Nuk
დენკ პრენატალი / Denk Prenatal

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: DENK PHARMA GmbH
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: შემოგარსული ტაბლეტი შიგნით მისაღებად #30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:
ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
ვიტამინი E 13 მგ 
ვიტამინი C 110 მგ 
თიამინი (ვიტამინი B1) 1,2 მგ
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) 1,6 მგ
ნიაცინი (ვიტამინი B3) 15 მგ 
ვიტამინი B6 1,9 მგ 
ფოლიუმის მჟავა 800 µგ 
ვიტამინი B12 3,5 µგ 
ბიოტინი (ვიტამინი B7) 60 µგ 
პანტოტენის მჟავა (ვიტამინი B5) 6 მგ ]
იოდი 150 µგ 
ფოლიუმის მჟავა 
• ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ამინომჟავების ნორმალურ სინთეზს და დედის ქსოვილებში ჟანგბადის მიწოდებას ორსულობის პერიოდში 
• ფოლიუმის მჟავა მნიშვნელოვან როლს თამაშობს უჯრედის გაყოფაში 
ვიტამინი B6 
• ვიტამინი B6 ხელს უწყობს ერითროციტების ნორმალურ ფორმირებას 
ვიტამინი B12 
• ვიტამინი B12 მონაწილეობს უჯრედის გაყოფაში 
პანტოტენის მჟავა 
• პანტოტენის მჟავა ხელს უწყობს ვიტამინი D და სტეროიდული ჰორმონების ნორმალურ სინთეზს და მეტაბოლიზმს. 
იოდი 
• იოდი ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებას და  ფუნქციონირებას. 
დენკ პრენატალი რეკომენდებულია 
• ქალებისთვის რომლებიც გეგმავენ ორსულობას;
• ორსულობის პირველ ტრიმესტრში;
• ლაქტაციის პერიოდში;
დენკ პრენატალი უზრუნველყოფს ფოლიუმის მჟავის, იოდის და ყველა მნიშვნელოვანი ვიტამინის მიწოდებას ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

მიღების წესი
ერთი შემოგარსული ტაბლეტი ერთხელ დღეში კვების დროს, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად.
მხოლოდ ერთი ტაბლეტის მიღება დღეში ავსებს აუცილებელი მიკროელემენტების რეკომენდებულ დღიურ მოთხვონას.
არ არის რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

შენახვის წესი
ინახება მშრალ ადგილას, ოთახის ტემეპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

არ შეიძლება აღნიშნული პრეპარატის მიღება კოლოფზე ან ბლისტერზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

სად შევიძინოთ?