Nuk
კონტროლოკ კონტროლი / CONTROLOC control


გამოყენების   ინსტრუქცია

კონტროლოკი კონტროლი
CONTROL CONTROL

 

სავაჭრო სახელწოდება

კონტროლოკი კონტროლი

 

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება

პანტოპრაზოლი

 

სამკურნალო ფორმა

ნაწლავში ხსნადი გარსით შემოგარსული ტაბლეტები 20 მგ.

 

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება – პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესკვიჰიდრატი 22,57 მგ, (ექვივალენტურია პანტოპრაზოლის 20,0 მგ-ს);

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კარბონატი უწყლო, მანიტოლი, კროსპოვიდონი, პოვიდონი K90, კალციუმის სტეარატი, გასუფთავებული წყალი***

გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა 2910, პოვიდონი K25, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), პროპილენგლიკოლი.

ნაწლავში ხსნადი გარსის შემადგენლობა: ეტაკრილატის და მეტაკრილის მჟავას სოპოლიმერი (1:1) 30% დისპერსია**, ტრიეთილციტრატი, გასუფთავებული წყალი ***

ყავისფერი საღებავი Oპაცოდე შ-1-16530 შემადგენლობა: შელაკი მინანქარი 45%, რკინის (III) ოქსიდი წითელი (E172), რკინის (III) ოქსიდი შავი (E172), რკინის (III) ოქსიდი ყვითელი (E172), ამიაკის ხსნარი კონცენტრირებული.

 

* - მოქმედი გამოცემა;

** - დისპერსიის შემადგენლობა: ეთილაკრილატის და მეტაკრილის მჟავას სოპოლიმერი – 14.13 მგ, ნატრიუმის ლაურილსულფატი – 0.10 მგ, პოლისორბატი 80 – 0.33 მგ;

*** - ცილდება წარმოების პროცესში.

 

აღწერილობა

ოვალური ორმხრივად ამობურცული ყვითელი ფერის შემოგარსული ტაბლეტები თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ბირთვით. ტაბლეტის ერთ მხარეზე ყავისფერი საღებავით დაბეჭდილია ,,P20”.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი და ნივთიერებათა ცვლა. მჟავიანობის დარღვევასთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები. წყლულის საწინააღმდეგო პრეპარატები და პრეპარატები გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის სამკურნალოდ. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები. პანტოპრაზოლი.

კოდი ათქ A02Bჩ02

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

პანტოპრაზოლი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 77%-ს. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში 20 მგ დოზის მიღების შემდეგ – 1-1.5 მკგ/მლ მიიღწევა 2-2,5 საათის შემდეგ და რჩება მუდმივად მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ.

გადანაწილების მოცულობა – დაახლოებით 0,15 ლ/სთ/კგ, კლირენსი – დაახლოებით 0,1 ლ/სთ/კგ. პრეპარატის მიღება საკვებთან არ მოქმედებს AUC-ზე, შრატისმიერ მაქსიმალურ კონცენტრაციაზე და, შესაბამისად, ბიოშეღწევადობაზე. პრეპარატის საკვებთან მიღება ზრდის მხოლოდ დროებითი შეკავების ვარიაბელურობას.

გადანაწილება

პანტოპრაზოლის შეკავშირების ხარისხი შრატისმიერ ცილებთან შეადგენს დაახლოებით 98%-ს. გადანაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0,15 ლ/კგ-ს.

მეტაბოლიზმი

ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 საათს, კლირენსი – დაახლოებით 0.1 ლ/სთ/კგ. პანტოპრაზოლის პარიეტული უჯრედების პროტონულ ტუმბოსთან სპეციფიური შეკავშირების შედეგად ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი არ კორელირებს პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობასთან (მჟავას სეკრეციის ინჰიბირება).

პანტოპრაზოლის მეტაბოლიტების გამოყოფის ძირითადი გზა (დაახლოებით 80%) არის – თირკმელებით, დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა ფეკალიებით. ძირითადი მეტაბოლიტი შრატში და შარდში არის დისმეთილპანტოპრაზოლი, რომელიც შეკავშირებულია სულფატთან. პანტოპრაზოლთან შედარებით, ძირითადი მეტაბოლიტის ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი (დაახლოებით 1.5 საათი) არ არის მეტად გაზრდილი.

მახასიათებლები პაციენტებისათვის/პაციენტების ცალკეული ჯგუფები

პაციენტებისთვის თირკმელების ფუნქციის დარღვევით (მათ შორის პაციენტები, რომლებიც არიან დიალიზზე) პანტოპრაზოლის დოზის შემცირება არ არის საჭირო. ჯანმრთელი პაციენტების მსგავსად, ამ პაციენტებისათვის ნაწილობრივად დაშლის პერიოდი არის ხანმოკლე. შეიძლება მოხდეს პანტოპრაზოლის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილის დიალიზი. მიუხედავად იმისა, რომ პანტოპრაზოლის ძირითად მეტაბოლიტს აქვს უფრო ნელი ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი (2-3 საათი), მისი ექსკრეცია რჩება სწრაფი, და ამიტომ, ნაერთის კუმულაცია არ ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებისთვის (A და B კლასი ჩაილდით) პანტოპრაზოლის ნაწილობრივად დაშლის დრო იზრდება 3-6-საათამდე და AUჩ მაჩვენებელი იზრდება 3-5-ჯერ, შრატის მაქსიმალური კონცენტრაცია იზრდება უმნიშვნელოდ – 1.3-ჯერ ჯანმრთელ პაციენტებთან შედარებით.

ახალგაზრდა პირებთან შედარებით, ხანდაზმულ პირებში ჩმახ და AUჩ მაჩვენებლების უმნიშვნელო მატება არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი.

 

ფარმაკოდინამიკა

პანტოპრაზოლი არის ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლი, ანელებს მარილმჟავას სეკრეციას კუჭში პარიეტული უჯრედების პროტონულ ტუმბოზე სპეციფიური ზემოქმედების გზით.

პარიეტული უჯრედების მჟავა გარემოში პანტოპრაზოლი გარდაიქმნება მის აქტიურ ფორმად – ციკლურ სულფენამიდად, სადაც ის თრგუნავს H+, K+-ატფ-აზა ფერმენტს.

ინჰიბირების პროცესი დამოკიდებულია დოზაზე და ავლენს ზემოქმედებას მჟავას როგორც ბაზალურ, ასევე სტიმულირებულ სეკრეციაზე. პაციენტების უმრავლესობაში სიმპტომატიკა ქრება 1 კვირის შემდეგ. პროტონული ტუმბოს და H2 რეცეპტორების სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, პანტოპრაზოლით მკურნალობა იწვევს კუჭის მჟავიანობის შემცირებას, რაც პროპორციულად იწვევს გასტრინის გამოყოფის მატებას. გასტრინის დონის მატება შექცევადია.

ვინაიდან პანტოპრაზოლი ბოჭავს ფერმენტს პერიფერიულ დონეზე უჯრედოვანი რეცეპტორების მიმართ, ამ ნაერთმა შესაძლებელია იმოქმედოს მარილმჟავას სეკრეციაზე სხვა ნივთიერებებით სტიმულაციის მიუხედავად (აცეტილქოლინი, ჰისტამინი, გასტრინი). პანტოპრაზოლი სწრაფად ზრდის გასტრინის დონეს. ხანმოკლე მკურნალობის დროს უმრავლეს შემთხვევაში გასტრინის დონე არ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს. ხანგრძლივი მკურნალობის დროს უმრავლეს შემთხვევაში გასტრინის დონე იზრდება ორჯერ. თუმცა, მისი მნიშვნელოვანი მატება ვლინდება მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში. გასტრინის დონის მომატების შედეგად ხანგრძლივი მკურნალობისას ერთეულ შემთხვევებში გამოვლენილია სპეციფიური ენდოკრინული უჯრედების რაოდენობის მცირე ან ზომიერი მატება კუჭში (ადენომატოიდური ჰიპერპლაზია). თუმცა, ჩატარებული კვლევის თანახმად, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების წინამორბედების (ატიპიური ჰიპერპლაზია) წარმოქმნა ან კუჭის ავთვისებიანი დაავადებების წარმოქმნა.

ანტისეკრეტორული სამკურნალო პრეპარატებით მკურნალობის დროს, მჟავას სეკრეციის შემცირების საპასუხოდ იზრდება გასტრინის შრატი. ასევე, კუჭის მჟავიანობის შემცირების გამო იზრდება ქრომოგრანინი A (CgA). ქრომოგრანინი A (CgA) დონის მატებამ შესაძლებელია იმოქმედოს ნეიროენდოკრინული ახალწარმონაქმნების კვლევაზე.

არსებული შრომები მოწმობენ იმაზე, რომ მკურნალობა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით უნდა შეწყდეს ქრომოგრანინი A (CgA) კვლევამდე 5 დღიდან-2 კვირამდე პერიოდში. ეს ხელს შეუწყობს ქრომოგრანინი A (CgA) დონის ნორმალიზებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შეიძლება იყოს მცდარი პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობის გამო.

 

გამოყენების ჩვენება

-რეფლუქსური სიმპტომების ხანმოკლე მკურნალობა, როგორიც არის გულძმარვა, რეფლუქს-ეზოფაგიტი მოზრდილ პაციენტებში.

 

გამოყენების წესი და დოზები

კონტროლოკი კონტროლი 20 მგ ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები არ იღეჭება და არ იკბიჩება, საჭიროა მათი მთლიანად გადაყლაპვა საკმარისი რაოდენობის სითხის დაყოლებით. პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს კვებამდე.

კონტროლოკი კონტროლი ნაწლავში ხსნადი ტაბლეტების რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 20 მგ დღეში.

სიმპტომების კუპირებისთვის შესაძლებელია საჭირო იყოს პრეპარატის მიღება 2-3 დღის განმავლობაში. სიმპტომების სრულად გაქრობის შემდეგ საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა. მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 4 კვირას ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ გაუმჯობესება არ დგება 2 კვირიანი უწყვეტი მკურნალობის განმავლობაში, პაციენტმა უნდა მიმათოს ექიმს.

 

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ღვიძლის უკმარისობა

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით პანტოპრაზოლის სადღეღამისო დოზა 20 მგ არ უნდა გაიზარდოს.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით პრეპარატის დოზის სპეციალური შერჩევა არ არის საჭირო.

კონტროლოკი კონტროლი არ არის რეკომენდებული ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში უსაფრთხოების და ეფექტურობის არასაკმარისი მონაცემების გამო.

 

გვერდითი მოქმედება

ქვემოთ მითითებული გვერდითი რეაქციები დაყოფილია მათი გამოვლენის სიხშირის შესაბამისად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი).

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრიდან

-იშვიათი: აგრანულოციტოზი;

-ძალიან იშვიათი: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, პანციტოპენია;

დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან

-იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობა (მათ შორის ანაფილაქსიური რეაქციები და ანაფილაქსიური შოკი);

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრიდან

-იშვიათი: ჰიპერლიპიდემია და ლიპიდების მომატებული კონცენტრაცია (ტრიგლიცერიდები, ქოლესტერინი), სხეულის წონის ცვლილება;

-სიხშირე უცნობია: ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალციემია1, ჰიპოკალიემია;

დარღვევები ფსიქიკის მხრიდან

-არახშირი: ძილის დარღვევა;

-იშვიათი: დეპრესია (გამწვავების ჩათვლით);

-ძალიან იშვიათი: დეზორიენტაცია (გამწვავების ჩათვლით);

-სიხშირე უცნობია: ჰალუცინაციები, არეული ცნობიერება (განსაკუთრებით შესაბამისი მიდრეკილების მქონე პაციენტებში, ასევე შესაძლებელია სიმპტომების გამწვავება თერაპიამდე მათი არსებობის პირობებში);

დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან

-არახშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;

-იშვიათი: გემოს შეგრძნების დარღვევა;

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრიდან

-იშვიათი: მხედველობის დარღვევა/მხედველობის დაბინდვა;

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან

-ხშირი: ფარისებრი ჯირკვლის პოლიპები (კეთილთვისებიანი);

-არახშირი: დიარეა, გულისრევა/ღებინება, მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი, ყაბზობა, პირის სიმშრალე, დისკომფორტი და ტკივილი მუცელში;

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრიდან

-არახშირი: ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება (ტრანსამინაზები, გგტპ);

-იშვიათი: ბილირუბინის დონის მომატება;

-სიხშირე უცნობია: ჰეპატოცელულარული დაზიანება, სიყვითლე, ღვიძლ-უჯრედოვანი უკმარისობა;

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრიდან

-არახშირი: გამონაყარი, ეკზანტემა, დერმატიტი, ქავილი;

-იშვიათი: ჭინჭრის ციება, ქვინკეს შეშუპება;

-სიხშირე უცნობია: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ფოტომგრძნობელობა, კანის ქვემწვავე წითელი მგლურა;

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრიდან

-არახშირი: მტევნის, მენჯ-ბარძაყის სახსრის და ხერხემლის მოტეხილობა;

-იშვიათი: ართრალია, მიალგია;

-სიხშირე უცნობია: კუნთების სპაზმი;

დარღვევები თირკმელების და შარდ-გამომყოფი გზების მხრიდან

-სიხშირე უცნობია: ინტერსტიციალური ნეფრიტი (თირკმელების უკმარისობამდე შესაძლო პროგრესირებით);

დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრიდან

-იშვიათი: გინეკომასტია;

საერთო დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას

-არახშირი: ასთენია, გადაღლა და შეუძლოდ ყოფნა;

-იშვიათი: სხეულის ტემპერატურის მატება, პერიფერიული შეშუპება.

 

1 ჰიპოკალციემია ჰიპომაგნიემიასთან დაკავშირებით

2 როგორც ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის შედეგი

 

უკუჩვენება

-ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

-არ უნდა მოხდეს პრეპარატის გამოყენება აივ პროტეაზას ინჰიბიტორებთან ერთად, რომელთა შეწოვა დამოკიდებულია კუჭშიდა მჟავა pH-ზე, მაგალითად, ატაზანავირი, ნელფინავირი, მათი ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვანი შემცირების გამო;

-18 წლამდე ბავშვთა ასაკი;

-ორსულობა და ლაქტაცია.

 

სამკურნალწამლო ურთიერთზემოქმედება

სამკურნალო საშუალებები pH-დამოკიდებული აბსორბციული ფარმაკოკინეტიკით

საყურადღებოა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება, რომელთა შეწოვა არის pH-დამოკიდებული, მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოზაკონაზოლი, ერლოტინიბი, მათ შორის პრეპარატები, რომელთა დანიშვნა მოხდა კონტროლოკი კონტროლით მკურნალობის კურსის დანიშვნამდე, მითითებული პრეპარატების აბსორბციის შეცვლის გამო.

აივ პროტეაზას ინჰიბიტორები

არ არის რეკომენდებული პანტოპრაზოლის გამოყენება აივ პროტეაზას ინჰიბიტორებთან, რომელთა შეწოვა არის pH-დამოკიდებული (მაგალითად, ატანაზავირი) მათი ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვანი შემცირების გამო.

ფენპროკუმონის ან ვარფარინის ერთდროული გამოყენებისას, გამოვლენილი იყო საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ ან INR) ცვლილების რამდენიმე ერთეული შემთხვევა. ამიტომ, პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ კუმარინის ანტიკოაგულანტებით (მაგალითად, ფენპროკუმონით ან ვარფარინით), რეკომენდებულია პროთრომბინული დროის/სნთ კონტროლი კონტროლოკი კონტროლის გამოყენების დაწყებამდე, გამოყენების დასრულებისას ან არარეგულარული გამოყენების დროს.

ზოგიერთ პაციენტში აღწერილია მეტოტრექსატის დონის მომატების შემთხვევები სისხლში მისი მაღალი დოზების (მაგალითად, 300 მგ) პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას. ამიტომ, მეტოტრექსატის მაღალი დოზების გამოყენებისას, მაგალითად, კიბოს ან ფსორიაზის დროს, შესაძლებელია საჭირო გახდეს პანტოპრაზოლის დროებითი მოხსნის საკითხის განხილვა.

კონტროლოკი კონტროლი ფლობს ციტოქრომ P450 სისტემასთან ურთიერთზემოქმედების დაბალ პოტენციალს. ამიტომ, კონტროლოკი კონტროლის სხვა ისეთ პრეპარატებთან ურთიერთზემოქმედებით გამოწვეული გვერდითი რეაქციების რისკი, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ციტოქრომ P450 სისტემით,  შესაძლებელია ითვლებოდეს მინიმალურად. სპეციალურ კვლევებს არ გამოუვლენიათ პრეპარატი კონტროლოკი კონტროლის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთზემოქმედება კოფეინთან, კარბამაზეპინთან, დიაზეპამთან, ეთანოლთან, დიკლოფენაკთან, გლიბენკლამიდთან, ნაპროქსენთან, მეტოპროლოლთან, ნიფედიპინთან, ფენიტოინთან, პიროქსიკამთან, თეოფილინთან, ლევონორგესტრელის და ეთინილესტრადიოლის შემცველ შიგნით მისაღებ კონტრაცეპტივებთან.

არ შეიძლება პრეპარატის ერთდროული მიღება პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორებთან ან H2-რეცეპტორების ბლოკატორებთან.

ანტიბიოტიკებთან ერთდროული გამოყენებისას, როგორიც არის კლარითრომიცინი, ამოქსიცილინი, მეტრონიდაზოლი, ურთიერთზემოქმედება არ გამოვლენილა.

ურთიერთზემოქმედება ანტაციდებთან ერთდროული გამოყენებისას არ გამოვლენილა.

 

განსაკუთრებული მითითებები

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით პრეპარატი კონტროლოკი კონტროლის მიღებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რეკომენდებულია ღვიძლის ფერმენტების დონის რეგულარული კონტროლი. ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებისას საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.

პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ არასპეციფიური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით (აასპ) ხანგრძლივ მკურნალობას და არიან კუჭ-ნაწლავის გართულებების განვითარების მომატებული რისკის ჯგუფში, პრეპარატი კონტროლოკი კონტროლის 20 მგ მიღება აასპ გამოყენებით გამოწვეული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარების პრევენციის სახით, უნდა შეიზღუდოს.

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში პაციენტებმა უნდა მიმართონ კონსულტაციისთვის ექიმს:

-თუ სიმპტომატიკა არ ქრება უწყვეტი თერაპიიდან 2 კვირის განმავლობაში;

-სხეულის წონის უეცარი კლება, ანემია, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, დისფაგია, მდგრადი ღებინება ან სისხლიანი ღებინება, ასეთ შემთხვევებში, საჭიროა ავთვისებიანი პროცესის გამორიცხვა;

-ანამნეზში კუჭის წყლული ან კუჭზე გადატანილი ქირურგიული ჩარევა;

-საჭმლის მონელების პროცესის დარღვევა ან გულძმარვა 4 კვირის ან მეტი პერიოდის განმავლობაში;

-სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ან დაავადება;

-სხვა ნებისმიერი სერიოზული დაავადება, რომელიც მოქმედებს საერთო მდგომარეობაზე;

-55 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები ახალი სიმპტომებით ან ახლო წარსულში სიმპტომების ცვლილებით.

კუჭში მჟავას მაბლოკირებელი სხვა პრეპარატების მსგავსად, კონტროლოკი კონტროლმა შესაძლებელია შეამციროს B12 ვიტამინის შეწოვა (ციანოკობალამინი) ჰიპო- ან აქლოჰიდრიის შედეგად. ეს გასათვალისწინებელია შესაბამისი კლინიკური სიმპტომების არსებობის პირობებში.

ძვლების მოტეხილობა:

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებმა (პტი), განსაკუთრებით მაღალი დოზების და ხანგრძლივი გამოყენებისას (>1 წელი), შესაძლებელია გაზარდონ ბარძაყის, ხერხემლის და მტევნის მოტეხილობის რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში ან სხვა ცნობილი რისკ-ფაქტორების პირობებში. პაციენტებმა ოსტეოპოროზის განვითარების რისკით უნდა მიიღონ მკურნალობა მოქმედი კლინიკური რეკომენდაციების შესაბამისად, ასევე მათ უნდა მიიღონ D ვიტამინის და კალციუმის საკმარისი რაოდენობა.

ჰიპომაგნიემია:

ჰიპომაგნემიის მძიმე ხარისხი ვლინდებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პტი-ს, მაგალითად, პანტოპრაზოლს, სულ მცირედ სამი თვის განმავლობაში, უმრავლეს შემთხვევაში – ერთი წლის განმავლობაში. შესაძლებელია განვითარდეს ჰიპომაგნიემიის სერიოზული გამოვლინება, როგორიც არის გადაღლა, კრუნჩხვები, ბოდვითი მდგომარეობა, თავბრუსხვევა და პარკუჭოვანი არითმია, თუმცა ის შესაძლებელია განვითარდეს უსიმპტომოდ. პაციენტების უმრავლესობაში ჰიპომაგნიემია უმჯობესდებოდა მაგნიუმის ჩანაცვლების და პტი მოხსნის შემდეგ.

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ხანგრძლივი მკურნალობა ან იღებენ პტი-ს დიგოქსინთან ან სამკურნალო საშუალებებთან, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიონ ჰიპომაგნიემია (მაგალითად, დიურეტიკები), ექიმმა უნდა განიხილოს მაგნიუმის დონის განსაზღვრის საკითხი პტი-ს მკურნალობის დაწყებამდე და პერიოდულად მკურნალობის დროს.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით 1 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ.

კუჭის მჟავიანობის შემცირება ზრდის კუჭის ბაქტერიების რაოდენობას, რომლებიც ჩვეულებრივ არიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. პრეპარატებით მკურნალობა, რომლებიც ამცირებენ მჟავიანობას, იწვევს კუჭ-ნაწლავის ინფექციების განვითარების რისკის მატებას, რომლებიც გამოწვეულები არიან ისეთი მიკროორგანიზმებით, როგორიც არის შალმონელლა, ჩამპყლობაცტერ ან ჩლოსტრიდიუმ დიფფიცილე.

ქვემწვავე სისტემური წითელი მგლურა (სწმ)

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ძალიან იშვიათ შემთხვევებში დაკავშირებულები არიან ქვემწვავე სწმ-თან. პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარების ცენტრს, თუ ჩნდება დაზიანება, განსაკუთრებით მზის სხივებისგან დაუცველ კანის ზედაპირზე, და თუ მას თან ერთვის ართრალგია. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით წინამორბედი მკურნალობის შემდეგ გამოწვეულმა ქვემწვავე სწმ შესაძლებელია გაზარდოს ქვემწვავე სწმ განვითარების რისკი პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორებით მკურნალობის შემდეგ.

ზემოქმედება ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე

ქრომოგრანინი A (CgA) დონის მატებამ შესაძლებელია ხელი შეუშალოს კვლევას ნეიროენდოკრინულ ახალწარმონაქმნებზე. ამ შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, პრეპარატი კონტროლოკი კონტროლით მკურნალობა უნდა შეწყდეს ქრომოგრანინი A (CgA) კვლევამდე სულ მცირედ 5 დღით ადრე. თუ ქრომოგრანინი A (CgA) დონე და გასტრინის დონე არ უბრუნდება ნორმას საწყისი კვლევის შემდეგ, საჭიროა ანალიზის გამეორება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ.

სამკურნალო საშუალების ზემოქმედების თავისებურებები ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე

კონტროლოკი კონტროლი არ მოქმედებს ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

საჭიროა თავის არიდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვისგან, რომლებიც საჭიროებენ მომატებულ ყურადღებას, რადგან შესაძლებელია თავბრუსხვევა და მხედველობის დარღვევა.

 

ჭარბი დოზა

სიმპტომები: უცნობია.

მკურნალობა: ჭარბი დოზის ეჭვის დროს რეკომენდებულია შემანარჩუნებელი და სიმპტომური თერაპია. პრეპარატი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით.

 

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

14 ტაბლეტი თავსდება პოლიეთილენის გარსის და ალუმინის ფოლგის კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.

1 ან 2 კონტურულ უჯრედოვანი შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად სახელმწიფო და რუსულ ენაზე მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

 

ვარგისობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სად შევიძინოთ?