Nuk
დესლორატადინი ნორმონი / DEZLORATADIN-Normon


დესლორატადინი ნორმონი -არასედატიური ანტიჰისტამინური პრეპარატია. მას გააჩნია ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც იწყება მისი მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში და ნარჩუნდება მთელი დღის განმავლობაში.

პრეპარატი არ ზემოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და არ იწვევს ანტიქოლინერგიულ და სედატიურ მოქმედებას (არ იწვევს ძილიანობას).

საჭლის მიღება და ალკოჰოლი არ ცვლის პრეპარატის ფარმაკოლოგიურ თვისებებს.

დესლორატადინი აქრობს ან საგრძნობლად ამსუბუქებს ალერგიული რინიტის ისეთ გამოვლინებებს, როგორიცაა ცემინება, ქავილის შეგრნება ცხვირში, ცხვირიდან გამონადენი, ქავილი და შეწითლება თვალის მიდამოში, ცრემლდენა.

ჭინჭრის ციების დროს დესლორატადინი ნორმონი ამსუბუქებს ან აქრობს ქავილს და გამონაყარს კანზე.

 

ჩვენებები:

 სეზონური და წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტი;

ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია (ჭინჭრის ციება).

 

მიღების წესი და დოზირება:

დესლორატადინის ტაბლეტირებული ფორმა ნებადართულია მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან. ტაბლეტირებული ფორმა მიიღება დღეში ერთხელ. ტაბლეტის დაღეჭვა არ შეიძლება, იგი მთლიანად უნდა გადაიყლაპოს.

 

გვერდითი მოვლენები:

აღინიშნება პლაცებოს დონეზე: დაღლილობის შეგრძნება 1.2%-ში, თავის ტკივილი 0.6%-ში.

 

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტებისადმი ან ლორატადინისადმი;

*ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი.

 

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა წამლებთან არ ურთიერთქმედებს. საკვების მიღება არ მოქმედებს წამლის ეფექტურობაზე. დესლორატადინი ნორმონი  არ აძლიერებს ალკოჰოლის ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

 

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-300C ტემპერატურაზე.

 

ვარგისობის ვადა:

იხილეთ შეფუთვაზე.

სად შევიძინოთ?