Nuk
დოპელჰერცი® აქტივი ცინკოდინი / Doppel herz Cincodin

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): zinc
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Queisser Pharma GmbH & Co
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

თუთია წარმოადგენს მნიშვნელოვან მიკროელემენტს, რომლის მოთხოვნის შესაბამისი დონის შენარჩუნება აუცილებელია ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის. იგი განაპირობებს 400-ზე მეტი ენზიმის აქტივობას ,ამდენად თუთია მნიშვნელოვანია ყველა ძირითადი მეტაბოლური პროცესებისათვის,განსაკუთრებით იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. თუთია ხელს უწყობს ნორმალურ მხედველობას და კანის,თმის და ფრჩხილების ჯანმრთელ მდგომარეობას.

ასევე თუთია მნიშვნელოვანია ძვლოვანი მეტაბოლიზმისა და რეპროდუქციული სისტემისათვის.

 

დოპელჰერცი აქტივი ცინკოდინი შეიცავს თუთიის სულფატს ჰისტიდინთან ერთად, ეს უკანასკნელი განაპირობებს თუთიის მაქსიმალურ შეწოვას.

 

დოპელჰერცი აქტივი ცინკოდინის მიღება უზრუნველყოფს ორგანიზმის შევსებას თუთიის მიკროელემენტით.

 

დოპელჰერცი აქტივი ცინკოდინი ასევე შეიცავს C ვიტამინს,რაც ზრდის მის ეფექტს ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე.ორივე , თუთიაც და C ვიტამინიც არიან ძლიერი ანტიოქსიდანტები, რაც განაპირობებს თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზაციას და კანის გვიან დაბერებას. ვიტამინი C ასევე განაპირობებს  დაღლილობის შემცირებას.

 

დოპელჰერცი აქტივი ცინკოდინი ინიშნება 12 წლის ზევით, მოზრდილებში და ასაკოვნებში.

 

1 ტაბლეტი შეიცავს:
69 მგ თუთიის სულფატს,რაც შეესაბამება 25 მგ თუთიას, 50 მგ ჰისტიდინს და 100 მგ  C  ვიტამინს.


მიღების წესი:
1 ტაბლეტი ჭამის დროს საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.ტაბლეტი იყოფა ორად.

არ დაღეჭოთ.

 

არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას!

 

საკვები დანამატი არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელად.შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

 

ენერგეტიკული ღირებულება:
1 ტაბ შეესაბამება 1 კკალ/4კჯ .

 

არ შეინახოთ  25 °C- ზე ზემოთ .

სად შევიძინოთ?