დიროტონი / DIROTON


ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
დიროტონი ტაბლეტები 2,5მგ
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 2,5მგ ლიზინოპრილს (ლიზინოპრილის დიჰიდრატის სახით 2,72მგ).
დიროტონი ტაბლეტები 5მგ
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 5მგ ლიზინოპრილს (ლიზინოპრილის დიჰიდრატის სახით 5,44მგ).
დიროტონი ტაბლტები 10მგ
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 10მგ ლიზინოპრილს (ლიზინოპრილის დიჰიდრატის სახით 10,89მგ).
დიროტონი ტაბლეტები 20მგ
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 20მგ ლიზინოპრილს (ლიზინოპრილის დიჰიდრატის სახით 21,77მგ).

სამკურნალწამლო ფორმა
ტაბლტი. 
დიროტონი ტაბლეტები 2,5მგ
თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები ნაპრალით, გრავირებით „2.5” ერთ მხარეს და ნაზოლით მეორეზე. 
დიროტონი ტაბლეტები 5მგ
თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები ნაპრალით, გრავირებით „5” ერთ მხარეს და ნაზოლით მეორეზე. 
დიროტონი ტაბლეტები 10მგ
თეთრი ან თითქმის თეთრი, ოთხკუთხედი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები გრავირებით „10” ერთ მხარეს და ნაზოლით მეორეზე. 
დიროტონი ტაბლეტები 20მგ
თეთრი ან თითქმის თეთრი, ხუთკუთხედი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები გრავირებით „20” ერთ მხარეს და ნაზოლით მეორეზე. 

ნაზოლი განკუთვნილია მხოლოდ ტაბლეტის გატეხვის გასამარტივებლად, მისი გადაყლაპვის გაადვილების მიზნით და არა დოზის გასაყოფად. 

კლინიკური დახასიათება
თერაპიული ჩვენებები:
ჰიპერტენზია: მონოთერაპიის სახით ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან კომბინაციაში. 
გულის უკმარისობა: (დამატების სახით ალისფერი სათითურას ან/და საშარდე საშუალებებთან ერთად).

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი: სტაბილური ჰემოდინამიკის პირობებში, პირველი 24 საათის განმავლობაში მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევის პრევენციისთვის და გულის უკმარისობის პრევენციისთვის, აგრეთვე გადარჩენის რიცხვის გაზრდისთვის. ამას გარდა პაციენტებმა უნდა მიიღონ აუცილებელი სტანდარტული მკურნალობა, მაგ., თრომბოლიზური საშუალებები, აცეტილსალიცილის მჟავა და ბეტა ბლოკატორები. 

დიაბეტური ნეფროპათია: ლიზინოპრილი ამცირებს ალბუმინურიას მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის როს, რომელიც გართულებულია ჰიპერტენზიით და საწყისი ნეფროპათიით. 

დოზები და გამოყენების მეთოდი
ყველა ჩვენების მიხედვით ტაბელეტები უნდა მიიღონ დღეში ერთხელ, ერთი და იგივე დროს. რადგან საკვების მიღება გავლენას არ ახდენს აბსორბციაზე, პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. 

ესენციური ჰიპერტენზია
რეკომენდებული საწყისი დოზა პაციენტებისთვის, რომლებიც არ იღებენ სხვა ჰიპოტენზიურ პრპეარატებს, არის 10მგ დღეში. ჩვეული შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 20მგ-ს, ის შეიძლება გაიზარდოს არაუმეტეს 40მგ-მდე დღეში, არტერიული წნევის რეაქციის მიხედვით. 
თუ მოცემული დოზა საკმარისი არ არის, დიროტონით მკურნალობას შეიძლება დაემატოს სხვა ჰიპოტენზიური საშუალებები. სრული ჰიპოტენზიური ეფექტის მისაღწევად აუცილებელია თერაპიის 2-4 კვირა - ეფექტი მიიღწევა დოზის დაგროვებისას. 
პაციენტებისთვის, რომლებიც ადრე იტარებდნენ შარდმდენებით მკურნალობას შარდმდენების მიღების შეწყვეტა აუცილებელია ლიზინოპრილით მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე. თუ ეს შეუძლებელია, ლიზინოპრილის საწყისი დოზა არ უნდა აჭარბებდეს 5მგ-ს დღეში. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმის დაკვირვება საწყისი დოზის მიღებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში (ლიზინოპრილის პიკური ეფექტი მიიღწევა დაახლოებით 6 საათში), იმის გამო, რომ შეიძლება განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია (იხ. პარაგრაფი 4.4).

რენოვასკულური ჰიპერტენზიის ან სხვა დარღვევების დროს, რომლებიც დაკავშირებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობის მომატებასთან, რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2,5-5მგ-ს დღეში, მკაცრი კონტროლით (არტერიული წნევა, თირკმლის ფუნქცია, შრატში კალიუმის დონე). დამხმარე დოზის ტიტრაცია უნდა მოხდეს-მკაცრი კონტროლის შეწყვეტის გარეშე-არტერიული წნევის რეაქციის მიხედვით. 

თირკმლის უკმარისობა
რადგან ლიზინოპრილი გამოიყოფა თირკმელებით, საწყისი დოზა უნდა განისაზღვროს კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით. შემდგომში შემანარჩუნებელი დოზის ტიტრაცია უნდა მოხდეს არტერიული წნევის რეაქციის მიხედვით, რომელსაც ახლავს თირკმლის ფუნქციის შემოწმება, აგრეთვე შრატში კალიუმის და ნატრიუმის დონის განსაზღვრა. 

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

საწყისი დოზა (მგ/დღეში)

31-80

10-30

5-10

2,5-5

<10 (დიალიზზე მყოფი პაციენტების ჩათვლით)*

2,5**

*ლიზინოპრილის მიღება შეიძლება შეწყდეს დიალიზის დოს. 
** სამკურნალო საშუალების დოზა და მიღების სიხშირე ისაზღვრება არტერიული წნევის დაქვეითების პარამეტრებით. 
ლიზინოპრილის მაქსიმალური დოზა შეადგენს 40მგ-ს დღეში. 
გამოყენება ჰიპერტენზიის დროს პედიატრულ პაციენტებში 6-16 წლის:
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2,5მგ-ს 1-ჯერ დღეში, პაციენტებში სხეულის მასით 20-დან <50კგ-მდე, 5მგ-ს დღეში ერთხელ პაციენტებისთვის სხეულის მასით ≥50კგ. დოზირება ხდება ინდივიდუალურად, მაქსიმუმ 20მგ დღეში, პაციენტებში სხეულის მასით 20-დან <50კგ-მდე და 40მგ სხეულის მასით ≥50კგ. პედიატრულ პაცეინტებში 0,61მგ/კგ-ზე (ან 40მგ-ზე) მაღალი დოზირება გამოცდილი არ ყოფილა (იხ. პარაგრაფი 5.1). 
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებში აუცილებელია განიხილონ მინიმალური საწყისი დოზა ან პრეპარატის მიღებას შორის ინტერვალის გაზრდა. 

გულის უკმარისობა
ლიზინოპრილი შიეძლება დაინიშნოს შარდმდენებთან ერთდროულად ან/და ალისფერი სათითურას პრეპარატებთან ერთად. შესაძებლობის მიხედვით, შარდმდენის დოზა უნდა დაქვეითდეს ლიზინოპრილის მიღების დაწყებამდე. საწყისი დოზა შეადგენს 2,5მგ-ს; ის შეიძლება ნელ-ნელა გაიზარდოს ჩვეულ შემანარჩუნებელ დოზამდე 5-20მგ დღეში. 
ორი კვირის შემდეგ დოზის გაზრდის რეკომენდებული კოეფიციენტი შეადგენს არაუმეტეს 10მგ-ს.
ლიზინოპრილის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 35მგ-ს დღეში. 
მკურნალობის კურსის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას აუცილებელია არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი, თირკმლის ფუნქციის კონტროლი, შრატში კალიუმის და ნატრიუმის შემოწმება, რადგან შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია, რომლესაც ახლავს თირკმლის დისფუნქცია (იხ. პარაგრაფი 4.4).

დიაბეტური ნეფროპათია
მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს, რომელიც გართულებულია ჰიპერტენზიით და ნეფროპათიის საწყისი სტადიით დღიური დოზა შეადგენს 10მგ დიროტონს 1-ჯერ დღეში. აუცილებლობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში 20მგ-მდე, იმისთვის, რომ დიასტოლური არტერიული წნევა დაქვეითდეს 90მმ-ს ქვემოთ. 

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი
თუ ლიზინოპრილით მკურნალობა დაწყებულია ინფარქტიდან პირველი 24 საათის განმავლობაში, საწყისი დოზა შეადგენს 5მგ-ს, შემდეგ ინიშნება 5მგ 24 საათის შემდეგ, 10მგ 48 საათის შემდეგ; შემდგომში 10მგ დღეში შენარჩუნებითვის.

ლიზინოპრილით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 6 კვირის განმავლობაში. ამას გარდა პაციენტმა არ უნდა შეწყვიტოს სტანდარტული მკურნალობა, რომელიც აუცილებლობისას მოიცავს თრომბოლიზური საშუალებებს, აცეტილსალიცილის მჟავას და  ბეტა ბლოკერებს. 

დაბალი სისტოლური წნევისას (≤120მმ) ინიშნება მინიმალური საწყისი დოზა 2,5მგ დღეში. ჰიპოტენზიის შემთხვევაში (სისტოლური წნევა 100მმ-ზე ქვემოთ) რეკომენდებულია შემანარჩუნებელი დოზის დაქვეითება დღეში 5მგ-მდე. აუცილებლობისას შუალედური შემცირებით 2,5მგ-მდე დღეში. 
მყარი ჰიპოტენზიისას (სისტოლური წნევა <90მმ ერთ საათზე დიდი ხნის განმავლობაში) პრეპარატის მიღება უნდა შეჩერდეს. 

გულის უკმარისობის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია დოზირების ინსტრუქციის დაცვა, რომელიც Gგანთავსებულია შესაბამის განყოფილებაში. 

პედიატრიაში გამოყენება
მონაცემები პრეპარატის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე 6 წელზე ნაკლები ასაკის ჰიპერტენზიის მქონე ბავშვებში შეზღუდულია, სხვა მაჩვენებლებით გამოკვლევები არ ჩატარებულა (იხ. პარაგრაფი 5.1) ლიზინოპრილი რეკომენდებული არ არის ბავშვებში ჰიპერტენზიის გარდა სხვა ჩვენებით გამოსაყენებლად. ლიზინოპრილი რეკომენდებული არ არის 6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა (გორგლოვანი ფილტრაციის სისწრაფე <30მლ/წთ/1.73მ2) (იხ. პარაგრაფი 5.2).

გამოყენება ხანდაზმულებში
კლინიკურ კვლევებში გამოვლენილი არ არის ეფექტურობის ან უსაფრთხოების ასაკის მიხედვით განსხვავება. რადგან ხანდაზმულ ასაკში ხშირად აღინიშნება თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, საჭიროა განისაზღვროს დოზა, რომელიც მიიღება თირკმლის უკმარისობის დროს (იხ, პარაგრაფი 4.2).

გამოყენება ტრანსპლანტირებული თირკმლის მქონე პაციენტებში
ლიზინოპრილის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში უშუალოდ თირკმლის გადანერგვის შემდეგ არ არსებობს, შესაბამისად დიროპტონით მკურნალობა ამგვარ პაციენტებში რეკომენდებული არ არის. 

უკუჩვენება
- ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ან დამხმარე ნივთიერების მიმართ
- ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში, რომელიც დაკავშირებულია სხვა აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობასთან
- თანდაყოლილი ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება
- ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრი (იხ. პარაგრაფი 4.4 და 4.6).

განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
არტერიული წნევის მნიშნველოვანი შემცირება სიმპტომური ჰიპოტენზიით შეიძლება განვითარდეს პაციენტებში ჰიპოვოლემიით ან/დან უჯრედშიდა სითხის შემცირებით, რაც ვითარდება შარდმდენი საშუალებებით მკურნალობის, მარილის მოხმარების შეზრუდვის და სითხის დაკარგვის სხვა ფორმების შედეგად (მომატებული ოფლიანობა, ხანგრძლივი ღებინება, დიარეა, დიალიზი) აგრეთვე გულის უკმარისობის შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი 4.2). ჰიპოტენზიის შემთხვევაში პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, აუცილებელი ზომების სახით რეკომენდებულია სითხის ინტრავენური შეყვანა (ფიზიოლოგიური ხსნარის გადასხმა). ტრანზიტორული ჰიპოტენზია, როგორც წესი არ წარმოადგეს შემდგომი მკურნალობის უკუჩვენებას. ამის მიუხედავად, შეიძლება იყოს მკურნალობის დროებითი შეწყვეტის ან დოზის შემცირების აუცილებლობა. 

შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა მოიხსნას ჰიპოვოლემია ან/და უჯრედშიდა სითხის შემცირება ლიზინოპრილით მკურნალობის დაწყებამდე და ინტენსიურად უნდა გაკონტროლდეს საწყისი დოზის მოქმედება არტრერიულ წნევაზე. ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემთხვევაში ან გულის იშემიური დაავადებისას არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება შეიძლება იყოს ინსულტის ან მიოკარდიუმის ინფარქტის მიზეზი. 

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემთხვევაში აკრძალულია ლიზინოპრილის გამოყენება თუ სისხლძარღვთა გამაფართოებელმა პრეპარატებმა შეიძლება გააუარესოს პაციენტის ჰემოდინამიკური სტატუსი (მაგ. თუ სისტოლური არტერიული წნევა შეადგენს 100მმ-ს ან უფრო ნაკლებს), აგრეთვე ეს დაუშვებელია კარდიოგენური შოკის შემთხვევაში. თუ სისტოლური არტერიული წნევა არის 120მმ და ნაკლები, დაბალი დოზები (2,5მგ დღეში) უნდა გამოიყენონ ინფარქტის შემდეგ პირველი 3 დღის განმავლობაში. ჰიპოტენზიისას შემანარჩუნებელი დოზა უნდა შემცირდეს 5მგ-მდე ან დროებით 2,5მგ-მდე. მყარი ჰიპოტენზიისას (სისტოლური არტერიული წნევა 90მმ-ზე დაბალი 1 საათზე დიდი ხნის განმავლობაში), მოცემული პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს. 

აორტული სტენოზი/ჰიპერტროფული კადრიომიოპათია: როგორც ყველა სისხლძარღვთა გამაფართოებელი საშუალება, აგფ ინჰიბიტორები უნდა დაინიშნოს სიფრთხილით მოსალოდნელი ობსტრუქციის გამო.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა: თირკმლის არტერიის სტენოზის შემთხვევაში (ძირითადად ორმხრივი სტენოზის ან ერთი თირკმლის არტერიის სტენოზის შემთხვევაში) როგორც ჰიპოვოლემიის ან/და უჯრედშიდა სითხის შემცირებისას ან არასაკმარისი სისხლის მიმოქცევისას, ჰიპოტენზიამ, რომელიც ვითარდება ლიზინოპრილის მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს ან გააღრმაოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რამაც აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა - ბოლო დარღვევა, როგორც წესი შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. შარდმჟავას და კრეატინინის უმნიშვნელო და ხანმოკლე მომატება აგრეთვე შეიძლება მოხდეს შემთხვეაში, რომელიც დაკავშირებული არ არის თირკმლის სისხლძარღვვოვან დაავადებასთან,  კერძოდ შარდმდენების ერთდროული გამოყენებისას. აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე და თირკმლის ფუნქციაზე მუდმივი დაკვირვება პაციენტებში თირკმლის ფუნქვიის მძიმე დარღვევით (კრეატინინის კლირენსი <30ლმ/წთ).

მკურნალობა არ უნდა დაიწყოს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის განვითარების შემთხვევაში, თუ პაციენტის თირკმლის ფუქნცია რისკის ზონაშია, რაც აღინიშნება, თუ შრატში კრეატინინის კლირენსი 177მკმ/ლ-ზე მაღალია ან/და ალბუმინურია საათში 500მგ-ზე მეტია. მკუნრლაობის დროს თირკმლის ფუნქციის დარღვევის განვითარების შემთხვევაში (შრატში კრეატინინის დონე 265მკმოლ/ლ-ზე მაღალი ან ორჯერ მეტი საწყის დონესთან შედარებით), მკურნალმა ექიმმა უნდა განიხილოს მკურნალობის შეწყვეტის შესაზლებლბოა. 

ჰიპერმგრძნობელობა, ანგიონევროზული შეშუპება: იშვიათ შემთხვევებში აღწერილია სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხახის ან/და ხორხის ანგიონევროზული შეშუპება პაციენტებში, რომლებიც იტარებენ აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობას ლიზინოპრილის ჩათვლით. შეშუპება შეიძლება განვითარდეს 0,1-1,0%-ში. ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ სიმპტომების სრულ გაქრობამდე. 

სახის და ტუჩების შეშუპების სწრაფი და სრული გაქრობის შემთხვევაშიც კი სიმპტომების შესამსუბუქებლად შეიძლება გამოიყენონ ანტიჰისტამინური პრეპარატები. 

ანგიონევროზულმა შეშუპებამ, რომელიც აზიანებს ხორხს, შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალი. ენის, ხმის იოგების ან სასუნთქი ყელის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების ობსტრუქია, ამიტომ  დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა: 0,3-0,5მლ ეპინეფრინის ხსნარი 0,1% (0,3-0,5მგ ეპინეფრინი) კანქვეშ ან 0,1მლ ნელა ინტრავენურად, გლუკოკორტიკოიდების გამოყენება, ანტიჰისტამინური საშუალებები. 

ოპერაციული ჩარევა/ანესთეზია: ღრუზე ოპერაციის ან ზოგადი ანესთეზიისას იმ პრეპარატების გამოყენებით, რომლებიც იწვევენ ჰიპოტენზიის პროვოცირებას, ლიზინოპრილი ბლოკავს ანგიოტენზინ II წარმოქმნას რენინის კომპენსატორული გამოყოფის ფონზე. მოცემული მექანიზმის შედეგად განვითარებული ჰიპოტენზია შეიძლება მოიხსნას სითხის მოცულობის შევსებით. 

ჰემოდიალიზი: აღწერილია ანაფილაქსიური რეაქციები პაციენტებში, რომლებიც იტარებენ დიალიზს პოლიაკრილონიტრილური მემბრანების გამოყენებით  ნაკადის მაღალი ინტენსივობით (მაგ. AN 69) და ერთდროულად იღებენ აგფ ინჰიბოტორებს. მოცემული შეთანხმება უნდა აიცილონ, აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს სხვა სახის დიალიზური მემბრანის გამოყენებას ან ანტიჰიპერტენზიული საშუალებების სხვა კლასის მიღებას. 

დსლპ აფერეზი: ანაფილაქსიური რეაქციები, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის (როგორიცაა ღრმა ჰიპოტენზია, სუნთქვის დარღვევა, ღებინება, კანის ალერგიული რეაქციები) შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც იტარებენ აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობას დსლპ (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) აფერეზის დროს დექსტრანის სულფატის გამოყენებით. ამ მიზეზით დსლპ აფერეზის დროს აგფ ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება ჰიპერტენზიის ან გულის უკმარისობის სამკურნალოდ, დროებით უნდა შეიცვალოს სხვა პრეპარატებით. 

დესენსიბილიზაცია, რომელიც გამოწვეულია მწერების შხამით, მიეკუთვნება ანაფილაქტოიდურ რეაქციებს ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებს. სიცოცხლისთვის საშიში რეაქციები შეიძლება აცილებული იყოს აგფ ინჰიბიტორების გამოყენებაზე დროულად უარის თქმით. 

ნეითროპენია/აგრანულოციტოზი
ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია და ანემია შეიძლება განვითარდეს აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერტენზია. მოცემული პათოლოგიები იშვიათ შემთხვევაში აღინიშნებოდა პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით და სხვა გართულებების არ არსებობისას. ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი ქრებოდა აგფ ინჰიბიტორებით მკუნრალობის შეწყვეტის შემდეგ. 

დიროტონი უნდა გამოიყენონ განსაკუთრებული სიფრთხილით პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, კერძოდ დაავადებებისას, რომლებიც აზიანებს ორივე თირკმლის სისხლძარღვთა სისტემას და შემაერთებელ ქსოვილს (მაგ. სისტემური წითელი მგლურა ან სკლეროდერმია) აგრეთვე თანმხლები იმუნოსუოპრესიული თერაპიისას (მაგ, კორტიკოსტეროიდები, ციტოტოქსიკური საშუალებები, ანტიმეტაბოლიტები). აგფ ინჰიბიტორები ამგვარ პაციენტებში შეიძლება იწვევდეს განსაკუთრებით მწვავე ინფექციების განვითარებას, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში არ რეაგირებს ანტიბიოტიკებით ინტენსიურ მკურნალობაზე. 

ამგვარ პაციენტებში საჭიროა სისხლში პერიოდულად ლეიკოციტების დონის შემოწმება დიროტონით მკურნალობის პერიოდში, აგრეთვე პაციენტი უნდა გააფრთხილონ ნებისმიერი ინფექციის შემთხვევაში ინფორმირებულობის აუცილებლობაზე. 

ეთნიკური თავისებურებები (რასა)
ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები წარმოადგენს ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მიზეზს უფრო ხშირად შავკანინ პაციენტებში, ვიდრე თეთრკანიანებში. როგორც აგფ სხვა ინჰიბიტორების შემთხვევაში, დიროტონის ეფექტურობა იმატებს შავკანიან პაციენტებში, რადგან მათში, თეთრკანიანებთან შედარებით უფრო მეტია პაციენტი, რომელსაც აღენიშნება დაბალრენინული არტერიული ჰიპერტონია.

ღვიძლის უკმარისობა
ძალიან იშვიათ შემთხვევებში აგფ ინჰიბიტორებმა შეიძლება დააჩქაროს ქოლესტაზური სიყვითლის განვითარება ან ჰეპატიტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სწრაფი ნეკროზი და ზოგჯერ სიკვდილი. მოცემული პროცესის პირველადი მიზეზი უცნობია. თუ პაციენტებს, რომლებიც იღებენ დიროტონს უვითარდებათ სიყვითლე ან ღვიძლის ფერმენტების აქტივობის გამოხატული მომატება, ლიზინოპრილის გამოყენება უნდა შეწყდეს და მკურნალობა გაგრძელდეს ალტერნატიული პრეპარატებით. 

ჰიპერკალიემია
ლიზინოპრილით მკურნალობას შეიძლება ახლდეს ჰიპერკალიემია, ძიღითადად თირკმლის უკმარისობის ან/და გულის უკმარისობის დროს. კალიუმის შევსება ან მკურნალობა კალიუმის დამზოგველი შარდმდენი საშუალებებით რეკომენდებული არ არის, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის დონის მნიშვნელოვანი მომატება შრატში. თუ ზემოაღნიშნული პრეპარატების ერთდროული მიღება აუცილებელია, რეკომენდებულია შრატში კალიუმის დონის ხშირი კონტროლი.

ხანდაზმულ ასაკში პრეპარატის ერთნაირ დოზებს შეიძლება ახლდეს სისხლში მისი კონცენტრაციის მომატება, ამის გამო დოზა უნდა განისაზღვროს განსაკუთრებული სიფრთხილით და პაციენტის თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით. ამის მიუხედავად ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებს შორის გამოვლენილი არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავება ლიზინოპრილის ჰიპოტენზიურ ეფექტებს შორის. 

ხველა
არის ცნობები აგფ ინჰიბიტორების გამოყენების პერიოდში ხველის გაჩენის შესახებ. ხველა როგორც წესი მშრალია, სისველის გერეშე და ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. 

შაქრიანი დიაბეტი
აუცილებელია გლუკოზის დონის უფრო ინტენსიური კონტროლი აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის პირველი თვის განმავლბოაში, დამატებით ინსულინის მკურნალობაზე ან პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების გამოყენებაზე (იხ. პარაგრაფი 4.5).

ლითიუმის პრეპარატები
რეკომენდებული არ არის ლითიუმის პრეპარატების და ლიზინოპრილის შეთანხმება. 

ორსულბოა და ლაქტაცია
ორსულობა: აგფ ინჰიბიტორების ორსულობის დროს გამოყენება რეკომენდბეული არ არის. თუ აუცილებელია აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის გაგრძელება პაციენტებში, რომლებიც ორსულობას გეგმავენ, საჭიროა ამ პრეპარატის სხვა ჰიპოტენზიური საშუალებებით შეცვლა, რომლებიც უსაფრთხოა ორსულობის დროს გამოსაყენებლად. ორსულობის დადგენისას აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა უნდა შეწყდეს, დაიწყოს ალტერნატიული მკურნალობა (იხ. პარაგრაფი 4.3 და 4.6).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები და კალიუმის დანამატები

კალიუმის დამზოგველი დიურეტიკების (მაგ. სპირონოლაქტონი, ტრიამტერინი და ამილორიდი), კალიუმის და კალიუმის შემცველი მარილების ერთდროული გამოყენება მოითხოვს სიფრთხიელს, ზოგიერთ შემთხთვევაში ჰიპერკალიამიამ შეოძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ამ მიზეზით პრეპარატების მოცემული შეთანხმება შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მკურნალი ექიმის დაკვირვების ქვეშ და შრატში კალიუმის დონის და თირმკლის ფუნქციის რეგულარული კონტროლის პირობებში. 

შარდმდენი საშუალებები
ლიზინოპრილთან ერთად შარდმდენი საშუალებების ერთდროული გამოყენება, როგორც წესი ახდენს ჰიპოტენზიურ მოქმედებას. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო დიროტონის დამატებისას პაციენტების თერაპიაში, რომლებიც იღებენ შარდმდენ საშუალებებს, რადგან არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება შეიძლება მოხდეს უჯრედშიდა სითხის მოცულობის შემცირების ან/და ორგანიზმიდან ნატრიუმის ქლორიდის დიდი რაოდენობით გამოყოფის შედეგად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სიმპტომური ჰიპოტენზიის რისკი შეიძლება შემცირდეს შარდმდენების მიღების შეწყვეტისას (იხ. აპრაგრაფი 4.2 და 4.4) და სითხის მოცულობის ან მარილის მოხმარების გაზრდით ლიზინოპრილის დოზირებამდე, აგრეთვე აგფ ინჰიბიტორების დაბალი დოზებით მკურნალობის დასაწყისში. 

სხვა ანტიჰიპერტენზული საშუალებები
სხვა თანმხლები ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მიღებამ შეიძლება გააძლიეროს დიროტონის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. ნიტროგლიცერინის და სხვა ნიტრატების ან სისხლძარღვთა გამაფართოებელი სხვა საშუალებების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება დამატებით დააქვეითოს არტერიული წნევა. 

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (აცეტილსალიცილის მჟავას ჩათვლით დღეში 3გ დოზირებით)

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ასაპ) შეიძლება აქვეითებდეს აგფ ინჰიბიტორების ჰიპოტენზიურ ეფექტს. ამას გარდა აღწერილია შრატში კალიუმის დონის მომატება, რომელიც გამოწვეულია ასაპ და აგფ ინჰიბიტორებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა. მოცემული მოქმედება როგორც წესი შექცევადია, მისი გამოვლენა შესაძლებელია უპირატესად პაციენტებში თირკმლის ფუნქციის უკვე არსებული დარღვევით. 

აცეტილსალიცილის მჟავა, თრომბოლიზური პრეპარატები, ბეტა ბლოკერები, ნიტრატები
ლიზინოპრილის გამოყენება შეიძლება ერთდროულად აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად (კარდიოლოგიურ დოზებში), თრობმბოლიზურ პრეპარატებთან, ბეტა ბლოკატორებთან ან/და ნიტრატებთან ერთად დაკვირვების ქვეშ. 

ლითიუმის პრეპარატები
აგფ ინჰიბიტორებმა შეიძლება დააქვეითოს ლითიუმის ექსკრეცია, რასაც შეიძლება ახლდეს ტოქსიკურობის მომატება. მოცემული ფაქტის გათვალისწინებით რეკომენდებული არ არის დიროტონის და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენება, თუმცა თუ ეს აუცილებელია, საჭიროა შრატში ლითიუმის დონის რეგულარული კონტროლი. 

ანტიდაბეტური პრეპარატები
დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების და აგფ ინჰიბიტორები ერთდროული გამოყენება შეიძლება აძლიერედენ ინსულინის და სულფონილშარდოვანას ჰიპოგლიკემიურ ეფექტს, რაც ზრდის სიმპტომური ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკს. ამის მიუხედავად გლუკოზისადმი მომატებული ტოლერანტობა შეიძლება აქვეითებდეს ინსულინის ან სულფონილშარდოვანას აუცილებელ დოზას. მოცემული ურთიერთქმედება როგორც წესი ვლინდება კომბინირებული მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში, პაციენტებში თირკმლის უკმარისობით. 

სიმპათომიმეტიკები
სიმპათომიმეტიკები შეიძლება აქვეითებდეს აგფ ინჰიბიტორების ჰიპოტენზიურ ეფექტს. ამის გამო აუცილებელია არტერიული წნევის უფრო ხშირი კონტროლი რათა დადგინდეს მიღწეულია თუ არა სასურველი თერაპიული ეფექტი. 
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები/ნეიროლეფსიური საშუალებები/საანესთეზიო საშუალებები
ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ნეიროლეპტიკების ან საანესთეზიო საშუალებების ერთდროული მიღება შეიძლება აძლიერებდეს დიროტონის ჰიპოტენზიურ ეფექტს. 

ოქრო
ნიტრიტოიდული რეაქციები (ვაზოდილატაციის სიმპტომები ჰიპერემიის, გულისრევის, თავბრუსხვევის და ჰიპოტენზიის ჩათვლით, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს მძიმე ფორმით) ოქროს ინექციის შემდეგ (მაგ. ნატრიუმის აუროთიომალატი) აღინიშნება უფრო ხშირად პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ლიზინოპრილს. 

ფერტილობა, ორსულბოა და ლაქტაცია

რეკომენდებული არ არის აგფ ინჰიბიტორების გამოყენება ორსულობის პირველი ტრიმესტრის დროს (იხ. პარაგრაფი 4.4) აგფ ინჰიბიტორების გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრის განმავლობაში (იხ. პარაგრაფი 4.3 და 4.4).

ეპიდემიოლოგიური მონაცემები აგფ ინჰიბტორების ტერატოგენური მოქმედების რისკის გათვალისწინებით ორსულობის პირველი ტრიმესტრის დროს დასრულებული არ არის, ამის მიუხედავად რისკის უმნიშვნელო მომატება გამორიცხული არ არის. თუ აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის გაგრძელება არ განიხილება ძირითადი სტატუსით, პაციენტებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას ის უნდა შეიცვალოს ალტერნატიური ჰიპოტენზიური თერაპიით, რომელიც უსაფრთხოა ორსულობის დროს გამოსაყენებლად. ორსულობის დადგენისას უნდა შეწყდეს აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა და აუცილებლობისას დაინიშნოს ალტერნატული საშუალებები. 

აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში ახდენს ტოქსიკურ მოქმედებას ადაიმიანის ნაყოფზე (თირკმლის უკმარისობა, ოლიგოჰიდრამნიოზი, თავის ქალას ძვლების ჰიპოპლაზია) და ახალშობილებზე (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია) (იხ. პარაგრაფი 5.3). თუ აგფ ინჰიბიტორების მოქმედება აღინიშნება ორსულობის მეორე ტრიმესტრში რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის და თავის ქალას ულტრაბგერითი გამოკვლევა.
აუცილებელია ინტენსიური დაკვირვება ჰიპოტენზიის გამოსავლენად ჩვილ ბავშვებში, კერძოდ ახალშობილებსა და დღენაკლებში. 

გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის ინარზე
ლიზინოპრილი შეიძლება ახდენდეს გავლენას ავტომობილის მართვის და პოტენციურად შაშიში მოქმედებების შესრულების უნარზე (ძირითადად მკურნალობის დასაწყისში). ამის გამო დოზა და დოზირების რეჟიმი უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად და არ უნდა ახდენდეს ნეგატიურ გავლენას ავტომობილის მართვის და პოტენციურად საშიში მოქმედებების შესრულების უნარზე. 

გვერდითი ეფექტები
გვერდითი ეფექტები, როგორც წესი სუსტად გამოხატული და ხანმოკლეა, მკურნალობის შეწყვეტა აუცილებელია უკიდურეს შემთხვევაში. 
გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია ქვემოთ მოცემული სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი (≥1/10)
ხშირი (≥1/100 -1/10)
არახშირი (≥1/1000-1/100)
იშვიათი (≥1/10 000-<1/1000)
ძალიან იშვიათი (<1/10 000)
უცნობი (განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).

შეიძლება აღინიშნოს ქვემოჩამოთვლილი გვერდითი ეფეტები, რომლებიც დაჯფუფებულია ორგანოთა სისტემის კლასის და სიხშირის მიხედვით:

ორგანოთა სისტემის კლასი

ხშირი

არახშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

სიხშირე უცნობია

დარღვევა სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

 

 

 

ძვლის ტვინის მოქმედების დათრგუნვა, ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეითროპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, ლიმფადენოპათია

 

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

 

 

 

აუტოიმუნური დააავადებები

 

დარღვევები საჭმლის გადამუშავების სისტემის და ნივთიერებათა ცვლის მხრივ

 

 

 

ჰიპოგლიკემია

 

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

პარესთეზია, ვერტიგო, გემოვნების დარღვევა

 

 

გონების დაკარგვა

ფსიქიკური დარღვევები

 

ხასიათის ცვლილება, ძილის დარღვევა

ცნობიერების დაბინდვა

 

დეპრესია

კარდიოლოგიური დარღვევები

 

გულისცემის გახშირება, ტაქიკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი (იხ. პარაგრაფი 4.4)

 

 

 

დარღვევები სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

ორთოზტატული მოვლენები (ჰიპოტენზიის ჩათვლით)

ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა (იხ. პარაგრაფი 4.4) რეინოს ფენომენი

 

 

 

რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინური დარღვევები

ხველა

ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება

 

ბრონქოსპაზმი, სინუსიტი, ალერგიული ალვეოლიტი, ეოზინოფილური პნევმონია

 

დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

ღებინება, დიარეა

გულისრევა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია

პირის სიმშრალე

პანკრეატიტი, ინტესტინური ანგიონევროზული შეშუპება

 

დარღვევები ღვიძლის და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ

 

 

ჰეპატოცელულური ან ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა

 

 

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ალერგიული გამონაყარი

ალერგიული ანგიონევროზული შეშუპება (სახეზე, კიდურებზე, ტუჩებზე, ენაზე, ხორხზე) ერითემა, ქავილი

ჭინჭრის ციება, ალოპეცია, ფსორიაზი

მომატებული ოფლიანობა, ბუშტოვანა, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, პოლიმორფული ერითემა, კანის ფსევდოლიმფომა

 

დარღვევები შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

 

ურემია, თირკმლის უკმარისობა

ოლიგურია/

ანურია

 

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ

 

იმპოტენცია

გინეკომასტია

 

 

ზოგადი ხასიათის გართულებები და რეაქციები შეყვანის ადგილას

 

დაღლილობა, ასთენია

 

 

 

ლაბორატორიული და ინსტრუმენტულ მაჩვენებლები

 

სისხლში შარდოვანას მომატება, შრატში კრეატინინის მომატება, ღვიძლის ფერმენტების მომატება, ჰიპერკალიემია

ჰემატოკრიტის მომატება, ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, შრატში ბილირუბინის მომატება, ჰიპონატრიემია

 

 

* კანის რეაქციებს შეიძლება ახლდეს ცხელება, კუნთების ტკივილი, ართრალგია, ვასკულიტი, ეოზინოფილია, ლეიკოციტოზი და/ან დადებითი რეაქცია ანტინუკლეარულ ანტისხეულებზე. კანის მძიმე რეაქციის განვითარებისას საჭიროა ლიზინოპრილით მკურნალობის შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია. 
კლინიკურ კვლევებში მიღებული უსაფრთხოების მონაცემები აჩვენებს, რომ ლიზინოპრილი საერთო ჯამში კარგად აიტანება პედიატრულ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერტენზია, უსაფრთხოების პროფილი მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში შეესაბამება იგივე მაჩვენებელს მოზრდილ პაციენტებში. 

ჭარბი დოზირება
ადამიანებში ჭარბი დოზირების მონაცემები შეზღუდულია. სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია აგფ ინჰიბიტორებით ჭარბ დოზირებასთან, შეიძლება მოიცავდეს ჰიპოტენზიას, ცირკულატორულ შოკს, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევას, თირკმლის უკმარისობას, ჰიპერვენტილაციას, ტაქიკარდიას, გულისცემის გაძლიერებას, ბრადიკარდიას, თავბრუსხვევას, შფოთვას და ხველას. 

თერაპიული ზომები ჭარბი დოზირებისას
ზოგადი ზომების გარდა, რომლებიც მიმართულია ლიზინოპრილის ორგანიზმიდან გამოსაყოფად (მაგ. კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტების და კალიუმის სულფატის მიღება 30 წუთის განმავლობაში ლიზინოპრილის მიღების შემდეგ), აუცილებელია სასიცოცხლო მაჩვენებლების კონტროლი და მათი კორექცია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. აუცილებელია ელექტროლიტების კონტროლი და კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა შრატში. ჰიპოტენზიის განვითარებისას პაციენტი უნდა დააწვინონ ზურგზე და ააწევინონ ფეხები. 

რეკომენდებულ მკურნალობას წარმოადგენს სტანდარტული მარილიანი ხსნარის ინტრავენური შეყვანა და სითხის მოცულოიბის შევსება. თუ მოცემული ღონისძიებების შედეგად მიღწეული არ იქნა სასურველი შედეგი, აუცილებელია კატექოლამინების ინტრავენური შეყვანა. აუცილებელია ანტიოტენზინ II-ით მკურნალობის გათვალისწინებაც. 

ბრადიკარდია შეიძლება შემცირდეს ატროპინის მიღებით. უნდა განიხილონ კარდიოსტიმულატორის გამოყენების საკითხი ბრადიკარდიის მკურნალობისადმი რეზისტენტობის შემთხვევაში. 

ლიზინოპრილი საერთო სისხლის მიმოქცევიდან შეიძლება გამოიყოს ჰემოდიალიზის გზით. დიალიზის დროს უნდა მოერიდონ პოლიაკრილნიტრინული მემბრანების გამოყენებას ნაკადის მაღალი სიმკვრივით. 

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: აგფ ინჰიბიტორი
ათქ კოდი: C09A A03

ლიზინოპრილი მიეკუთვნება ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების ჯგუფს; ის აქვეითებს ანგიოტენზინ II-ის და ალდოსტერონის დონეს პლაზმაში, ზრდის ვაზოდილატატორის - ბრადიკინინის კონცენტრაციას. აქვეითებს სისხლძარღვთა პერიფერიულ წინააღმდეგობას და არტერიულ წნევას, გულის წუთმოცულობა შეიძლება გაიზარდოს გულის შეკუმშვათა სიხშირის შეუცვლელად. ლიზინოპრილს შეუძლია თირკმლის სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება. ჰიპერგლიკემიის მქონე პაციენტებში ხელს უწყობს დაზიანებული გლომერულური ენდოთელის ფუნქციის ნორმალიზებას. 

ლიზინოპრილის ჰიპოტენზიური მოქმედება როგორც წესი ვლინდება მიღების შემდეგ 1 საათის განმავლობაში და პიკს აღწევს 6 საათის შემდეგ. მოქმედების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დოზაზე და შეადგენს 24 საათს. ჰიპოტენზიური ეფექტი პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას მცირდება. პრეპრატის უცაბედი მოხსნისას არ აღინიშნება არტერიული წნევის მნიშვნელოვანი არასტაბილურობა (მოხსნის სინდრომი).

იმის მიუხედავად, რომ მისი ძირითდი ეფექტი განპირობებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემით, ეფექტურობა დადასტურდა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ჰიპერტენზია პლაზმაში რენინის დაბალი შემცველობით. 

ორმაგად ბრმა რანდომიზებულ კვლევაში გამოკვლეული იყო დაბალი (2,5-5მგ) და მაღალი (32,5-35მგ) დოზების მოქმედება სასიკვდილო გამოსავალსა და ავადობაზე (n=3164) პაციენტებში, რომლებიც გადიოდნენ გულის უკმარისობის სტანდარტულ მკურნალობას. დაკვირვების საშუალოდ 46 თვის განმავლობაში მაღალი დოზებით მკურნალობამ დააქვეითეა საერთო სიკვდილიანობის და ჰოსპიტალიზაციის რისკი 12%-ით (p=0,002), ჰოსპიტალიზაცია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო 8%-ით (p=0.036), დაბალი დოზებით მკურნალობასთან შედარებით. უკანასკნელთან შედარებით, საერთო სიკვდილიანობის რისკი შემცირდა 8%-ით (p=0.128), სიკვდილიანობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო 10%-ით (p=0.073) მაღალი დოზებით მკურნალობის პერიოდში, რომელმაც შეამცირა ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა გულის უკმარისობის გამო 24%-ით (p=0.002). ორ დოზას შორის განსხვავება სიმპტომების გაუმჯობესების კუთხით დადგენილი არ არის. 

მკურნალობის ორ სახეს შორის არ გამოვლინდა მნიშვნელოვანი განსხვავება გვერდითი ეფექტების მხრივ. აგფ ინჰიბიტორების სავარაუდო გვერდითი ეფექტები (როგორიცაა ჰიპოტენზია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა) იშვაით შემთხვევებში იწვევს მკურნალობის შეწყვეტას. ხველა ვითარდებოდა მაღალი დოზებით მკურნალობის დროს უფრო იშვიათად ვიდრე დაბალი დოზების გამოყენებისას. 

GISSI-3 (n=19,394) კველვაში ჩატარდა შედარება ლიზინოპრილის გავლენისა სიკვდილიანობაზე ნიტროგლიცერინთან შედარებით, რომლებიც გამოიყენებოდა ცალ-ცალკე ან ერთად 6 კვირის განმავლობაში სტანდარტულ თერაპიაზე დამატების სახით (თრომბოლიზი, ბეტა ბლოკადა და აცეტილსალიცილის მჟავა), რომელიც იწყებოდა 24 საათის განმავლობაში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ. ცალკე ნიტროგლიცერინი არ ახდენდა მნიშვნელოვან გავლენას ლეტალურ გამოსავალზე. ლიზინოპრილი პირიქით, აქვეითებდა ლეტალური გამოსავლის რისკს 11%-ით (2p=0.03) ცალკე გამოყენებისას და 17%-ით (2p=0.02) ნიტროგლიცერინთან ერთად მიღებისას. ხანადზმულ პაციენტებში (>70 წელი) და ქალებში ლეტალური გამოსავლის მაღალი რისკით, ლიზინოპრილი ახდენდა სასურველ მოქმედებას ლეტალური გამოსავლის რისკსა და გულის ფუნქციაზე (აგრეგირებული საბოლოო წერტილი). ლიზინოპრილით მონოთერაპიის სასურველი გავლენა და მისი კომბინირებული თერაპიის სასურველი გავლენა ნიტროგლიცერინთან ერთად აგრეთვე გამოვკეთილი იყო 6 თვისგანმავლობაში მკურნალობის 6 კვირის შემდეგ; ეს აგრეთვე მიუთითებს მკურნალობის პროფილაქტიკურ მოქმედებაზე. როგორც ნავარაუდევი იყო პაციენტებში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით, ლიზინოპრილით მკურნალობა ზრდის ჰიპოტენზიის სიხშირეს და თირკმლის ფუნქციის დარღვეას; ამის მიუხედავად, მოცემული მოვლენები არ ასოცირდებოდა სიკვდილიანობის პროპორციულ ზრდასთან.

ორმაგად ბრმა რანდომიზებულ კვლევაში (n=335) მოხდა შედარება ლიზინოპრილნის და ამლოდიპინის გავლენისა ალბუმინურიაზე პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ჰიპერტენზია 2 ტიპის შაქრიან დიაბეტთან ერთად და ნეფროპათიის ადრეული სტადია. მკურნალობის 12 თვის შემდეგ ორივე ანტიჰიპერტენზიული საშუალება აქვეითებდა სისტოლურ და დიასტოლურ არტერიულ წნევას ერთნაირად. ამას გარდა, ლიზინოპრილი 10%-ით ამცირებდა ალბუმინურიას. მოცემული შედეგი მიუთითებს რომ, ლიზინოპრილი ახდენს გავლენას თირკმლის ფუნქციაზე ანტიჰიპერტენზიული მოქმედებისგან დამოუკიუდებლად. 

ბავშვთა პოპულაცია
კლინიკურ კვლევებში, რომელიც მოიცავდა 115 პედიატრულ პაციენტს, რომლებსაც აღენიშნებოდათ ჰიპერტენზია, 6-16 წლის ასაკში, პაციენტები 50კგ-ზე ნაკლები წონით იღებდნენ 0.625მგ-ს, 2,5მგ-ს ან 20მგ-ს დღეში ერთხელ, პაცეინტები 50კგ და მეტი წონით იღებდნენ 1,25მგ-ს, 5მგ-ს ან 40მგ-ს დღეში ერთხელ, 2 კვირის შემდეგ ლიზინოპრილის დღეში ერთხელ მიღებისას არტერიული წნევა ქვეითდებოდა დოზის მიხედვით იგივე ეფექტურობით, რაც 1,25მგ-ზე მაღალი დოზის გამოყენებისას. 

მოცემული ეფექტი დადასტურებული იყო პრეპარატის მოხნის ეტაპზე, როდესაც დიასტოლური წნევა იმატებდა დაახლოებით 9მმ-თი, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ ლიზინოპრილის მაღალ და დაბალ დოზებს. დოზაზე დამოკიდებული ჰიპოტენზური მოქმედება ინახებოდა რამდენიმე დემოგრაფიულ ქვეჯფუგში: ასაკი, ტანნერის სტადია, სქესი და რასა. 

ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა

პერორალიური მიღებისას შრატში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა დაახლოებით 7 საათის შემდეგ. გამოყოფილი შარდის რაოდენობის მიხედვით ლიზინოპრლის შეწოვის საშუალო სიჩქარე შეადგენს დაახლოებით 25%-ს 5-80მგ დოზის გამოყენებისას. მაჩვენებლების ვარიაბელობა პაციენტებს შორის შეიძლება შეადგენდეს 6-60 პროცენტს. ლიზინოპრილის აბსოლუტური ბიომისაწვდომლობა მცირდება დაახლოებით 16%-ით პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნენათ II-IV კლასის გულის უკმარისობა NYHA კლასიფიკაციით. საკვების მიღება არ მოქმედებს ლიზინოპრილის შეწოვაზე. 

განაწილება
აგფ-ს გარდა ლიზინოპრილი არ უკავშირდება შრატის სხვა ცილებს. როგორც აჩვენებს ვირთაგვებზე ჩატარებული გამოკვლევები, ლიზინოპრილი დიდი დოზით აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. 

გამოყოფა
ლიზინოპრილი არ ექვემდებარება მეტაბოლიზმს და გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით. დოზის გაზრდის შემდეგ ნახევარდაშლის ეფექტური პერიოდი შეადგენს 12,6 საათს. ლიზინოპრილის კლირენსი შეადგენს დაახლოებით 50მლ.წთ-ს ჯანმრთელ მოხალისეებში. თავისუფალი აქტიური ნივთირების დიდი რაოდენობის გამოყოფის შემდეგ უფრო ნელა გამოიყოფა ფრაქციები, რომლებიც დაკავშირებულია აგფ-სთან. 

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ციროზი, ლიზინოპრილის შეწოვა მიცირდება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მიხედვით დაახლოებით 30%-ით (როგორც განსაზღვრულია შარდით გამოყოფისას). მეორე მხრივ, მისი გამოყოფა მცირდება და იწვევს ლიზინოპრილის ეფექტურობის ზრდას 50%-ით. 

თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლის ფუნქციის დარღვევა ამცირებს ლიზინოპრილის გამოყოფას, რომელიც თირკმლით გამოიყოფა. მოცემულ შემცირებას გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გლომერულური ფილტრაციის დონე შეადგენს 30მლ/სთ-ზე ნაკლებს. თუ კრეატინინის კლირენსი შეადგენს 30-80მლ/წთ-ს, საშუალო მრუდი იზრდება მხოლოდ 13%-ით. თუ კრეატინინის კლირენსი შეადგენს 5-30მლ/წთ-ს, ამის მიუხედავად, საშუალო მრუდი იზრდება 4,5ჯერ ნორმასთან შედარებით. ლიზინოპრილი შეიძლება გამოიყოს დიალიზის საშუალებით.

გულის უკმარისობა
გულის უკმარისობის შემთხვევაში ლიზინოპრილის მოქმედება იზრდება ჯანმრთელ პაციენტებთან შედარებით (AUჩ იზრდება დაახლოებით 25%-ით). სხვა მხრივ, აბსოლუტური ბიომისაწვდომლობა ქვეითდება დაახლოებIთ 16% ამდე გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში. 

ბავშვთა პოპულაცია
ლიზინოპრილის ფარმაკოკინეტიკური პროფილი გამოკვლეული იყო ბავშვთა ასაკის 29 პაციენტში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ჰიპერტენზია 6-16 წლის ასკში, გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე იყო 30მლ/წთ.1.73მ2-ზე ნაკლები. 0.1-0.2მგ/კგ დოზის მიღებისას ლიზინოპრილის განსაზღვრული კონცენტრაცია პლაზმაში, რომელიც მიიღწეოდა 6 საათის განმავლობაში, აგრეთვე შეწოვის ხარისხი დაფუძნებული გამოყოფილი შარდის რაოდენობაზე შეადგენდა დაახლოებით 28%-ს. განსხვავება აღინიშნებოდა მაჩვენებლისგან, რომელიც მიღებული იყო მოზრდილ პაციენტებში. ბავშვების მოცემულ კვლევაში AUC და Cmax ემთხვევა მოზრდილების მაჩვენებელს. 

ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში ლიზინოპრილის დონე როგორც წესი უფრო მაღალია თირკმლსი ფუნქციის დარღვევის გამო. AUC დაახლოებით 60%-ით უფრო მაღალია, ვიდრე ახალგაზრდა პაციენტებში. 

უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
არსებობს პრეკლინიკური კვლევის მონაცემები ადამიანებისთვის განსაკუთრებული რისისა უსაფრთხოების, განმეორებითი ტოქსიკურობის დოზის გენოტოქსიკურობის, პოტენციური კანცეროგენობის, რეპროდუქციული ტოქსიკურობის შესახებ. 

აგფ ინჰიბიტორები, როგორც კლასი ახდენს უარყოფით გავლენას ნაყოფის განვითარებაზე გვიან სტადიაზე, იწვევს ჩანასახის სიკვდილს და თანდაყოლილ ანომალიებს, კერძოდ, ეს ეხება თავის ქალას. აღინიშნება ფეტოტოქსიკურობა, საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხება, რომელიც გამოწვეულია აგფ ინჰიბიტორების გავლენით რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე ნაყოფში და ნაწილობრივ იშემიის შედეგად, რომელიც ვითარდება დედის ჰიპოტენზიის გამო და პლაცენტური სისხლის ნაკადის შემცირების შედეგად. 

ფარმაცევტული მახასიათებლები
დამხმარე ნივთირებების ჩამონათვალი
მაგნიუმის სტეარტი, ტალკი, მანიტი, სიმინდის სახამებელი, კალციუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი. 

შეუთავსებლობა
უცნობია. 

ვარგისობის ვადა
3 წელი. 

შენახვის პირობები
ინახება +15°C-დან 30°C-მდე ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. 

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით.

შეფუთვა
14 ტაბლეტი პვქ აპკის ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 
1, 2 ან 4 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.