ცენიპრესი / Cenipress


შემადგენლობა

აქტიური სუბსტანციებია ენალაპრილ მალეატი და ნიტრენდიპინი. Yოველი ტაბლეტ შეიცავს 10მგ ენალაპრილ მალეატს და 20მგ ნიტრენდიპინს. დანამატებია ნატრი ჰყდროგენ კარბონატი, ლაქტოზა მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, მატრიუმ ლაურილსულფატი, მაგნეზიუმ სტეარატი

ჩვენებები
რას წარმოადგენს ცენიპრესი 10/20მგ ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება ის
ცენიპრესი 10/20მგ ტაბლეტები გამოდის კოლოფში 30 ტაბლეტი. ტაბლეტი არის წაგრძელებული ორმხრივ ამოზნექილი წარწერით E/N. ენალაპრილი მალეატი ეკუთვნის “ანგიოტენზინ გარდამქმნელი ენზიმების ინჰიბიტორების” (ACE ინჰიბიტორები) ჯგუფს, ხოლო ნიტრენდიპინი პრეპარატებს, რომლებიც ცნობილია კალციუმის არხების ანტაგონისტების სახელით. ის ნაჩვენებია მაღალი არტერიული წნევის მქონე ავადმყოფებში, რომელტა წნევა ვერ კონტროლდება მხოლოდ ენალაპრილითა და ნიტრენდიპინით

მიღების წესები და დოზები
მიიღეთ წამალი ამ ინსტრუქციის მიხედვით თუ ექიმმა არ მოგცათ სხვა დანიშნულება. A არ დაგავიწყდეთ პრეპარატის მიღება. 
თქვენი ექიმი გეტყვით სუტრილნეოს მკურნალობის ხანგრძლივობას. Aარ შეწყვიტოთ მკურნალობა ადრე. 
როგორც წესი მიღების სქემა არის შემდეგი: 
1 ტაბლეტი დღეში მცირე რაოდენობით წყლის დაყოლებით. თაბლეტ უნდა გადაყლაპოთ მთლიანად. არ გატეხოთ

გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გევრდითი ეფექტები. 
ჩველებრივ გვერდითი ეფექტები (ზოგადი 1-10%) არიან თავის ტკივილი, სახის შეწითლება, ცივი და შეშუპებული ქვემო კიდურები. არაზოგადი გვერდითი რეაქციების (01-1%) არიან თავბრუსხვევა, ტაქიკარდია ერითემატოზული გამონაყარი, სურდო, დყსპეპსია და ჰიპოტენზია. ძალზე იშვიათი (0.01%): ასთენიის იზოლირებული შემთხვევა, ჰიპოთერმია, პალპიტაცია, პერიფერიული იშემია, სისხლი შარდში, ფარინგიტი, ტრაქეიტი, სუნთქვის დაძნელება, მუცლის გადიდება, ღვიძლის ანალიზების შეცვლა, სისხლში კალიუმის დონის ცვლილება, სომნოლენცია, შუილი ყურებში, ტრემორ და კრუნჩხვები.
თუ შეამჩნევთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმეს ან თუ შეამჩნებთ სხვა არასასურველ ეფექტს, რაც არ არის ამ ჩამონათვალში გთხოვთ უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
არ მიიღოთ ცენიპრესი 10/20მგ 
• თუ ხართ ალერგიული მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
• თუ გაწუხებთ ალერგია სხვადასხვა სამედიცინო პროდუქტისადმი
• თუ ხართ 3 თვის ან მეტი ვადის ორსული ( უმჯობესია თუ არ ვიხმართ ცენიპრესს ორსულობის უფრო ადრეულ ვადაშიც – იხ. ორსულობის ნაწილი).
• გაქვთ კარდიო-ვასკულური შოკი, გულის უკმარისობა და დადასტურებული გაქვთ გულის ანგინა, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ცერებრული ინფარქტი 
• გაწუხებთ თირკმლის სერიოზული დაზიანება და იტარებთ დიალიზს,
• გაწუხებთ ღვიძლის სერიოზული დაავადება,
• გაქვთ გულის სარქველების დავიწროებით გამოწვეული დაავადება,
• გაქვთ თირკმლის დავიწროებული არტერია
• ბავშვები და მოზარდები.
იყავით განსაკუთრებული სიფრთხილით ცენიპრესით 10/20მგ მკურნალობისას
• გაქვთ სახის, ტუჩების, ენის და/ან ხახის შემსივნება. შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
• თუ თქვენ გაქვთ თირკლის დაავადება თქვენს ექიმს შეუძლია ჩაგიტაროთ სპეცილური ტესტები. Mკურნალობის პროცესში,
• თქვენ უნდა უთხრათ ექიმს თუ ხართ ორსული, რადგან ცენიპრესის ხმარება არ შეიძლება ორსულობის ადრეულ ასაკში და ასევე არ უნდა იქნას მიღებული 3 თვის შემდგომ პერიოდში. ეს შეიძლება გახდეს სერიოზული მიზეზი ნაყოფის დაზიანებისა (იხ. ორსულობის ნაწილი),
• თუ თქვენ მკურნალობის დროს გექნებათ სიცხე ან რაიმე ინფექცია სასწრაფოდ უნდა შეატყობინოთ ექიმს,
• თუ გქავთ გულის პრობლემები,
• თუ თქვენ მკურნალობის დასაწყისიდანვე გაქვთ გვერდითი მოვლენები,
• თუ თქვენ გაქვთ სითხის ნაკლებობა შარდმდენების გამოყენების, დიარეის ან გულისრევის გამო, უმარილო დიეტის ან სხვა მიზეზით, შეიძლება განგივითარდეთ თავბრუსხვევის შეგრძნება მდგომარეობის უეცარი შეცვლისას.
მიმართეთ ექიმს აღნიშნული ნიშნების ერთეული გამოვლინებისასაც კი.

ცენიპრესი 10/20მგ ტაბლეტები მიიღება წყალთან და სასმელთან
ცენიპრესი 10/20მგ ტაბლეტები შეიძლება მირებულ იქნას საჭმელტან ერთადაც.
ცენიპრესი 10/20მგ ტაბლეტებთან ერთდროულად არ დალიოთ წვენები

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა 
თქვენ უნდა უთხრათ ექიმს თუ ხართ ორსული. ჩვეულებრივ ექიმი გირცევთ შეწყვიტოთ ცენიპრესის მიღება და გირჩევთ დალიოთ სხვა მედიკამენტი. ჩენიპრესი არ უნდა იქნას მიღებული 3 თვის შემდგომ პერიოდში. ეს შეიძლება გახდეს სერიოზული მიზეზი ნაყოფის დაზიანებისა
ძუძუს წოვება 
უთხარით ექიმს თუ ხართ მეძუძური. ჩვილი, განსაკუთრებით ახალშობილ ბავშვების შემთხვევაში მეძუძური ქალის მიერ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული. უფრო დიდი ბავშვების დროს ექიმს შეუძლია ურჩიოს ქალს იგი მხოლოდ ცენიპრესისა და სხვა მკურნალობის სარგებელისა და რისკის შეფასების გათვალისწინებით.

განსაკუთრებული მითითებები


მანქანის მართვისა და მექანიზმების გამოყენება:
პრეპარატმა შეიძლება დათრგუნოს თქვენს მირ მანქანის მართვისა და მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა, ამიტომ ამ პერიოდში სიფრთხილეა საჭირო

ჭარბი დოზირება
თუ მიიღეთ მეტი ვიდრე გჭირდებოდათ
თუ მიიღეთ მეტი ვიდრე გჭირდებოდათ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ამ შემთხვევაში შეიძლება თქვენმა წნევა მკვეთრად დავარდეს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ცენიპრესის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა იმ დოზის ასანაზღაურებლად

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გთხოვთ უთხრათ თქვენს ექიმს თუ იღებთ ან ახლახან მიიღეთ სხვა პრეპერატები, მათ რიცხვში ის პრეპარატები რომელიც გაიცემა ურეცეპტოთ.
ცენიპრესს შეუძლია გააძლიეროს მაღალი წნევის სამკურნალო სხვა საშუალებების ეფექტი. Aრ მიიღოთ ცენიპრესი კალიუმ შემნახველ დიურეტიკებთან, კალიუმის დანამატებთან ან სისხლში კალიუმის დონის ასაწევ საშუალებებთან ერთად.
იყავით ფრთხილად თუ თქვენ იღებთ შემდეგ წამლებს: ლითიუმს, მიორელაქსანტებს, არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებს, ორალურ ანტიდიაბეტურს, ბაკლოფენს, ანტიფსიქოტურებს, ანტიდეპრესანტებს, ალოპურინოლს,ციტოსტატიკებს, იმუნო სუპრესანტებს, სისტემურ გლუკოკორტიკოიდებს, პროკაინამიდს, ამიფოსტინს, ციმეტიდინს, რანიტიდინს, დიგოქსინს, ანტიკონვულსანტებს, რიფამპიცინს ან სოკოების სამკურნალოდ გამოყენებულ სხვა მედიკამენტებს.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ პრეპარატი ცენიპრესი 10/20მგ ბავშვებისაგან მოშორებით. ეს პრეპარატი არ საჭიროებს სპეციალურ შენახვას. 
ვადა: არ გამოიყენოთ ცენიპრესი 10/20მგ ყუთზე მოცემული ვადის გასვლის შემდეგ.