Nuk
დარმფლორა პლუს სელექტი / Darmflora plus


დარმფლორა პლიუს სელექტი წარმოადგენს პრობიოტული მიკროორგანიზმების და ვიტამინების ბალანსირებულ კომბინციას.პრეპარატის შემადგენლობაში მყოფი ბაქტერიები არიან ლაბორატორიულ პირობებში,ჰიგიენური კრიტერიუმების მკაცრი დაცვით გაზრდილი ჯერ განაყინი,შემდეგ განათბობი შტამები,რომლებიც უძლებენ სითბოს,კუჭის  და ნაღვლის წვენის ზემოქმედებას  და ორგანიზმზე ახდენენ მხოლოდ სასარგებლო ზემოქმედებას.  

 

შემადგენლობა (1 კაფსულა): 8 კულტურა, 12 მილიარდი ბაქტერია  

Lactobacillus acidophilus    Lactobacillus casei
Lactobacillus plantarum     Lactobacillus rhamnosus
Bifidobacterium bifidum     Bifidobacterium lactis
Bifidobacterium breve        Streptococcus thermophilus

B ჯგუფის ვიტამინები: B1, B2,  B6, B12,  ბიოტინი, ფოლის მჟავა.

 

ჩვენებები: 
ხშირი დიეტასხვადასხვა მედიკამენტების (უმეტესწილად ანტიბიოტიკები) მიღება, სტრესი ,ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები, გაურკვეველი და ახალი საკვების მიღება მოგზაურობების დროს, ნაწლავების ფუნქციონალური და ანთებითი დაავადებებით განპირობებული კლინიკურად გამოვლენილი დისბაქტერიოზი, რაც გამოიხატება შეკრულობაით ან დიარეით

მიღების წესი
დიარეის მწვავე პერიოდში:  მოზრდილებში ყოველდღე კვებისას 4 კაფსულა სითხესთან ერთად. სიმპტომების  დარეგულირების შემდგომ 2 კაფსულა დღეში. ხოლო შეკრულობისას დღეღამური დოზაა 2 კაფსულა.

ბავშვები 2 წლიდან 10 წლამდე დღეღამური დოზაა 2 კაფსულა.სიმპტომების რეგულირების შემდგომ 1 კაფსულა დღეში. მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. შესაძლებელია კაფსულის გახსნა

2 წლამდე  1 კაფსულა დღეში


გვერდითი
მოვლენები: არ აღინიშნება


უკუჩვენებები
: პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.


ორსულობა
და ლაქტაცია: შესაძლებელია მისი გამოყენება, რადგან ის არ ახდენს უარყოფით გავლენას.


სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება: დასაშვებია დარმფლორას გამოყენება ანტიბიოტიკებთან და ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად.


შენახვის
პირობები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

აფთიაქიდან გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს

სად შევიძინოთ?