Nuk
დეპურერბე / depurerbe


 

შემადგენელი კომპონენტები 2 ტაბლეტი შეიცავს (დღეღამური დოზა):
ბაყაყურა  (Silybum marianum ) ტიტრირებული 2% სილიმარინამდე- 160 მგ
ქოლინის  ბიტარტრატი - 200 მგ.
L-მეთიონინი - 80 მგ.
ინოზიტოლი - 
80 მგ. 
რტიშოკის ფოთლის ფხვნილი - 400 მგ.
ბაბუაწვერას ფესვის ექსტრაქტი,  ტიტრირებული - 
2%      12მგ.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტ.
 B6 ) - 2 მგ.  
                          

დამხმარე ნივთიერება; შემავსებლები:  კალციუმის ფოსფატი,ჰიდროქსი პროპილეცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ანტიაგლომერანტები : მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, შემომგარსველები: ჰიდროქსიპროპილმეტილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა,სტეარინის მჟავა. ნატურალური საღებავები: დიოქსიდ ტიტანი,რიბოფლავინი,სპილენძის კომპლექსი.

არტიშოკი  - აძლიერებს ნაღვლდენას, დიურეზს, არეგულირებს ლიპიდურ სპექტრს. ანეიტრალებს ალკოჰოლის ჭარბად მიღებისას ორგანიზმში წარმოქმნილი მავნე ნივთიერებების მოქმედებას. დადებით გავლენას ახდნს საჭმლის მონელებელი სისტემის და ღვიძლის ფუნქციაზე, აფერხებს ნაწლავებში  აირწარმოქმნის პროცესს, გააჩნია ანტიოქსიდანტური აქტივობა (ხელს უწყობს გლუტათიონის ნთეზ)
ქოლინი (ვიტ.B4)   ვიტამინის მსგავსი ნივთიერებაა მემბრანოპროტექტორული, ანტიათეროსკლეროზული , ნოოტროპული,  ანტიდეპრესიული მოქმედებით.   ის აჩქარებს ალკოჰოლის, ვირუსების, ტოქსიური ნივთიერებების, ინფექციური აგენტების ზემოქმედებით დაზიანებული ღვიძლის რეგე- ნერაციის პროცესს, აფერხებს ნაღვლის ბუშტში კენჭის წარმოქმნას.  ასევე მონაწილეობს მეთიონინის სინთეზში, რითაც ამცირებს სისხლში ჰომოცისტეინების დონეს, ააქტივებს ცილებისა და ფოსფოლიპიდების სინთეზის პროცესს, რაც დადებით გავლენას ახდენს ჰეპატოციტების მემბრანის სტაბილიზაციაზე.  ამცირებს ქოლესტერინისა და ცხიმოვანი მჟავების კონცენტრაციას სისხლში , მონაწილეობას იღებს ნახშირწყლების ცვლაში, ახდენს ბეტა უჯრედების მემბრანის სტაბილიზაციას,   რითიც უზრუნველყოფს შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნებას სისხლში.
ბაყაყურა  (Silybum marianum ) წარმოადგენს ფლავონოიდების და ფლავონოლიგნანების კომპლექსს , ანტიოქსიდანტური,ჰეპატოპროტექტორული მოქმედებით მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაციების დროს. 
L-მეთიონინი   მიეკუთვნება ესენციურ ამინომჟავებს, რომელიც მონაწილეობს ქოლინის, ფოსფოლიპიდების, ყველა გოგირდ შემცველ ამინომჟავის, ადრენალინის, კრეატინის, ციანკობალამინის, ასკორბინის და  ფოლის მჟავას, მთელი რიგი ჰორმონებისა და ფერმენტების  სინთეზში,  ასევე ახდენს ნეიტრალური ცხიმების მობილიზაციას ღვიძლიდან-ლიპოტროპული ეფექტი. ამცირებს მემბრანების ფოსფოლიპიდების დაზიანებას, მონაწილეობას იღებს დეზინტოქსიკაციის პროცესში,
ინოზიტოლი (ვიტამინი B8)    მონაწილეობას  ინსულინის, ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის დონის რებალანსირებაში, გააჩნია ლიპოტროპული ეფექტი, ის უჯრედის მემბრანის და მიელინის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მისი დაბალი შემცველობა იწვევს დეპრესის განვითარებ.
ბაბუაწვერას ფესვის ექსტრაქტი -აუმჯობესებს გასტროინტესტინალური ტრაქტის ფუნქციას, ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის ფუნქციონირებას, გააჩნია სუსტი საფაღარათო მოქმედება ანტიტოქსიური , ანტიჰელმინთური, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება 
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტ.  B6  ) წარმოადგენს  წყალში ხსნადი  ამინომჟავებისა და ცილების მეტაბოლიზმის კოფერმენტს.

ჩვენებები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კომპლექსურ თერაპია, ქრონიკული ინტოქსიკაცია. ადიუვანტური თერაპია ჰიპერქოლესტერინემიის, ღვიძლის ციროზის, ჰეპატიტის, ჰეპატოსტეატოზის, ქოლეცისტიტის მკურნალობისას. დიაბეტის, წონის კლების პროგრამის დროს, ჰეპატოტოქსიური პრეპარატების მიღებისას

მიღების წესი და დოზირება:  2 ტაბლეტი დღეში, უმჯობესია დილით საკმაო ოდენობით წყალთან ერთად.

უკუჩვენება: არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს,

სიფრთხილით ინიშნება ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების დროს.

გამოშვების ფორმა:  №45 ტაბლეტები

არ შეიცავს:  გლუტეინს, რძის დერივატებს, ლაქტოზას, გმკ, ხელოვნირ საღებავებს, კონსერვანტებს, შაქარს.

პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 250Cტამპერატურაზე.

წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

 

სად შევიძინოთ?