდის პროცესში, ჩონჩხის კუნთების, გულის და სისხლძარღვების, სასქესო ჯირკვლების ფუნქციებში.
ვიტამინი C – დიდ როლს ასრულებს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების, შემაერთებელ ქსოვილში მიმდინარე ცვლის რეგულაციაში, ნახშირწყლოვან ცვლაში, სისხლის შედედებასა და ქსოვილთა რეგენერაციაში, ასტიმულირებს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას, ამცირებს კაპილართა კედლის გამავლობას. ვიტამინი C – ზრდის ორგანიზმის ინფექციის წინააღმდეგ მდგრადობას, ამცირებს ანთებით პროცესებს.
ვიტამინი D – მნიშვნელოვანია კალციუმისა და ფოსფორის წონასწორობის დაცვაში. ვიტამინი D – ს დეფიციტს მივყავართ ძვლოვან ქსოვილში კალციუმის შემცირებამდე და ოსტეოპოროზის ჩამოყალიბებამდე.
ნიკოტინამიდი – მონაწილეობს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, ნახშირწყლოვან და ლიპიდურ ცვლაში.
კალციუმი – ახდენს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებას, ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ შედედებას, ნერვული იმპულსების გადაცემას, ჩონჩხის და გლუვი კუნთების კუმშვადობას, გულის მოქმედების რეგულაციას.
მაგნიუმი – ამცირებს აგზნებადობას, მონაწილეობს მრავალ ფერმენტულ პროცესებში.
ქრომი – ხელს უწყობს სისხლში შაქრის სასურველი დონის შენარჩუნებას, ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების პროფილაქტიკას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინს, ხელს უშლის ქსოვილებში ცხიმების დაგროვებას. 
რკინა – მონაწილეობს ერითროპოეზში, შედის ჰემოგლობინის შემადგენლობაში და უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტირებას ქსოვილებში. 
იოდი – ახდენს საკვებში იოდის დეფიციტთან დაკავშირებულ ენდემური ჩიყვის პროფილაქტიკას.
სპილენძი – მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, სისხლწარმოქმნაში, იმუნურ რეაქციებში. 
მანგანუმი – ზემოქმედებს ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნაზე, მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, იმუნურ რეაქციებში. 
მოლიბდენი – მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენითი რეაქციებში.
სელენი – ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან. სელენის უკმარისობამ შესაძლოა მიგვიყვანოს გულ-სისლძარღვთა დაავადებების განვითარებამდე.
თუთია – ხელს უწყობს B ჯგუფის ვიტამინების შეთვისებას, მნიშვნელოვანია ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისათვის, მონაწილეობს მთელი რიგი ჰორმონების წარმოქმნაში.
დეპო ტაბლეტები უზრუნველყოფენ ვიტამინების, მაკრო- და მიკროელემენტების ნელ და თანდათანობით გამოთავისუფლებას, რაც ხელს უწყობს მათ მაქსიმალურ ათვისებას უჯრედების მიერ.

ჩვენებები
• ჰიპოვიტამინოზის, ავიტამინოზის და მინერალური ნივთიერებების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
• გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა, კონცენტრირების უნარის დაკარგვა
• მდგომარეობები, რომელთა დროსაც იზრდება მოთხოვნილება ვიტამინებზე და მაკრო- და მიკროელემენტებზე (სტრესული მდგომარეობა ან გადაღლა, დაავადების შემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი, ქირურგიული ოპერაციები ან რადიოთერაპია, ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის)
• ორგანიზმის ფიზიკური შესაძლებლობების მომატება, კერძოდ სპორტსმენებში.
• არასრული ან არაბალანსირებული კვება

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზევით- დღეში 1 ტაბლეტი ჭამის დროს. მიღების ხანგრძლივობა - 2 თვე

უკუჩვენება
შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.

განსაკუთრებული მითითებები
არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება

შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!