Nuk
DHA კომბი / DHA comb

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: აფლოფარმი
  • მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტიN30+კაფსულა N30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

სპეციალურად შექმნილი ფორმულა  ორსული და მეძუძური ქალებისთვის

ვიტამინები + მინერალები +ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები  
უზრუნველყოფს:
• ნაყოფის სრულფასოვან განვითარებას
• ორსული და მეძუძური ქალის ზოგად გაჯანსაღებას
• ორსულის და მეძუძური ქალის დღიური რაციონის სრულფასოვან შევსებას: 
ვიტამინებით, მინერალებით და ომეგა-3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით
• ორსულობის შემდგომ პერიოდში ქალის ჯანმრთელობის სწრაფ გაუმჯობესებას და ძალების აღდგენას
დეჰა კომბი N30 ტაბლეტი +N30 კაფსულა   საკვები დანამატი სრულყოფილი ფორმულა დედისა  და ბავშვის ჯანმრთელობისთვის!

შემადგენლობა
ტაბლეტი შეიცავს: 20 სახეობის ვიტამინების და მაკრო-მიკროელემენტების კომბინაციას
კაფსულა შეიცავს: ომეგა-3 პოლიუჯერ ცხიმოვან  მჟავებს: 
- დოკოზაჰექსაენის  მჟავა _ 220 მგ                 
 - ეიკოზაპენტაენის  მჟავა _  44 მგ 
დეჰა კომბის მრავალკომპონენტიანი შემადგენლობა სრულფასოვნად უზრუნველყოფს ორსულის და მეძუძურის დღიური რაციონის შევსებას: ვიტამინებით, მინერალებით და ომეგა-3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით.

Beta-carotene

3 mg

Vitamin D3

10 mcg

Vitamin E

10 mg

Thiamine

1,66 mg

Riboflavin

2 mg

Vitamin B6

2,2 mg

Vitamin B12

1,2 mcg

Vitamin C

100 mg

Folic acide

400 mcg

Pantothrnic acid

10,3 mg

Niacin

17,8 mg

Biotin

150 mcg

Calcium

200 mg

Magnesium

50 mg

Manganese

1mg

Zinc

15 mg

Selenium

20 mcg

Iodine

150 mcg

Iron

28 mg

Cooper

1 mg


დეჰა კომბ-ში შემავალი ვიტამინების და მინერალების არსებული კონცენტრაცია შეესაბამება, ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის (NIH)  მიერ ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის მოწოდებულ რეკომენდებულ დოზებს.             
ომეგა-3 პოლიუჯერი ესენციური ცხიმოვანი მჟავების მხოლოდ 2% სინთეზდება ორგანიზმში. ამიტომ ორგანიზმში ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მოხვედრის ერთადერთი გზა ეგზოგენურია. ჯანმოს ( რეკომენდაციით  ორსულ და მეძუძურ ქალებს ყოველდღიურად ესაჭიროებათ 300 მგ-მდე ომეგა-3-ის მიღება. ორსულობის პერიოდში ომეგა-3-ის მიღება აუცილებელია ორსულობის ნორმალური მიმდინარეობის და ნაყოფის სრულფასოვანი განვითარებისთვის. 
ომეგა-3-ის გავლენა დედის ორგანიზმზე: • ამცირებს ნაადრევი მშობიარობის რისკს (მინიმუმ 61%-მდე), ხელს უშლის მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარებას, • ამცირებს ორსულობის პერიოდში ალერგიული დაავადებების გამოვლინებას,• ორსულებში აქვეითებს ჰიპერტენზიის და ეკლამპსიის განვითარების რისკს. 
ომეგა-3-ის გავლენა ნაყოფის განვითარებაზე: • აუმჯობესებს ახალშობილის კოგნიტურ მაჩვენებლებს,•ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის, შემეცნებითი და  ფსიქომოტორული ფუნქციის ნორმალურ განვითარებას, განაპირობებს თვალის ბადურის სრულყოფილ ფორმირებას და მხედველობის სიმახვილის  განვითარებას, ამცირებს ბავშვის დაბადების შემდგომ, ალერგიული დაავადებებისადმი წინასწარგანწყობას • აქვეითებს II ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს, იმ ბავშვებში, რომელთა დედებსაც აღენიშნებოდათ გესტაციური დიაბეტი.                                    

დოზირება და მიღების წესი
დღეში 1 ტაბლეტი+1 კაფსულა საკვებთან ერთად, წყლის მიყოლებით.

გაფრთხილება
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას!

სად შევიძინოთ?