Nuk
ცისტიქეა / Cysticare

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: HEALTHAID
  • მწარმოებელი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #60
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

რეკომენდებულია: მოზარდებისა და მოზრდილთათვის საშარდე სისტემის ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის

რას წარმოადგენს ცისტიქეა-ს აბები?

ცისტიქეას აბების ფორმულაში რჩეული ბუნებრივი და მაღალი ხარისხის მცენარეული ექსტრაქტებია გამოყენებული, რომლებიც ორგანიზმის მიერ მაქსიმალური შეწოვისა და ათვისების უზრუნველსაყოფად სპეციალურად არის გაწმენდილი და გამდიდრებული. შტოშის, ციტრუსოვანი ბიოფლავონოიდების, კალიუმის და C ვიტამინის დადებით თვისებებთან კომპლექსში ეს საკვები დანამატი ქალებისთვის სრულყოფილ ფორმულას წარმოადგენს საშარდე სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.

რისთვის არის სასარგებლო ცისტიქეას აბები?

- ოშარდვის ხშირი ან მუდმივი სურვილის შეგრძნების შესამცირებლად

- მოშარდვის დროს წვის შეგრძნების შესამცირებლად

- მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილების და წელის მიდამოში ტკივილების შესამცირებლად

- ნაწლავური ფლორის დაბალანსებისთვის

- იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის

- საშარდე გზების ინფექციას დროს იმუნური ფუნქციის გაუმჯობესებისთვის

- ფაქიზი მოქმედების ბუნებრივი შარდმდენი, ასევე თირკმლის ფუნქციის მასტიმულირებელი

- თირკმლისა და შარდის ბუშტის კენჭების დროს სიმპტომების შემცირებისთვის

ვისთვის არის სასარგებლო ცისტიქეას აბები? 

ცისტიქეას აბები სასარგებლოა:

- მათთვის, ვისაც საშარდე გზების ინფექციებისადმი მიდრეკილება აღენიშნება

- დიაბეტის მქონე პირთათვის და ორსულებისთვის

- ქალებისთვის, რომლებსაც შემოკლებული შარდსაწყვეთის პრობლემა აწუხებთ

- მათთვის, ვისაც საშარდე სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნება სურს

- მათთვის, ვისაც სურს ჯანსაღი საჭმლის მომნელებელი სისტემის შენარჩუნება

- მათთვის, ვისაც იმუნური სისტემის გაძლიერება სურს

- პოსტმენოპაუზალურ პერიოდში მყოფი ქალებისთვის

ხარიხის სტანდარტი: ყველა ინგრედიენტი აკმაყოფილებს აშშ, ევროპისა და ბრიტანეთის ფარმაკოპეას სტანდარტებს ან მომწოდებლის სპეციფიკაციას

შემადგენლობა

ერთი აბი შეიცავს (საშუალოდ):

რდნ %

ვიტამინი C

160მგ

200

კალიუმი

300მგ

15

ციტრუსოვანი ბიოფლავონიდები

100მგ

*

შტოშის ექსტრაქტი (25:1) (1000მგ შტოშის ფხვნილის ექვივალენტი)

40მგ

*

ოხრახუშის ფოთლის ექსტრაქტი (4: 1) (800მგ ოხრახუშის ფხვნილის ექვივალენტი)

200მგ

*

ღვიას ექსტრაქტი (4: 1) (800 მგ ღვიას ფხვნილის ექვივალენტი)

200მგ

*

* რდნ: რეკომენდებული დღიური ნორმა (ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად) დადგენილი არ არის

 

** შესაფერისია ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის (მკაცრი ვეგეტარიანელებისთვის)

გამოყენების წესი: მოზრდილები და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: ერთი აბი დღეში საკვებთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში დოზა დღეში ორ აბამდე შეიძლება გაიზარდოს. კვალიფიციური სპეციალისტის რჩევის გარეშე არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას. ვარგისიანობის

გაფრთხილება:

- გამოიყენეთ პროდუქტი ინსტრუქციაში მითითებული მიღების წესის შესაბამისად

- სრულფასოვანი და ბალანსირებული კვების ჩანაცვლება საკვები დანამატებით არ არის რეკომენდებული

- დაორსულების დაგეგმვის პერიოდში, ორსულობის, ძუძუთი კვების, მედიკამენტოზური მკურნალობის დროს, საკვებისმიერი ალერგიის ან ჯანმრთელობის ნებისმიერი სხვა პრობლემის შემთხვევაში, გამოყენების წინ მიიღეთ ექიმის კონსულტაცია

- საკვები დამატებები არ არის განკუთვნილი დაავადების მკურნალობისა ან პრევენციისთვის

- არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

შენახვის წესი: შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

სად შევიძინოთ?