DHA & D3 / DHA & D3

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Euronatural
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გამოშვების ფორმა: წვეთები 20 მლ
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა: 

6 წვეთი შეიცავს: 

ვიტამინი D3 – 600UI, 

მცენარეულ წარმოშობის DHA - 40 mg,  

ვიტამინი E – 0.99mg, 

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

DHA - დოკოზაჰექსანის მჟავა მიეკუთვნება ომეგა-3 პოლიუჯერ ესენციურ ცხიმოვან მჟავებს. პროდუქტი მიღებულია მცენარეული წყაროსგან -  წყალმცენარეებისგან, რომლებიც მოყვანილია ეკოლოგიურად სუფთა პირობებში. არ შეიცავს ტოქსიკურ მინარევებს და მძიმე მეტალებს, რაც მისი უპირატესობაა.

DHA წარმოადგენს უჯრედის მემბრანის ფოსფოლიპიდური შრის მნიშვნელოვან სტრუქტურულ კომპონენტს, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მას შეიცავს თავის ტვინი და თვალის ბადურა.

DHA - აუცილებელია ნაყოფისა და ახალშობილის ნერვული სისტემის და მხედველობის ანალიზატორის ნორმალური განვითარებისთვის. 

DHA პასუხს აგებს ახალშობილებში კოგნიტური ფუნქციების განვითარებაზე; 

DHA  ამცირებს ალერგიული დაავადებების და მეტაბოლური სინდრომის  განვითარების რისკს. 

DHA  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღენაკლ და მცირეწონიან ახალშობილებში.  კერძოდ, ამცირებს ბრონქოპულმონური დისპლაზიების, ნეკროზულ ენტეროკოლიტისა და დღენაკლულთა რეტინოპათიის განვითარების რისკს. 

ვიტამინი D3  ხელს უწყობს Ca-ის აბსორბციას ნაწლავში;  ინარჩუნებს კალციუმის და ფოსფორის ადექვატურ კონცენტრაციებს სისხლში,  რითაც ხელს უწყობს ძვლების ნორმალურ მინერალიზებას. მონაწილეობს ნერვულ და იმუნურ პროცესებში; აუცილებელია ძვლის ზრდისთვის და რემოდელირებისთვის.  

ვიტამინი D3  მნიშვნელოვანია რაქიტისა და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის. 

ვიტამინი E ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით, აქვეითებს პროსტაგლანდინების პროდუქციას და თრომბოციტების აგრეგაციას. 

ვიტამინი E  ეფექტურია  ახალშობილებში  სუნთქვითი დარღვევების სინდრომის,  ჰემოლიზური დაავადების და დღენაკლებში ანემიის პრევენციისთვის. 

 

ჩვენებები:

- ვიტამინი D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა

- რაქიტის ჰიპოკალცემიური სინდრომის, ოსტეომალაციის, ოსტეოპოროზის და მეტაბოლური პროცესების დარღვევებით მიმდინარე ძვლის დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა

- ნერვული სისტემის (კოგნიტური ფუნქციები) და  მხედველობის ანალიზატორის  სრულფასოვანი განვითარება 

-  მეტაბოლური სინდრომისა და ალერგიული დაავადების განვითარების რისკის შემცირება

- დღენაკლ და მცირეწონიან ახალშობილებში ბრონქოპულმონური დისპლაზიების, ნეკროზული ენტეროკოლიტის, ჰემოლიზური დაავადების, რეტინოპათიის განვითარების პრევენცია. 

 

მიღების წესი და დოზირება

6 წვეთი ერთხელ  დღეში ჭამის დროს 

 

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის რეკომენდებულ დოზებში მიღებისას გვერდითი ეფექტების განვითარება ნაკლებად შესაძლებელია 

არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას 

უკუჩვენება

შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა

ჰიპერ D-ვიტამინოზი , ჰიპერკალცემია 

შენახვის პირობები: 

წვეთები ინახება მშრალ და გრილ ადგილას 

ვარგისიანობის ვადა

24 თვე

აფთიაქიდან გაცემა:

გაიცემა ურეცეპტოდ