Nuk
ცენტრალ-B / CENTRAL-B


შემადგენლობა
კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
პასიფლორას მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი 25 მგ
კუნელის მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი 25 მგ
კატაბალახას მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის კარბონატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის ინდიგოტინდისულფონატი, ერითროზინი, რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, რკინის შავი ოქსიდი.
აღწერილობა: ყავისფერი ფხვნილით სავსე კაფსულები თეთრი ფერის ჩანართებით, ზომით #0, ვარდისფერი კორპუსით, მწვანე სახურავით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ცენტრალ-ბ - სედაციური მოქმედების კომბინირებული ფიტოპრეპარატი. მის შემადგენლობაში შედის სამი კომპონენტი - პასიფლორას, კუნელისა და კატაბალახას მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტები.
პასიფლორას ექსტრაქტი შეიცავს ალკალოიდებს და ფლავონოიდ _ ვიტექსინს, გააჩნია მსუბუქი დამამშვიდებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ხელს უწყობს ძილის მოწესრიგებას, ამცირებს შფოთვას, გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება გლუვ კუნთებზე, აუმჯობესებს გულის მუშაობას, გააჩნია სედაციური ეფექტი. 
კუნელის ექსტრაქტი შეიცავს ფლავონოიდებს, ქოლინს, აცეტილქოლინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფიტოსერინს და სხვა.; ფლავონოიდების შემცველობის გამო გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება, ახდენს გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვების შერჩევით გაფართოებას; ახდენს ჰიპოტენზიურ მოქმედებას; ხელს უწყობს ვენური წნევის ნორმალიზებას, აუმჯობესებს სისხლძარღვების კედლის ფუნქციას; გააჩნია მსუბუქი სედაციური მოქმედება.
კატაბალახას ექსტრაქტი შეიცავს ეთერზეთებს, რომელთა ძირითად კომპონენტებს შეადგენს ბორნეოლის და იზოვალერიანმჟავას რთული ეთერი, ასევე თავისუფალი ვალერიანმჟავა და ბორნეოლი, ორგანული მჟავები (მათ შორის ვალერიანმჟავა, რომელიც ახდენს სპაზმოლიზურ მოქმედებას), ალკალოიდები (ვალერინი და ხატინინი), მთრიმლავი ნივთიერებები, შაქარი და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. ახასიათებს სედაციური მოქმედება, ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანებას, რაც დამახასიათებელია ფსიქიკური გადაღლისა და ნევრასთენიისთვის.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის მოქმედება განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების კომბინირებული მოქმედებით, ამდენად კინეტიკური დაკვირვებების ჩატარება შეუძლებელია.

ჩვენებები
- მომატებული ნერვული აგზნებადობა;
- ნერვული დაძაბულობა; 
- გაღიზიანებადობა;
- შფოთვის, დათრგუნვის შეგრძნება;
- ძილის დარღვევა, უძილობა.

მიღების წესები და დოზები
ცენტრალ-ბ მიიღება შიგნით, დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად.
პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილებისა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის.
მომატებული ნერვული აგზნებადობის, ნერვული დაძაბულობის, გაღიზიანებადობის, განგაშის და დათრგუნვის შეგრძნების დროს ინიშნება 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა _ 6 კაფსულა.
ძილის დარღვევისა და უძილობისას ინიშნება 2 კაფსულა ძილის წინ, ნახევარი საათით ადრე.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატი ცენტრალ-ბ ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. 
იშვიათად: ალერგიული რეაქციები, სისუსტე.

უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის გაცილებით აღემატება შესაძლო რისკს ახალშობილისთვის.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული. პრეპარატის მოხსნისას აბსტინენციის სიდრომი არ ვითარდება. პრეპარატი უკუნაჩვენებია რაიმე სერიოზული დაავადების გადატანის შემდეგ.
ცენტრალ-ბ მიიღება ძილის დარღვევის და ნერვული აგზნებადობის მსუბუქი ფორმების დროს. პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებულია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე
პრეპარატის გამოყენებისას მიზანშეწონილია თავის შეკავება ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც მოითხოვენ გაძლიერებულ ყურადღებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, რადგან შესაძლოა ძილიანობის განვითარება დღის განმავლობაში.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: თავბრუსხვევა, მუცლის სპაზმური ტკივილი, გუგების გაფართოება, გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა: შესაძლებელია კუჭის ამორეცხვა, საჭიროების შემთხვევაში სიმპტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ცენტრალ-ბ აძლიერებს საგულე გლიკოზიდების, ტრანკვილიზატორების, ცნს-ზე დამთრგუნველი ეფექტის მქონე პრეპარატების, ასევე ალკოჰოლის მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან. 
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ).

სად შევიძინოთ?