Nuk
დექსაპოსი / Dexapos


შემადგენლობა

სამკურნალო წამლის ფორმა: თვალის წვეთები 
1 მლ ხსნარის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
დექსამეტაზონ ნატრიუმ -21-(3-სულფობენზოატი) 1.0 მგ
კონსერვანტი
თიმეროსალი 0.05მგ, 
დამხმარე კომნონენტები: 
მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, გლუკოზა, საინექციო წყალი. 

აღწერა
უფერო გამჭვირვალე სითხე. 

გამოშვების ფორმა:
5 მლ პოლიმერულ ფლაკონი საწვეთურით, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ჩვენებები
მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესები:
- თვალის წინა მონაკვეთის ანთება (კონიუქტივიტი, სკლერიტი, ღრმა კერატიტი ეპითელის დაზიანების გარეშე, ირიტი, ირიდოციკლიტი);
- თვალის უკანა მონაკვეთის ანთება (ქორიოიდიტი, ქორიოერეტინიტი);
- სიმპათიური ოფტალმია.
თვალის ალერგიული დაავადებები:
- ალერგიული კონიუქტივიტი და კერატოკონიუქტივიტი; - გაზაფხულის კატარი.
ანთებითი მოვლენების მკურნალობა და პროფილაქტიკა ოპერაციის და ტრავმის შემდგომ პერიოდებში.

მიღების წესები და დოზები
დექსაპოსი თვალის წვეთებს იწვეთავენ კონიუქტივალურ პარკში 1-2 წვეთს 3-5-ჯერ დღეში.
დექსაპოსით მკურნალობის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, არ აღემატება 2-3 კვირას.
მკურნალობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ეფუძნება ობიექტურ მონაცემებს, რაც შეიცავს პრეპარატის მოქმედების ეფექტურობას, სიმპტომატიკის გამოხატულობას, გვერდითი ეფექტების შესაძლებლობას.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ. შესაძლებელია გაჩნდეს ხანმოკლე წვის შეგრძნება პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება გახდეს მეორადი გლაუკომისა და კატარაქტის გაჩენის მიზეზი, ამიტომ პრეპარატის 2 კვირაზე მეტ ხანს გამოყენებისას და, ასევე, ანამნეზში გლაუკომის მქონე პაციენტებისათვის რეკომენდირებულია თვალის შიდა წნევის რეგულარული კონტროლი.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და, რაც შეიძლება უფრო სწრაფად, მიმართეთ ოფთალმოლოგს.

უკუჩვენება
კერატიტი, გამოწვეული ჰერპეს ზოსტერ (ხისებრი კერატიტი), ჩუტყვავილა და რქოვანასა და კონიუქტივის სხვა ვირუსული დაავადებები;
- თვალის მიკობაქტერიული ინფექციები;
- თვალის სოკოვანი დაავადებები;
- თვალის მწვავე ჩირქოვანი დაავადებები რქოვანას ეპითელის დაზიანებით;
- რქოვანას ეპითელიოპათია;
- მომატებული თვალშიდა წნევა;
- მოცემული პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტისადმი მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ბავშვებში დექსა-გენტამიცინის გამოყენების შესახებ კლინიკური გამოკვლევების მონაცემები არ არსებობს. მაგრამ პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებლობა აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.

განსაკუთრებული მითითებები
თუ დექსაპოსით მკურნალობის დროს პაციენტი, ექიმის ნებართვით, აგრძელებს კონტაქტური ლინზების გამოყენებას, მაშინ პრეპარატის ჩაწვეთამდე უნდა ამოიღოს კონტაქტური ლინზები და უკან ჩაისვას ჩაწვეთიდან არა ნაკლებ 20 წუთში.
დექსაპოსი თვალის წვეთების უშუალოდ ჩაწვეთების შემდეგ შეიძლება გაჩნდეს მხედველობის სიმახვილის დარღვევა, რაც იწვევს ფსიქიკური და ფიზიკური რეაქციების შენელებას. ამიტომ პრეპარატის გამოყენება მექანიზმებთან მუშაობისა და ავტოტრანსპორტის მართვის წინ არ არის რეკომენდებული.

ჭარბი დოზირება
დექსაპოსი თვალის წვეთები პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას დოზის გადაჭარბება ნაკლებადაა შესაძლებელი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ადგილობრივი გამოყენებისას არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა: 3 წელი. ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 6 კვირის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. 
შენახვის პირობები:
არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით.

რეგისტრაციის # და თარიღი
11.11.2010

სად შევიძინოთ?