Nuk
კოკლუსედალი ნურისონი (კოქუელუსედალი ინფანტი) / Coquelusedal infants


შემადგენლობა:
გრინდელი 10მგ, ჰელზემიუმი 5მგ.

დამხმარე ნივთიერებები:
პროპილენგლიკოლი, მყარი ცხიმი.

კლინიკო-თერაპიული ჯგუფი:
ხველების სამკურნალო მცენარეული საშუალებები

ორი მცენარის საუკეთესო კომბინაცია ხველისა და ბრონქული სეკრეტის შესამცირებლად.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კოკლუსედალი ნურისონი არის ერთადერთი ხველის საწინააღმდეგო რექტალური სანთელი, რომელიც გამოიყენება ჩვილებში 1 თვის ასაკიდან. გრინდელის და ჰელზემიუმის სინერგიული მოქმედებით მცირდება ლორწოს სეკრეცია სასუნთქ გზებში.

გრინდელის ახასიათებს ანტისპაზმური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება.

ჰელზემიუმი მსუბუქი სედაციური მოქმედების შედეგად ავლენს დამამშვიდებელ ეფექტს.

ჩვენებები:
მშრალი ან სველი ხველის სიმპტომური მკურნალობა ზემო სასუნთქი გზების ინფექციების და მწვავე ბრონქოპულმონალური დაავადებების დროს.

უკუჩვენებები:
არ გამოიყენოთ კოკლუსედალი ნურისონი, თუ ახლო წარსულში აღინიშნებოდა ანალური ხვრელის ან სწორი ნაწლავის დაზიანება (გამოყენების გზასთან დაკავშირებული უკუჩვენება).

სიფრთხილის ზომები:
ცხელების ან სქელი, ჩირქოვანი ნახველის გამოვლენისას, ან ბრონქების/ფილტვების ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება:

გამოიყენება რექტალურად 1-2 სუპოზიტორია დღეში.

ნაჩვენებია 1 თვიდან 30 თვემდე ასაკის ბავშვებში.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

შესაძლო გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა გამოვლინდეს გამოყენების გზასთან დაკავშირებული ადგილობრივი ეფექტები.

შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეინახოთ
250C - ზე მაღალ ტემპერატურაზე.

 

 

 

 

სად შევიძინოთ?