Nuk
ცინარიზინი სოფარმა / CINARIZINE SOPHARMA


რას წარმოადგენს ცინარიზინი სოფარმა და რისთვის გამოიყენება
ცინარიზინი – მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებსაც კალციუმის ბლოკატორები ეწოდებათ. ის აუმჯობესებს თავის ტვინის და პერიფერიულ მიკროცირკულაციას. თრგუნავს ნისტაგმს (თვალის არაკონტროლირებადი მოძრაობა) და ვესტიბულარული დარღვევების სხვა გამოვლინებებს, ამცირებს ლაბირინთის აგზნებადობას. ახდენს ცნობილ ანტიჰისტამინურ (ანტიალერგიულ) მოქმედებას.
გამოიყენება: სიმპტომური მკურნალობისას ვესტიბულარული აპარატის და მენიერის დაავადების დროს, რომლისთვისაც დამახასიათებელია თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება და ყურებში ხმაური. 
მოგზაურთა დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

ცინარიზინი სოფარმას მიღების დაწყებამდე
არ გამოიყენოთ ცინარიზინი სოფარმა 
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობლობა) პრეპარატის აქტიური ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- თუ ხართ ორსულად ან ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე ცინარიზინი სოფარმას მიღებისას
- თუ გაქვთ პარკინსონის დაავადება ან გქონდათ ექსტრაპირამიდული დარღვევების სიმპტომები (კანკალი, ორიენტაციის და წონასწორობის დარღვევა);
- თუ გაქვთ ჰიპოტონია (დაბალი არტერიული წნევა);
- თუ გაქვთ კუჭის დაავადება

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება
გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ახლახან იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, იმ პრეპარატების ჩათვლით, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.
პრეპარატ ცინარიზინი სოფარმას ალკოჰოლთან, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედ პრეპარატებთან (ცნს დეპრესანტები ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) ერთად გამოყენება იწვევს მათი ეფექტების ურთიერთგაძლიერებას
ანტიჰისტამინური ეფექტების გამო, ცინარიზინმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის კანის სინჯების ცრუ უარყოფითი შედეგები. ეს განაპირობებს ცინარიზინით მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობას ტესტების ჩატარებამდე არანაკლებ 4 დღის განმავლობაში.

ცინარიზინი სოფარმას გამოყენება საკვებ პროდუქტებთან და სასმელებთან
პრეპარატით მკურნალობისას არ უნდა გამოიყენოთ ალკოჰოლი.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა
ორსულ ქალებში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ კარგად კონტროლირებადი კლინიკური კვლევების არსებობის გამო, პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში წინააღმდეგნაჩვენებია.

ძუძუთი კვება
პრეპარატის დედის რძეში გადასვლის შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, ძუძუთი კვების პერიოდში მისი გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია. თუ საჭიროა პრეპარატის გამოყენება, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე
ცინარიზინი სოფარმამ შეძლება გამოიწვიოს ძილიანობა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, რაც მოითხოვს მისი გამოყენებისას სიფრთხილეს მძღოლებსა და მანქანების ოპერატორებში სარგებელი/რისკის ზუსტი შეფასებით. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ცინარიზინი სოფარმას ზოგიერთი შემადგენელი კომპონენტის შესახებ
ცინარიზინი სოფარმა დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ხორბლის სახამებელს, შესაფერისია ცელიაკიის მქონე პაციენტებისათვის. პაციენტებმა ალერგიით ხორბალზე (რომელიც განსხვავდება ცელიაკიისაგან) ეს სამკურნალო პრეპარატი არ უნდა მიიღონ. 

როგორ მიიღოთ ცინარიზინი სოფარმა
ცინარიზინი სოფარმა მიიღეთ ზუსტად ამ დანართ ფურცელში მითითებების შესაბამისად. თუ არ ხართ რამეში დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოიყენება მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში. ტაბლეტები უნდა მიიღოთ შიგნით, საკმაო რაოდენობის წყლის დაყოლებით, ჭამის შემდეგ.

ვესტიბულარული სიმპტომები (თავბრისხვევა, გულისრევა)
სადღეღამისო დოზა შეადგენს 3 ტაბლეტს (75 მგ), მიიღება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
კინეტოზების პროფილაქტიკა (მოძრაობის ტკივილი)
მიიღება 1 ტაბლეტი გამგზავრებამდე 2 საათით ადრე და 1 ტაბლეტი ყოველ მომდევნო 8 საათში მგზავრობისას.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია დოზირების ინდივიდუალურ რეჟიმზე და მკურნალობის კურსის საკმაო ხანგრძლივობაზე.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში ეს წამლის ფორმა რეკომენდირებული არ არის. 
არ გამოიყენოთ სამკურნალო პრეპარატი ექიმის რეკომენდაციის გარეშე 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
თუ გრძნობთ, რომ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერია, ან ძალიან სუსტი, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

თუ მიიღეთ ცინარიზინი სოფარმას საჭიროზე მეტი დოზა
დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია სისხლის წნევის დაქვეითება, კანკალი, ღებინება, ძილიანობა.
თუ მიიღეთ დანიშნულზე მაღალი დოზა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს სამკურნალო დაწესებულებას.

თუ გამოტოვეთ ცინარიზინი სოფარმას მიღება 
თუ დაგავიწყდათ 1 დოზის მიღება, მიიღეთ ის რაც შეიძლება სწრაფად. თუ თითქმის დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივ, დავიწყებული დოზის გამოტოვებით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებულის საკომპენსაციოდ. გააგრძლეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
თუ გაქვთ ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, ცინარიზინი სოფარმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები.
თუმცა ისინი ყველა პაციენტს ყოველთვის არ უვითარდება, ასე რომ თქვენ შეიძლება არ გქონდეთ არანაირი რეაქცია. 
ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციები – ძილიანობა, გულისრევა, წონის მატება.

სხვა არასასურველი გვერდითი რეაქციები, რომლებიც იშვიათად გვხვდება (არახშირი): პირის სიმშრალე, ჰიპერსომნია, ლეთარგია; დისკომფორტი კუჭში, ღებინება, მუცლის ტკივილი, საჭმლის ცუდი მონელება, მომატებული ოფლიანობა, ლიქენოიდული კერატოზი, დაღლილობა, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები. 
უცნობი სიხშირის არასასურველი რეაქციები: შედარებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ცინარიზინს შედარებით მაღალ დოზებში, შესაძლებელია ექსტრაპირამიდული სიმპტომების გამოვლება (ტრემორი, დეზორიენტაცია, წონასწორობის დარღვევა), პარკინსონის სინდრომის, წითელი ბრტყელი ლიქენის, კანის ქვემწვავე წითელი მგლურას, კუნთების რიგიდობის ჩათვლით.
ნებისმიერი არასასურველი ეფექტის გამოვლენისას, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ შეინახოთ ცინარიზინი სოფარმა
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ცინარიზინი სოფარმა მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
სამკურნალო პრეპარატები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ კონტეინერში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც არ გჭირდებათ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ცინარიზინი სოფარმა
- აქტიური ნივთიერება 25 მგ ცინარიზინი 1 ტაბლეტში.
- დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი; ხორბლის სახამებელი; პოვიდონი K 25; მაგნიუმის სტეარატი; კრემნიუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი; მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 101).

როგორ გამოიყურება ცინარიზინი სოფარმა და რას შეიცავს შეფუთვა 
მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე, უსუნო ტაბლეტები, დიამეტრით 7 მმ. 
50 ტაბლეტი მყარ ნარინჯისფერ გამჭვირვალე პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, 1 ბლისტერი დანართ ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ.
სად შევიძინოთ?