Nuk
კობალექსინი / Cobaleksin


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინური პრეპარატები. ვიტამინი B12 (ციანკობალამინი და მისი წარმოებულები)

ათქ კლასიფიკაციის კოდი:

B03BA01

აქტიური ნივთიერება:
ყოველი 1 მლ ამპულის შემადგენლობაში შედის ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) 1000 მკგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი 9 მგ, ბენზილის სპირიტი 15 მგ, საინექციო წყალი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ვიტამინი B12 მოქმედებს როგორც კატალიზატორი, რომელიც ააქტიურებს ორგანიზმში მეთიონინის, თიმიდინის, ნუკლეოპროტეინების, პროტოპორფირინის და ჰემოგლობინის სინთეზს, უზრუნველყოფს ნორმალურ ერითროპოეზს. ამ ეფექტის წყალობით, მის ფონზე სწრაფად სწორდება პერნიციოზული ანემიისა და ჰიპერქრომული მაკროციტური ანემიის ლაბორატორიული მაჩვენებლები. 

ვიტამინი B12 მაღალი დოზით გამოიყენება ნევროლოგიური ჩვენების დროს, როგორიცაა საჯდომი ნერვის და სამწვერა ნერვის ნევრალგია და უზრუნველყოფს მწვავე ტკივილის შეჩერებას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

შეწოვა

ვიტამინი B12 შეიწოვება შინაგან ფაქტორთან დაკავშირებული სახით.  შინაგანი ფაქტორის არარსებობისას, გასტრექტომიის შემდეგ, მალაბსორბციის სინდრომის დროს მისი შეწოვა დაქვეითებულია.

განაწილება

ვიტამინი B12 ინტენსიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს. ინახება ღვიძლში. სხეული ინახავს 1000 მკგ დოზის 15% -ს. სხეულში არის 2000-3000 მკგ ვიტამინი B12-ის მარაგი. ნაღველში ექსკრეციის გზით  კობალექსინი გადადის ენტეროჰეპატიკურ ცირკულაციაში.

მეტაბოლიზმი

ვიტამინი B12 –ის პარენტერალურ გამოყენებასთან დაკავშირებული მონაცემები მეტაბოლიზმის შესახებ არ არსებობს.

 

ჩვენებები:

- მწვავე ნევრიტი,  ნევრალგია

- სამწვერა ნერვის ნევრალგია

- იშიასი

- ნეკნთაშუა ნევრალგია

- პერნიციოზული ანემია (ვიტამინი B12-ის აბსორბციის  დარღვევა)

- ვიტამინი B12-ის დეფიციტით გამოწვეული ჰიპერქრომული მაკროციტული ანემია

 

დოზირების რეჟიმი: 

გამოიყენება მხოლოდ კუნთში ინექციის სახით.

მწვავე ნევრალგიის დროს ინტრამუსკულარულად მიიღება 500-1000 მკგ ვიტამინი B12  . მწვავე ნევრიტის და ნევრალგიის შემანარჩუნებელი მკურნალობა რეკომენდებულია 10 დღის მანძილზე. რეციდივის შემთხვევაში კობალექსინის მიღება უნდა განმეორდეს.

პერნიციოზული ანემიის და ჰიპერქრომული მაკროციტული ანემიის დროს მკურნალობა იწყება 250-1000 მკგ-ის მიღებით ყოველ მეორე დღეს 1-2კვირის მანძილზე. შემდეგ ინიშნება 250მკგ კვირაში ერთხელ მანამ სანამ სისხლის ანალიზის შედეგები ნორმის ფარგლებს დაუბრუნდება. 

როცა გამოხატულია ნეიროპათიული გართულება ინიშნება 1000 მკგ  ყოველ მეორე დღეს. როდესაც სისხლის ანალიზის შედეგები დაუბრუნდება ნორმას, გრძელდება შემანარჩუნებელი მკურნალობა 1000 მკგ თვეში ერთხელ კუნთში ინექციით.

 

გვერდითი მოვლენები:

შესსაძლო გვერდითი მოვლენები ორგანოთა სისტემების მხრივ (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მოაცემების მიხედვით):

სისხლის და ლიმფური სისტემია: პოლიციტემია ვერა

იმუნური სისტემია: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები

ნერვული სისტემია: ასთენია, შფოთვა, თავბრუსხვევა, ჰიპოესთეზია, დისკოორდინაცია, პარესთეზია, თავის ტკივილი

გულის-სისხლძარღვთა სისტემა: გულის შეგუბებითი უკმარისობა, ფილტვის შეშუპება,

პერიფერიული სისხლძარღვოვანი თრომბი.

კუჭ-ნაწლავი: გლოსიტი, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, მსუბუქი გარდამავალი დიარეა, 

კანი და რბილი ქსოვილები: ქავილი, გარდამავალი ეგზანთემა, იშვიათი: აკნე, ფოლიკულიტი

ძვალ-კუნთოვანი სისტემა: ართრიტი, ზურგის ტკივილი, მიალგია

ზოგადი და ლოკალური გამოვლინებები:ზოგადი შეშუპება, ტკივილი, ტკივილი ინექციის ადგილას.

 

უკუჩვენებები:

• მომატებული მრძნობელობა ციანოკობალამინის  მიმართ 

• ლებერის დაავადება (მემკვიდრეობითი ოპტიკური ნეიროპათია)

 

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა: ორსულობის კატეგორია C.

ორსულობის დროს მეგალობლასტური ანემიის მკურნალობისას ვიტამინ B12-ის  დადასტურებული დეფიციტის გარეშე დაუშვებელია მისი გამოიყენება.

ლაქტაცია: გადადის დედის რძეში. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ექიმის გადაწყვეტილებით. 

 

განსაკუთრებული მითითებები:

მიიღება მხოლოდ კუნთში ინექციით. არ გამოიყენება ინტრავენურად.

დაუშვებელია მისი მიღება ვიტამინ B12-ის დეფიციტის დიაგნოსტირების გარეშე.

ვიტამინ B12-ს შეუძლია შენიღბოს ზურგის ტვინის ქვემწვავე დეგენერაცია, დაუშვებელია გამოიყენება სრული დიაგნოზის გარეშე.

არ უნდა მოხდეს დანიშვნა ოპტიკური ნეიროპათიის დროს თუ სისხლში ვიტამინ B12-ის კონცენტრაცია მაღალია.  

ვიტამინ B12-ის  გამოყებნებისას შემდეგი თანმხლები მდგომარეობების დროს შეიძლება შემცირდეს პრეპარატის  ჰემატოპოეტური ეფექტი: ფოლის მჟავას ან რკინის დეფიციტი, ქლორამფენიქოლი, ინფექცია, ურემია.

პაციენტი ასთმის, ჭინჭრის ციების, ეგზემის ანამნეზით უნდა შემომწმდეს ჰიპერმგრძნობელობაზე.

ვიტამინ B12-ის დღიური რეკომენდებული დოზა ორსულობაში ან ლაქტაციის დროს არის 2,2 და 2,6 მკგ. ორსულობის დროს დაუშვებელია მისი გამოიყენება ვიტამინ B12-ის დადასტურებული დეფიციტის გარეშე. გადადის დედის რძეში.

 

კობალექსინის თითოეული ამპულა დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს 15,0 ბენზილის სპირტს, ამიტომ დაუშვებელია გამოყენება დღენაკლულებში და ახალშობილებში. შესაძლოა გამოიწვიოს ტოქსიური და ანაფილაქსიური რეაქცია ჩვილებში და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

დოზის გადაჭარბება:
წყალში ხსნადი ვიტამინების ჭარბი დოზა გამოიყოფა შარდში, არ არსებობს ანტიდოტის საჭიროება. 

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის რეკომენდებული მიღება ალკოჰოლთან ვიტამინი B 12-ის

აბსორბციის შემცირების გამო. ქლორამფენიკოლის გამოყენებისას შეიძლება შემცირდეს ვიტამინ B12-ის სამკურნალო ეფექტი.

პრეპარატებმა: მეთოტრექსატი, პირიმეთამინი, კოლხიცინი და პარაამინოსალიცილის მჟავა შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის ანალიზში არასწორი შედეგები ვიტამინ B12-ის  კონცენტრაციის განსაზღვრისას.

 

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ  ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

1 მლ მინის ი.მ ამპულა. #5 ამპულა მუყაოს კოლოფში. 

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

გაიცემა რეცეპტის გარეშე