Nuk
დიოსპერიდინი / Diosperidin


შემადგენლობა: ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

დიოსმინი     450 მგ;

ჰესპერიდინი   50 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი შეიცავს: გლიცერინი, ჰიპრომელოზა 2190, ლაურისულფატი ნატრიუმი, რკინის (III) ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის წითელი (III) ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაგნიუმის სტეარატი.

 

აღწერილობა: ოვალური, ორმხრივამოზნექილი, შემოგარსული, მოვარდისფრო-ბეჟი ფერის ტაბლეტები, ერთ მხარეს ნაჭდევით.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანგიოპროტექტორები და მიკროცირკულაციის კორექტორები კომბინაციაში. 

 

ათქ კოდი: C05CA53

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა

დიოსპერიდინს გააჩნია ვენომატონიზირებელი და ანგიოპროტექტორული თვისებები. ვენურ დონეზე ამცირებს ვენების ჭიმვადობას და ვენურ შეგუბებას. მიკროცირკულაციის დონეზე – აქვეითებს კაპილარების გამტარობას, მტვრევადობას და ზრდის მათ რეზისტენტობას. პაციენტებში მომატებული კაპილარული მტვრევადობით, პრეპარატით თერაპიის შემდეგ, იზრდებოდა ანგიოსტერეომეტრულად გაზომილი კაპილარული რეზისტენტობა. ზრდის ვენურ ტონუსს: ვენური ოკლუზიური პლეტიზმოგრაფიით ნაჩვენები იყო ვენური დაცლის დროის შემცირება. დადასტურებულია თერაპიული ეფექტურობა ფუნქციური და ორგანული ქრონიკული ვენური უკმარისობისას, ასევე პროქტოლოგიაში ბუასილის მკურნალობისაას. 

დიოსმინი – ბიოფლავონოიდია. ჰესპერიდინთან კომბინაციაში ახდენს ვენომატონიზირებელ და ანგიოპროტექტორულ მოქმედებას. ზრდის ტონუსს და ამცირებს კაპილარების გამტარობას და ზრდის მათ რეზისტენტობას; აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ლიმფურ დრენაჟს. გამოიყენება ჰესპერიდინთან ნაერთში ქვემო კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობის სამკურნალოდ, ქრონიკული ბუასილის და მწვავე ჰრმოროიდული შეტევების სამკურნალოდ. 

ფარმაკოკინეტიკა:

სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის გამოყოფა 

ძირითადად ხდება ფეკალიებით. შარდით საშუალოდ გამოიყოფა პრეპარატის მიღებული რაოდენობის დაახლოებით 14%. 

ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 11 საათს. პრეპარატს აქვს მეტაბოლიზმის მაღალი დონე, რაც დემონსტრირდება შარდში ფენოლის მჟავების არსებობით. 

 

მიღების ჩვენებები:

• ქვემო კიდურების ორგანული და ფუნქციური ბუნების ქრონიკული ვენურ-ლიმფური უკმარისობა (შეშუპება, ტკივილი, სიმძიმე ფეხებში);

• მწვავე და ქრონიკული ბუასილი.

 

წინააღმდეგჩვენებები:

• ცნობილი მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

• ბავშვთა ასაკი.

 

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში, საჭიროა პრეპარატის მიღებისაგან თავის შეკავება.

რძეში პრეპარატის ექსკრეციის შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, მეძუძურ დედებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

 

მიღების წესი და დოზები:

პერორალური გამოყენებისათვის.

ქრონიკული ვენურ-ლიმფური უკმარისობის მკურნალობა (შეშუპება, ტკივილი, სიმძიმე ფეხებში, ღამის კრუნჩხვები, ტროფიკული წყლულები, ლიმფოდემა და სხვ.): 2 ტაბლეტი დღე-ღამეში (ორ მიღებაზე) ჭამის დროს. გამოყენებიდან ერთი კვირის შემდეგ, შესაძლებელია 2 ტაბლეტის მიღება დღე-ღამეში ერთდროულად, ჭამის დროს.

ქრონიკული ბუასილი: 2 ტაბლეტი დღე-ღამეში (ორ მიღებაზე) ჭამის დროს. გამოყენებიდან ერთი კვირის შემდეგ, შესაძლებელია 2 ტაბლეტის მიღება დღე-ღამეში ერთდროულად, ჭამის დროს.

მწვავე ბუასილი: 6 ტაბლეტი დღე-ღამეში პირველი 4 დღის განმავლობაში და 4 ტაბლეტი დღე-ღამეში შემდეგი 3 დღის განმავლობაში. მიიღება ჭამის დროს. ტაბლეტების სადღეღამისო რაოდენობა უნდა გაიყოს 2-3 მიღებაზე. 

მკურნალობის კურსი და დოზირება დამოკიდებულია გამოყენების ჩვენებაზე, დაავადების მიმდინარეობაზე და განისაზღვრება ექიმის მიერ. მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 2-3 თვეს. 

 

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის (დიარეა, გულისრევა, ღებინება) და ნეიროვეგეტატიური დარღვევები (თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე); იშვიათად – გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება. სერიოზული გვერდითი ეფექტები, რომლებიც საჭიროებდნენ მკურნალობის შეწყვეტას, არ აღნიშნულა. 

 

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების ნიშნები არ გამოვლენილა.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

არ აღნიშნულა.

 

განსაკუთრებული მითითებები:

ბუასილის გამწვავებისას, მოცემული პრეპარატის დანიშვნა არ ცვლის სხვა დარღვევების სპეციფიურ მკურნალობას. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ვადებს, რომლებიც მითითებულია ნაწილში “მიღების წესი და დოზები”. იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები არ ქრება ხანმოკლე თერაპიის შემდეგ, საჭიროა პროქტოლოგიური გამოკვლევის ჩატარება და თერაპიის გადახედვა. 

ვენური სისხლის მიმოქცვის დარღვევების არსებობისას, მკურნალობის მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა ჯანსაღი, კარგად ბალანსირებული ცხოვრების სტილით, რომლის დროსაც სასურველია თავი აარიდოთ მზეზე ხანგრძლივად ყოფნას, სხეულის მასის დაკლება, ფეხით სეირნობა, ზოგიერთ შემთხვევაში სპეციალური წინდების ტარება, რომლებიც აუმჯობესებენ სისხლის ცირკულაციას. 

 

გავლენა ავტომობილის მართვასა და სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს ფსიქიკური და ფიზიკური რეაქციების სისწრაფეს.

არ ახდენს გავლენას.

 

გამოშვების ფორმა:

15 შემოგარსული ტაბლეტი პვქ ბლისტერზე. 2 პვქ ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. 

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

 

ვარგისიანობის ვადა:

მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

სად შევიძინოთ?