Nuk
ცინკიტი / Zinkit


1. რას წარმოადგენს ცინკიტი 10 შუშხუნა ტაბლეტი და რისთვის გამოიყენება ის?

ცინკიტი არის თუთიის შემცველი პრეპარატი

მოხმარების სფერო

კლინიკურად დადასტურებული თუთიის ნაკლებობა, როდესაც საკვების სახით ვერ იღებთ საკმარის რაოდენობას.

2. რა უნდა გაითვალისწინოთ ცინკიტი 10 შუშხუნა ტაბლეტის მიღებამდე?

ცინკიტი 10 შუშხუნა ტაბლეტის მიღება არ შეიძლება:
- თუ თქვენ ჰიპერმგრძნობიარე (ალერგიული) ხართ თუთიის სულფატის ან მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი ცინკიტის სხვა დამხმარე კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებულისიმფრთხილე ცინკიტი 10 შუშხუნა ტაბლეტის მიღებამდე:

არ არის საჭირო განსაკუთრებული ზომების მიღება.

ცინკიტი 10 შუშხუნა ტაბლეტის მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად

აცნობეთ ექიმს თუ იღებდით ან იღებთ სხვა რაიმე პრეარატს, თუნდაც არარეცეპტულს.

ხელატის აგენტები, როგორიცაა D-პენიცილამინი, დიმერკაპტოპროპანსულფონის მჟავა(DMPS), ეთანდიკარბონის (DMSA) მჟავაან ეთილენის ძმარმჟავა (EDTA), აფერხებენ თუთიის აბსორბციას ან ზრდიან მის გამოყოფას. თუთიის და ფოსფატის, თუთიის, სპილენძის და კალციუმის მარილის ერთდროული მიღება აფერხებს თუთიის შეწოვას. თუთია აფერხებს  სპილენძის აბსორბციას. დიდი რაოდენობის თუთია აფერხებს რკინის შეწოვას და შენარჩუნებას. თუთია აფერხებს ტეტრაციკლინის, ოფლოქსაცინის და სხვა ქინოლონების (მაგ. ნორფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი) შეწოვას. აქედან გამომდინარე თუთიისა და ზემოხსენებული მედიკამენტების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 3 საათი.

რომელ სხვა პრეპარატებზე ახდენს ზემოქმედებას ცინკიტი 10 შუშხუნა ტაბლეტი?

თუთია აფერხებს სპილენძის აბსორბციას.

ცინკიტი 10 შუშხუნა ტაბლეტის მიღება სასმელთან და საკვებთან ერთად

ფიტინის დიდი შემცველობის საკვები (ბურღულეული, პარკოსანი, თხილეული) ხელს უშლის თუთიის შეწოვას. არსებობს ეჭვი, რომ ყავა აფერხებს თუთიის აბსორბციას.

ორსულობა და ლაქტაცია

ლაქტაციის ან ორსულობის პერიოდში, ან თუ გეგმავთ  ან ვარაუდობთ ორსულობას, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

პრეპარატის მიღება ორსულებისთვის დასაშვებია მხოლოდ თუთიის ნაკლებობის დადასტურების შემთხვევაში.

კონცენტრაცია და მანქანის მართვა:

არ არის არავითარი ინფორმაცია, მოქმედებს თუ არა პრეპარატი კონცენტრაციაზე და  მანქანის მართვაზე ან დანადგარებთან მუშაობაზე.

ეს პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს და ნატრიუმს.

თითო შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 419გრ სორბიტოლს, რაც შეესაბამება 419-838გრ სორბიტოლის დღიურ დოზას.

სორბიტოლი არის ფრუქტოზას ერთ-ერთი წყარო. პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, თუ თქვენთვის (ან თქვენი შვილისთვის) ცნობილია შაქრის აუტანლობა ან ჰერედიტარული (მემკვიდრეობითი) ფრუქტოზას აუტანლობა - იშვიათი თანდაყოლილი ავადმყოფობა, რომლის დროსაც პაციენტი ვერ ინელებს ფრუქტოზას.

თითო შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 463მგ ნატრიუმს.

მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 926მგ ნატრიუმს (მარილის ძირითადი შემადგენელი ნაწილი). რაც შეესაბამება მოზრდილთათვის საკვების სახით მიღებული ნატრიუმის დღიური დოზის 47%.

კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ თქვენ ყოველდღიურად ხანგრძლივი დროის მანძლზე იღებთ 1 ან რამდენიმე შუშხუნა ტაბლეტს. განსაკუთრებით თუ იცავთ უმარილო დიეტას.

3. ცინკიტი 10 შუშხუნა ტაბლეტის მიღების წესი

ცინკიტი 10 შუშხუნა ტაბლეტი მიიღეთ ანოტაციის თანახმად ან ექიმის დანიშნულებისამებრ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდირებული დოზა შეადგენს:

1 შუშხუნა ტაბლეტი გახსენით წყალში და მიიღეთ დღეში 1-2ჯერ (შეესაბამება 10-20მგ თუთიას).

მიღების ფორმა

პრეპარატის მიღება ხდება უზმოზზე, ჭამამდე გარკვეული დროით ადრე წყალში გახსნილი.

მიღების ხანგრძლივობა

მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია მკურნალობის მიმდინარეობაზე.

მიმართეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ცინკიტი 10 შუშხუნატაბლეტი ძლიერად ან სუსტად მოქმედებს.

თუ მიიღეთ ცინკიტი 10 შუშხუნატაბლეტიჭარბი დოზით, ვიდრე რეკომენდირებულია:

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში პირში წარმოიქმნება მეტალის გემო, ვლინდება თავის ტკივილი, სისუსტე, გულისრევა და ღებინება. რეკომენდირებულია დაუყოვნებლივ კუჭის გამორეცხვა. დიდი რაოდენობით რძის მიღება. თუ სიმპტომები არ გადაგივლით, მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათცინკიტი 10 შუშხუნა ტაბლეტის მიღება:

გააგრძელეთ მიღება დანიშნულებისამებრ.

თუ შეწყვიტავთ  ცინკიტი 10 შუშხუნა ტაბლეტის მიღებას:

პრეპარატის მიღების ან მკურნალობის  დროზე ადრე შეწყვეტისთვის არ არის განსაკუთრებული ღონისძიებები საჭირო. მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღწევად, რეკომენდირებულია აცნობოთ ექიმს, თუ აპირებთ მკურნალობის შეწყვეტას.

4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატსაც გააჩნია გვერდითი მოვლენები, რომლებიც ყველა პაციენტში არ ვლინდება.

შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ძალიან იშვიათად (10,000-დან შეიძლება გამოვლინდეს 1 პოციენტში)

ძალიან იშვიათად ცინკიტი 10 შუშხუნა ტაბლეტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, მაგალითად: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა და კუჭის გაღიზიანება. ეს ჩივილები ძირითადად ვლინდება მკურნალობის საწყის ეტაპზე და უფრო ხშირად უზმოზზე მიღების შემთხვევაში, ვიდრე ჭამის დროს მიღებისას.

ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ გამონაკლისის სახით პრეპარატი მიიღოთ ჭამის დროს, მაგრამ არა მცენარეულ საკვებთან ერთად (იხ. „პრეპარატის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად“).

არ არის ცნობილი: (წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე სიხშირე არ არის დადგენილი)

ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში თუთიამ შეიძლება გამოიწვიოს სპილენძის ნაკლებობა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

გვერდითი მოვლენების შემჩნევის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმს მიმართეთ აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, თუ შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, რაც ანოტაციაში არ არის მითითებული.

5. ცინკიტი 10 შუშხუნა ტაბლეტის შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე და ტუბზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. პრეპარატი ვარგისია მითითებული თვის ბოლო დღემდე.

შენახვის პირობები:

ტუბს მაგრად დაახურეთ თავი და შეინახეთ მშრალ ადგილას.

6. დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ცინკიტი 10 შუშხუნა ტაბლეტი:

აქტიური ნივთიერება: თუთიის სულფატი * 7H2O

1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს:თუთიის სულფატი * 7H2O 44მგ

(შეესაბამება 10მგ, 0.15 mmol შესაბამისად 0,30 mval თუთიას)

დამხმარე ნივთიერებებია: ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი, სორბიტოლი, ნატრიუმის ციკლამატი, პასიფლორა-არომატიზატორი, ნატრიუმის საქარინი

ცინკიტი 10 შუშხუნა ტაბლეტის გარეგნული ფორმა და შეფუთვის შიგთავსი:

თეთრი, მრგვალი, ბრტყელი შუშხუნა ტაბლეტები

შეფუთვაშია 20 შუშხუნა ტაბლეტი

ინფორმაცია ჩვენი პაციენტებისთვის:

თუთია არის მნიშვნელოვანი მიკროელემენტი, რომელსაც ჩვენი ორ5განიზმი გარე ფაქტორების დახმარებით იღებს, რადგან ჩვენი ორგანიზმი მას ვერ გამოიმუშავებს.თუთია არის რკინის შემდეგ მეორე ყველაზე ხშირი მიკროელემენტი ადამიანის ორგანიზმში. ჩვენი სხეულის ყოველი უჯრედი შეიცავს თუთიას. ის წარმოდგენილია, როგორც პროტეინების და ნუკლეინის მჟავას და ჰორმონების შემადგენელი ნაწილი. აქედან გამომდინარე ის ვლინდება ბევრ ბიოკატალიზატორში (ფერმენტი) და მონაწილეობს მრავალ ცენტრალურ ნივთიერებათა ცვლის პროცესში. ორგანიზმის მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც თუთიის გარეშე ვერ ან არასრულფასოვნად განხორციელდება, არის უჯრედების დაყოფა და ზრდა, ასევე ჩვენი სხეულის იმუნური დაცვა. თუთიის ნაკლებობა შეიძლება გამოწვეული იყოს არასაკმარისი მიწოდებით ან არასწორით კვებით, ასევე მარხვის დროს არანორმირებული კვებით. თუთიის ნაკლებობა შეიძლება გამოწვეული იყოს აგრეთვე თუთიის აბსორბციის დარღვევით (მაგ. ნაწლავური დაავადება) ან თუთიის ჭარბი გამოყოფით.

სად შევიძინოთ?