Nutricia
დენტოკინდი / DENTOKIND

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: DHU
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #150
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

1 ტაბლეტები (100 მგ) შეიცავს: 
აქტიური ნივთიერებები:
Belladonna D6 - 15 მგ
Chamomilla D6 - 15 მგ
Ferrum phosphoricum D6 - 15 მგ
Hepar sulphuris D12 - 15 მგ
Pulsatilla D6 - 15 მგ
სხვა ინგრიდიენტები (შემავსებლები): მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები
კბილების ამოჭრით გამოწვეულ ტკივილი ძუძუთა და მცირე ასაკის ბავშვებში, ასევე ოტალგია (ყურის ტკივილი), შფოთვა, გაღიზიანებულობა, ღრძილების მტკივნეული მგრძნობელობა, ციებცხელება და დიარეა.

მიღების წესები და დოზები
1 წლამდე ასაკის ბავშვები: მწვავად გამოხატული სიმპტომატიკის დროს – 1 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში, მაგრამ არაუმეტეს 6 ტაბლეტის დღეში; სიმპტომების გამომხატველობის შემცირების მერე მიიღება 1 ტაბლეტი 3–ჯერ დღეში.
1 წლიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვები: მწვავად გამოხატული სიმპტომატიკის დროს – 2 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში, მაგრამ არაუმეტეს 12 ტაბლეტის დღეში; სიმპტომების გამომხატველობის შემცირების მერე მიიღება 2 ტაბლეტი 3–ჯერ დღეში.
ტაბლეტი მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე ან საკვების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ (ტაბლეტი უნდა გაიწოვოს პირის ღრუში). 
ძუძუთა ბავშვების და 3 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისას რეკომენდებულია ტაბლეტის გახსნა მცირე რაოდენობის წყალში (1 ჩაის კოვზი).

გვერდითი მოვლენები
არ არის ცნობილი პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესახებ. პრეპარატის მიღებისას თუ შეამჩნიეთ რომელიმე გვერდითი ეფექტის ნიშანი, მიმართეთ ექიმს.
შენიშვნა: 
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენება
გამოვლენილი ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის მიმართ ცუდი ამტანობისას ან გაუთვალისწინებელი სიმპტომებისას მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისას მავნე ეფექტების განვითარების საშიშროება არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის. შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენი ბავშვი იღებს სხვა სამკურნალო საშუალებებს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 25°C ტემპერატურამდე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი მითითებულია შეფუთვასა და ფლაკონზე. ამ თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე.